თბილისში 2 ახალი პარკი გაშენდება და 14-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში, უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი პარკის გაშენება იგეგმება, კერძოდ, საუბარია დიღმის ჭალებზე და ე.წ თემქის ხევზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაზე. მერიის შესაბამისი სამსახურები მანამდე ჩაატარებენ კვლევას, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად შეისწავლიან თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის შესაძლებლობას. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, საინტერესო ადგილია მდინარე მტკვართან სიახლოვის თვალსაზრისით. ხოლო, ე.წ. თემქის ხევი საშუალებას იძლევა თბილისის ზღვასთან საკმაოდ დიდი საპარკე-სარეკრეაციო სივრცე შეიქმნას. აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს  დაახლოებით 80 000 მოსახლე ცხოვრობს. კახა კალაძის შეფასებით, თემქის ხევი ერთ-ერთი საუკეთესო…

მეტი...