„თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ეს არის საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია  

საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიან პროცესებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ.

„მიმდინარე მოვლენები არაა ხალი და თქვენ იცით, რომ მერამდენე წელია მიმდინარეობს ღია მსჯელობები საეკლესიო თემატიკაზე. მეუფე იაკობის განცხადებამ ფაქტობრივად ხელახლა განაახლა ეს თემა სამსჯელოდ. თუმცა, არც ისე მოულოდნელია ეს. საპატრიარქოს ადმინისტრაციის შეუფერებელი მეთოდები, განცხადებები არაერთხელ გვიმხელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ესაა საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე. ეს რა თქმა უნდა, იწვევს სიბრალულს. სასულიერო პირი არ უნდა საუბრობდეს ასეთი ლექსიკით. ხოლო შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, “ციანიდის საქმის” დეტალებიდან გამომდინარე, განხილვა და განსჯა“, – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, სინოდმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

„დროთა განმავლობაში, რასაც მე  ვუყურებ, თუ სინოდის კრებაზე ეს არ იქნება შეფასებული, სავალალო შედეგებამდე მივალთ. პირველ რიგში, თავის არიდებას კი არ უნდა ცდილობდეს საპატრიარქოს ადმინისტრაცია, სხვადასხვა პირების გამოგზავნას, თავის შენარჩუნება-შენახვას, არამედ ღიად უნდა აფიქსირებდეს, რომ არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება შიგნითვე განსჯა და საბოლოო წერტილის დასმა“ – აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები