“ზვიადმა გთხოვათ, მთავრობის სასახლესთან გადმოდით, დარბევაა მოსალოდნელი” – სანდრო ბრეგაძე 9 აპრილზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე, 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ 30 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.  როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, ​1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შიშველი ხელებით მებრძოლმა, არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა რა ელოდათ. თითოეული მათგანი თავს  ქართველთა ლაშქარის წევრად მიიჩნევდა.  მისივე შეფასებით, 9 აპრილი ერთი დიდი ეპოქა იყო, დიდი ადამიანებით, დიდი მამულიშვილებით და დიდი მიზნებით.  “1989 წლის 8 აპრილია-უნივერსიტეტის კიბეებზე ვშიმშილობთ-რუსთაველის გამზირიდან ზვიადის და მერაბის გამოგზავნილი კაცი მოდის ჩემთან ამბით, -“ზვიადმა გთხოვათ, დღეს მთავრობის სასახლესთან გადმოხვიდეთ, რადგან ჯარები შემოყვანილია და დარბევაა მოსალოდნელი”.…

მეტი...

“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად” – თამარის მეფედ კურთხევისას წარმოთქმული სიტყვა

სამეცნიერო პორტალი “დოქტრინა.ჯი” თამარ მეფის მიერ, ტახტზე ასვლისას წარმოთქმული სიტყვის ტექსტს აქვეყნებს, სადაც იგი დიდებულებსა და ერისთავებს სთხოვს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში განათლების განვითარებაში, რომ მისცენ გზა სწავლას, შრომას და ნიჭს.  “შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი – კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო – მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო…

მეტი...

გურამ დოჩანაშვილი 80 წლისაა – პატარა ეპიზოდი მწერლის ცხოვრებიდან

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია, ის 80 წლის გახდა. მწერალს იუბილეს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ულოცავს და 40 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და აცხადებს, რომ ბედნიერი და ამაყია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწერალი ჰყავს.  “1989 წელს, 50 წლის გახდა, სახლში მივაკითხე, იოსებიძის ქუჩაზე, შეკითხვები დავუტოვე და პასუხები ხელნაწერი დამახვედრა, წამოვიღე და “აღმართი კაცი” გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელში” დავბეჭდეთ.ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაზე მუშაობისას ღვთისმშობელი მარიამი რაიმე კარგი და მშვენიერისთვის უნდოდა შეედარებინა, მაგრამ მეუფეს უთქვამს, ღვთისმშობელი არაფერს არ უნდა შეადაროო. ჰოდა, ადგა და დაუწერია – ღვთისმშობელი მარიამი…

მეტი...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა – პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე დღეს, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.​ 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან გმირულად დაიღუპნენ ახალგაზრდა იუნკერები. თითქმის ერთი საუკუნის წინ, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად მოახდინა საქართველოს ანექსია.…

მეტი...

“მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისთვის” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ წერს და გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებს იხსენებს, როცა იგი, სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას. დღეს მას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩევენ. გოჩა ლორთქიფანიძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.  ზემოთ მოყვანილ “როიტერის” ფოტოზე გოჩა ლორთქიფანიძე იმ დროს არის გადაღებული, როცა ის დასახვრეტად მიჰყავთ. ფოტო ტყვარჩელშია გადაღებული, სადაც ჰუმანიტარული მიზნებით ჩასულ ახალგაზრდა დიპლომატს “ბოევიკები”, იმის გამო, რომ ქართველია, დახვრეტას უპირებენ. ფოტოზე ჩანთით ხელში გოჩა ლორთქიფანიძეა. “ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს…

მეტი...

ერთი პატარა ქუჩა, თავი დიდი რომ ჰგონია – ტერორისტი ქალის ქუჩა თბილისში 

სოფიო პეროვსკაია იყო პირველი ქალი, ვინც რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო პოლიტიკური დანაშაულისათვის დასაჯეს; დანაშაული კი იმპერატორ ალექსანდრე II -ზე ტერორისტული აქტის ორგანიზება – მოწყობა გახლდათ, რაც ორივე მხარისთვის სავალალოდ დასრულდა. იმპერატორი 13 მარტს ხელნაკეთმა ბომბმა იმსხვერპლა, ტერორისტი ქალი კი 15 აპრილს სიკვდილით დასაჯეს. ჰოდა, საბჭოთა ტერორის ეპოქაში გაჩნდა სოფიო პეროვსკაიას ქანდაკებები, სხვა და სხვა ქალაქებში მისი სახელობის ქუჩები და თბილისი რატომ იქნებოდა გამონაკლისი?! გაბაანთ უბანში, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებულ ქუჩას, რომელიც ქალაქის გეგმაზე ჯერ ახალი ქუჩის, 1903 წლიდან კი იმპერატორის ქალიშვილის, ანასტასიას სახელით იყო დატანილი, პეროვსკაიას სახელი მიანიჭეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის…

მეტი...

