თბილისის ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების ქსელი დამონტაჟდება

  თბილისის N 43 საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინვენტარის დასამონტაჟებლად, ელექტროქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინვენტარი, რომელსაც საჯარო ბაღებში დაამონტაჟებენ, კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი დაცულია, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, N 43 საბავშვო ბაღი სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის სრულად აღიჭურვება. მათივე ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დამატებით 71 ბაგა-ბაღში გრძელდება. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში…

მეტი...

სამშენებლო წესების დარღვევისთვის თბილისში, 1 250 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა 

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 47 მისამართზე დაიწყო საქმის წარმოება და სხვადასხვა სახის სამშენებლო დარღვევებზე 21 მარტიდან დღემდე, 1 მილიონ 250 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა. მათ შორის, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე, ჯარიმის ოდენობამ კი 390 000 ლარი შეადგინა.   გარდა ამისა, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი – სულ 160000 ლარი; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა – ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობაა 450 000 ლარი.​ ​დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა და…

მეტი...