სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება იკრძალება – წინასაარჩევნო განმარტებები  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ორი საკითხის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი, აქვს თუ არა უფლება მაუწყებელს ეთერში განათავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არარეგისტრირებული კანდიდატის რეკლამა და უნდა გადაამოწმოს თუ არა მაუწყებელმა დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათივე თქმით, კანონი ცალსახად განსაზღვრავს…

მეტი...

დავით გაგუა მედიისთვის ეთიკური რეგულაციების დაწესებას მხარს უჭერს 

  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გაგუა კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილებებს მხარს უჭერს და სამედიცინო გადაცდომების თუ დარღვევების  გაშუქებისას გარკვეული რეგულაციების დაწესებას მიესალმება. ​როგორც რესპონდენტმა მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მსგავსი რეგულაციები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს.    „პაციენტის ფუნდამენტური უფლებაა სრულად ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის ან დამდგარი შედეგის შესახებ, თუმცა სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარს, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არ მოაქვს შედეგი პაციენტისთვის და ექიმზე ზემოქმედების საშუალება ხდება. საბოლოოდ ორივე მხარე წაგებულია. ეს ეთიკური…

მეტი...