„Wizz air“-ი და „Myway Airlines“ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს – როგორია ფრენის განრიგი?!


ცნობილია ავიარეისების განრიგი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ორგანიზებულად შესრულდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ჩარტერულ რეისს ორი ავიაკომპანია შეასრულებს.     

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – „Wizz air“-ი და „Myway Airlines“ შეასრულებენ.
 
რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი – ვარშავა,
15 ივლისი – ბარსელონა,
17 ივლისი – რომი,
22 ივლისი – პარიზი, 
28 ივლისი – ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.


საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

მსგავსი თემები