მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს ხოცავს, საქართველოს პარლამენტში პოზიცია-ოპოზიცია დაერია

საქართველოს პარლამენტის სხდომა ისე გაიხსნა, რომ ვერც უკრაინის ელჩის მიწვევა მოხერხდა და ვერც უკრაინისთვის რეალური და გულწრფელი სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სახელით. პოზიცია-ოპოზიციამ, ვერც ამ საომარ მოქმედებების დროს, მაშინ, როცა უკრაინაში სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები იხოცებიან, თავის შეკავება ვერ შეძლო და ერთმანეთს დედის გინებითა და წარსულის გახსენებითა დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა  ოპოზიციას პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან დედაზე შეაგინა,  სხდომა დაპირისპირებით გრძელდება.

„ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ… მე“ – აი, ეს იყო მიხეილ ყაველაშვილის მთავარი სიტყვა პარლამეტში, რომელიც მან საპარლამენტო ოპოზიციას მიუძღვნა.

ამის შემდეგ კი ოპოზიციამ ყაველაშვილისთვის საპარლამენტო მანდატის შეჩერება მოითხოვა.

„მე ვიხდი ჩემი კოლეგა ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს ყველას მიმართ, ვინც შეურაცხყოფილია ადამიანურად, ინსტიტუციურად, ვისაც ამისი ვალი გქონდათ და ამის ნაცვლად აგრძელებთ და პრაქტიკულად უერთდებით ამ ყველაფერს. რაც უფრო უხეში, უწმაწური სიტყვები იქნება ნახსენები, რაც უფრო მეტად გვიწოდებს ვინმე „არსებას“, „მარაზმატიკს“, ტაში უფრო მეტად მქუხარე იქნება. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ აქ ჩვენ არ ვართ ახლა პერსონალური ანგარიშსწორებისთვის მოსული“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის სხდომა კი დაპირისპირებითა და შეურაცხყოფით გრძელდება. უკრაინაში კი მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

 

მსგავსი თემები