მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს, საქართველოს პარლამენტში პოზიცია-ოპოზიცია დაერია

  საქართველოს პარლამენტის სხდომა ისე გაიხსნა, რომ ვერც უკრაინის ელჩის მიწვევა მოხერხდა და ვერც უკრაინისთვის რეალური და გულწრფელი სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სახელით. პოზიცია-ოპოზიციამ, ვერც ამ საომარ მოქმედებების დროს, მაშინ, როცა უკრაინაში სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები იხოცებიან, თავის შეკავება ვერ შეძლო და ერთმანეთს დედის გინებითა და წარსულის გახსენებითა დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა  ოპოზიციას პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან დედაზე შეაგინა,  სხდომა დაპირისპირებით გრძელდება. „ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ… მე“ – აი, ეს იყო მიხეილ ყაველაშვილის მთავარი სიტყვა პარლამეტში, … ვრცლად მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს, საქართველოს პარლამენტში პოზიცია-ოპოზიცია დაერია