თბილისი არის ურთიერთობა – სახლი ფურცელაძის ქუჩის N15–ში

ამ ქუჩაზე  ყოველ დღე კი არა, დღეში რამდენჯერმე  ავდი – ჩავდივარ და  მხოლოდ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილის ფოტომ აღმომაჩენინა ერთი ლამაზი სახლი და კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები. ვინ თქვა, თბილისი იყო ურთიერთობაო?! თბილისი არის ურთიერთობა, გულისხმიერება და გვერდში დგომა. სახლს და ქუჩას დავუბრუნდეთ…  ქუჩა ანტონ ფურცელაძის სახელობისაა 1922 წლიდან და იმ იშვიათი ქუჩების ჩამონათვალს განეკუთვნება, დროსა და ჟამის შესაფერად, თითქმის საუკუნეა სახელი რომ არ შეცვლია, მანამდე კი კალოუბნისად მოიხსენიებდნენ, 1841 წლის თბილისის გეგმაზე ბარონის სახელით არის დატანილი, ბარონ როზენის საპატივცემოდ. ანტონ ფურცელაძე, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გახლდათ, რომელმაც „მამათა და შვილთა „…

მეტი...

თბილისში ჯოვანი სკუდიერის  სახელობის ქუჩა გაიხსნა

მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში, ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა. ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე  არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა. იტალიელი არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის წინაშე  ჯოვანი სკუდიერის…

მეტი...

ვინ დაარწმუნა მოსკოვი, რომ თბილისი თანახმაა – თბილისის სასულიერო აკადემია 30 წლისაა

​თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად საპატრიარქოში კონფერენცია გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლის შექმნის იდეა დაიბადა მეფე დავით აღმაშენებელის დროს, როცა დაარსდა გელათის აკადემია. “დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა, იერუსალიმი თავისი სულიერებით და ათინა მაღალი მეცნიერებით”, – განაცხადა ილია მეორემ. მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლის იდეა საქართველოში მუდამ არსებობდა, თუმცა მისი განხორციელება ძნელი იყო. საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ძალიან მძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მოისურვა გაეხსნა სასულიერი სასწავლებელის…

მეტი...

მცხეთის სალობიეს საოცარი ისტორია – ლეგენდა პუშკინზე, რომელიც დიდი ბიზნესის საწყისად იქცა 

მცხეთის სალობიე, მთელს ქვეყანაში ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ადგილია. საოჯახო ტიპის რესტორანი ტურისტების აქტიური მასპინძელია. სალობიე დროდადრო ფართოვდება, მაგრამ უცვლელი რჩება ასორტიმენტი, შეუცვლელია მთავარი კერძიც – ქოთნის ლობიო და მჭადი. შპს “საჭაშნიკეს” დამფუძნებელი დიმიტრი ალავიძე, პირველივე დღეებიდან უდგას სათავეში მცხეთის სალობიეს და უკვე 50 წელზე მეტია მის განვითარებაზე ზრუნავს, შესაბამისად საინტერესო ამბავსაც ბევრს მოისმენთ მისგან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სალობიეს ადგილას თავდაპირველად საღვეზელე გაუხსნიათ, სადაც განსაკუთრებული რეცეპტით აცხობდნენ მცხეთურ ღვეზელს. ​საღვეზელეს გახსნასაც, თავის მხრივ, პატარა ლეგენდა აქვს. ყველაფერი XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც საქართველოში რუსი მწერალი, ალექსანდრე პუშკინი ჩამოვიდა და მცხეთის რაიონის…

მეტი...

საბჭოთა რუსეთის ტყვეთა ბანაკში დაღუპული ქართველი რიგითების სია გამოქვეყნდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სია მიიღო, რომლებიც 1941-44 წლებში, საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყვეთა ბანაკში – “დულაგი-100”, იხდიდნენ სასჯელს და დაიღუპნენ. ინფორმაციის თანახმად, 1067 სამხედრო მოსამსახურეს შორის, 12 საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის არიან თბილისში, გორში, გაგრაში, ბორჯომში და ა.შ დაბადებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტიდან წერილი ​22 აგვისტოს,  სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელზე მოვიდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მეორე მსოფლიო ომის წლებში დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს, რადგან მათი შთამომავლობისთვის აღნიშნული სია შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს წინაპართა საბოლოო განსასვენებლის დასადგენად და მათთვის პატივის…

მეტი...

