იმპერატორის თასის მფლობელი ლევან გორგაძე მცხეთის საპატიო მოქალაქე გახდა 

იაპონიაში მოღვაწე ქართველ ოძეკს, იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით,  მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.   ტოჩინოშინი რამდენიმე დღეს საქართველოში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს. შეხვედრები ჰქონდა პარლამენტშიც. მცხეთის მერიაში ლევან გოგრაძესთან შეხვედრა ​საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა. როგორც “მთავარს” ზაზა გაბუნიამ განუცხადა, ბედნიერია, რომ მიეცა ტოჩინოშინთან შეხვედრის საშუალება. ​მისი შეფასებით, ლევან გორგაძე დღეს იაპონიაში საქართველოს სახეს წარმოადგენს.  “მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც…

მეტი...