ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ, შენობის მეპატრონე კი პასუხისმგებლობას გაურბის

  თბილისში, ერწოს ქუჩაზე ორი ავარიული შენობა ჩამოინგრა. ორივე დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილას მდებარეობს. ადგილობრივებს გაუმართლათ, რომ ქარიშხალი იყო და გარეთ არ იყვნენ, რომ ყოფილიყვნენ, მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. ადამიანები არა, თუმცა, ნანგრევებმა ძვირადღირებული მანქანა გაჭყლიტა, თუმცა, ეს შენობის მეპატრონისთვის არაფერს ნიშნავს. ერწოს 6 და 11 ნომრებში რომ ორივე შენობა ავარიული იყო და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამონგრეულიყო და უბედურება მომხდარიყო, კარგად იცოდა სააქციო საზოგადოება „საქტელეფონმშენმა“, თუმცა, იცოდა და მორჩა. არც არაფერი გაუკეთებია, არც ის ელემენტარული, რომ პერიმეტრი ან შემოეფარგლა, ან შეეფუთა, ან გამაფრთხილებელი ნიშანი  მაინც დაეკიდა, რომ გავლა საშიშია. არა, არაფრი გაუკეთებია. … ვრცლად ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ, შენობის მეპატრონე კი პასუხისმგებლობას გაურბის