გომბორის უღელტეხილზე დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. საავადმყოფოს მენეჯერის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორს შედარებით მძიმე, ხოლო დანარჩენ ექვს პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. “სუზუკის” მარკის ავტობუსში, რომელიც ცოტა ხნის წინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, 27 მგზავრი, ბელორუსელი ტურისტები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნისგან ჯებირებმა იხსნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ,ზუსტად ამ ადგილას მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა,რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

მეტი...

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და მაჟორიტარის ბიუროს ორგანიზებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ოცამდე დამწყები და გამოცდილი მეწარმე ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს თბილისიდან მოწვეულმა მეწარმეებმა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელნაკეთი წარმოების და დამწყები ბიზნესის პოპულარიზაცია. მსგავსი ღონისძიებები, ადგილობრივი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური განვითარების მიზნით ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მოეწყობა.​ ღონისძიებას შვეიცარიაში საქართველოს ელჩი და შვეიცარიელ ინვესტორებიც ესწრებოდნენ. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ…

მეტი...

კართუბანში თანამედროვე სტანდარტების ახალი სტადიონი გაიხსნა  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე სტანდარტებით არჭურვილი სტადიონით სარგებლობა შეუძლია. სტადიონს რეაბილიტაცია  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით  ჩაუტარდა. მოწესრიგდა მოედნის საფარი, სტადიონს გაუკეთდა ღობე, დამონტაჟდა ტაბლო და სკამები. განახლებული სტადიონი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გურამ მაჭარაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. სტადიონის გახსნის შემდეგ კი ადგილობრივ გუნდსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. გურამ მაჭარაშვილმა და ლევან კობიაშვილმა პატარებს საფეხბურთო ინვენტარი: კეპები,ბურთები და მაისურები გადასცეს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ლაგოდეხსა და ყვარელში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ზაფხულის განმავლობაში მრავალი…

მეტი...

სტიქია კახეთში – სახლები დაიტბორა, ინფრასტრუქტურა დაზიანდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  კახეთი სეტყვას გადაარჩინა, თუმცა,  გურჯაანში სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტირა. უხვი ნალექი კახეთში გვიან ღამით მოვიდა. განსაკუთხრებით მძიმე  ვითარება შეიქმნა  გურჯაანში, ფალიაშვილის ქუჩაზე.  სანიღვრე სისტემა წყალს ვერ მოერია და მოსახლებას პირველ;ი სართულები დაუტბორა.   ადგილზე სამაშველო სამსახური მტელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მდინარე ჭანდრისხევის ადიდებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, როს გამოც საგზაო მოძრაობა შეფერხებულია. რაც შეეხება სეტყვას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეტის  შვიდი რაიონი  მასშტაბურ  ზარალს გადაარჩინა. „დელტას“ ინფორმაციით,  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც შვიდ რაიონში სეტყვა თავიდან  აიცილეს.

მეტი...