ემიგრანტი ქართველი მხატვარი იტალიაში, წამებით მოკლული იპოვეს

ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარ მოდებაძე იტალიაში, ქალაქ ნაპოლში, საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს.

თამარ მოდებაძე უცხოეთში მოთხოვნადი და პოპულარული მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი.

როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, სერიოზული აღიარების მიუხედავად, თამარ სიხარულიძე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი და მიაჩნდა, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია.

​ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე ინფორმაციას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს, ხოლო დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან. 

თამარ მოდებაძე მხატვარი იყო. იგი “ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის” 2017 წლის დაჯილდოვებაზე წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით იყო წარდგენილი.

​​როგორც შოთო სიხარულიძე აცხადებს, თამარ მოდებაძის ნამუშევრები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის, დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო. მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

მისივე ინფორმაციით, თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესდა დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.

სიცოცხლის ბოლო წლები ნეაპოლში გაატარა, სადაც აქტიურად განაგრძობდა საქმიანობას. იგი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებდა შეკვეთებს.

“თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც მისმა ორმა ნამუშევარმა – “მღელვარე ზღვა” და “ხუთი განზომილება” ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო”, – წერს შოთო სიხარულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

მსგავსი თემები