აშშ უკრაინაში 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას აგზავნის

  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ ისაუბრა. ,,დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას გადავეცით იარაღი და აღჭურვილობა რეკორდულ დროში. გავაგზავნეთ ათასობით ჯავშანსაწინააღმდეგო, ანტისარაეკტო სისტემები, ვერტმფრენები, უპილოტო აპარატები, ყუმბარმტყორცნები, შაშხანები, სარადარო სისტემები. 50 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა. მხოლოდ აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მყოფ თითოეულ რუსულ ტანკზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის დროულად გადაცემას და ვეხმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. ჩვენ … ვრცლად აშშ უკრაინაში 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას აგზავნის