ბოთლიყლაპია აპარატების იდეა პირველად თბილისში განხორციელდება  

თბილისის ქუჩებში ბოთლიყლაპია აპარატები განთავსდება. იდეა, რომელიც თბილისის მერიას მოქალაქემ მიაწოდა, მხარდაჭერილია. ​​როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პროექტი თანხვედრაშია, თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. თავად პროექტი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება. კალაძის ინფორმაციით, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი – ბოთლიყლაპია აპარატების იდეა, პროექტ “შენი იდეა თბილისის მერის” ფარგლებში, მოქალაქე კუკური ბარამიძემ წარადგინა. “დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ…

მეტი...