„პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს „ცოდვებს“ უთვლის

  „აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება არ არის პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, არსებობს მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარს აცხადებს. „5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, არის მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში … ვრცლად „პრეზიდენტმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია“ – მმართველი გუნდი ზურაბიშვილს „ცოდვებს“ უთვლის