საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს თვალზე” ოპერატორული ნამუშევრების წარდგენა იწყება

​კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას, მონაწილეთა რეგისტრაციას იწყებს. ოპერატორებს, ვისაც სურთ, მათი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასოს, უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე  http://www.goldeneye.ge/ge/festival/registration ​როგორც “მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნამუშევრები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებზე: საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.​ ​საკონკურსო ნამუშევრებს აფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები, ქართველ გამოცდილ კინო და ტელეოპერატორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის – დიდ ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან. მათივე ინფორმაციით,…

მეტი...

ბაადურ წულაძე, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)

ცნობილი მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მსახიობთან უკანასკნელ შეხვედრას კინოდოკუმენტალისტი ოლგა ჟღენტი იხსენებს: „კინო უყვარდა ყველაზე მეტად და მშობლიური ბათუმი, და რა თქმა უნდა ლედი, მისი ერთადერთი და. ბოლოს მკითხა, ჩემი ფილმების ხომ არის ინტერნეტშიო? – ბაადურს, ეს ფილმები მთლიანად შენია, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა-მეთქი“. ბაადურ წულაძესთან შეხვედრის შესახებ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე წერს: „უზომოდ დამწყდა გული, უზომოდ. მშვიდობით ბატონო ბაადურ, ბოლოს რომ ვნახე, ასე მითხრა, – მოდი გაღიმებულიც გადამიღეო. მადლობა ყველაფრისთვის, სულ მეყვარებით“.  ​​ ბაადურ წულაძე 1935 წლის 5 მარტს, ბათუმში დაიბადა. დაამთავრა…

მეტი...