“გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, ძველი დრო დამთავრდა” – თეა წულუკიანი 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, 5 თვის წინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მიმართავს და მხარდაჭერას ჰპირდება, თუმცა, ამავე დროს მოუწოდებს გამოძიებას ენდოს. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მოსამართლე არის დამოუკიდებელი, გამოძიება კი ვერ გამოიგონებს არგუმენტებს და მხოლოდ იმ არგუმენტების გამოიყენება შეუძლია, რასაც მას მოწმეები მოუტანენ. ​​მისივე თქმით, მსგავს საქმეებს ქუჩის აქციებით არ იძიებენ. „პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება,…

მეტი...