თბილისში ერთი პატარა გოგოს სახელობის პატარა ქუჩა არსებობს – სამშობლოდაკარგული ირინე სხირტლაძე 

თბილისში ყაზბეგის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩას შორი ერთი პატარა გოგოს სახელობის პატარა ქუჩა მდებარეობს. ირინე სხირტლაძის ქუჩის არსებობა არც იმ მიდამოებში გავლისას და არც თბილისის ცნობარიდან შემიტყვია. არადა ქუჩა სამშობლოს უნახავად დაღუპული გოგონას სახელს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ატარებს. თავად ირინეს შესახებ კი საქართველომ, 70-იანი წლებიდან ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიდან შეიტყო და მაინც მის ქუჩამდე მამის ნაკვალევმა მიმიყვანა. ირინე სხირტლაძის მამა, არკადი სხირტლაძე ”სამშობლოსათვის მებრძოლ სამშობლოდაკარგულ” იმ იუნკერთაგან ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენამ შეახსენა საზოგადოებას. საბჭოთა ოკუპანტებს განერიდა და საქართველოს დარად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში…

მეტი...

არზაყან ემუხვარის ქუჩა თბილისში და შემთხვევით მიკვლეული წერილი

“სამშობლო დაკარგული” არზაყან ემუხვარის სახელი ვაშლიჯვრის დასახლების ერთ-ერთ ქუჩას 2015 წელს მიენიჭა. ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი, დაბადებიდან 135 წლის შემდეგ, ასეთი ფორმით დაიბრუნა სამშობლომ. დიახ, სამშობლომ „გავვერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან“- იყო მისი მოწოდებაც და მიზანიც. ის ჯერ კიდევ 1905-1906 წლების რევოლუციის შემდეგ შექმნილი „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი გახდა,(რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო) 1917 წელს სოხუმის ოლქში კავკასიის საგანგებო კომიტეტის ერთ-ერთი რწმუნებული, დემოკრატიული აფხაზეთის ეროვნული საბჭოს და შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე. საარქივო მასალის სიმწირის მიუხედავად, არზაყან ემუხვარის შთამომავალმა და ჭირისუფალმა, ნატო მარშანიამ მაინც შეძლო გაუღებელი კარის გახსნა და მის ნაკვალევზე მისხალ-მისხალ ამოკრიბა ამბები.  თუმცაღა, არზაყან…

მეტი...

სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები – სად მდებარობს ზურაბ ავალიშვილის ქუჩა თბილისში

თბილისში, ​ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს შორის ზურაბ ავალიშვილის ქუჩა მდებარეობს. უბრალოდ დიდებული კი არა ლოგიკურად აწყობილი საზოგადოებაა – ილია ჭავჭავაძე, ზურაბ ავალიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი. „და თუ ჩვენ გვსურს რომ ვაღიაროთ ამ ადამიანების მნიშვნელობა, ეს ყველა დონეს და შრეს უნდა შეეხოს, მათ შორის სიმბოლურსაც. მათი სახელები იოლად დაუმშვენებენ გვერდს სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი ქართველების სახელებს, რომელთა სახელობის ქუჩებიც გვაქვს“ – ეს გულის გულიდან ამოთქმული, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგის კეკელიძეს ეკუთვნის ადრესატები კი „სამშობლოსთვის მებრძოლი, სამშობლოდაკარგულები“ არიან. – ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 მაისს გაიხსნა და რომლის იდეის ავტორიც…

მეტი...

მარშრუტი 26 მაისიდან – 26 მაისამდე

საბურთალოდან და საბურთალოსკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტის აღნიშვნებში ”26 მაისის” მოედანს იშვიათად ნახავთ, თუმცა ორივე მიმართულების ტრანსპორტის გაჩერებაც და ერთი უფერული “ბანერიც” სწორედ ამ მოედანზეა. მართალია, მოედანი ხმამაღალი ნათქვამია, უფრო ავტოსადგომს წააგავს და მაინც, თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზამკვეთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელწოდებით – “26 მაისის მოედანი”. 26 მაისი არც ერთი დღის დღესასწაულია და არც მხოლოდ საიუბილეო წლებში გასახსენებელი – ეს მრავალი თაობის ნაოცნებარ – ნაღვაწი, ამ დღისთვის მსხვერპლად მიტანილი სიცოცხლე, საპატიმროებში გატარებული წლები და ეკლიანი გზებია; ეს ყოველივე ეროვნული ბიბლიოთეკის ახლად გახსნილ მუზეუმში იყრის თავს. ”იყრის”, რადგან ეს მუდმივი პროცესია…

მეტი...

“ბავშვთა დღეს” დატრიალებული ტრაგედიის დეტალები – მთაწმინდის საბაგიროს ავბედითი კონსტრუქციის შესახებ

28 წლის წინ, ზაფხულის პირველი დღეს თბილისში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 1990 წლის პირველ ივნისს, მთაწმინდის საბაგიროზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 42 –  დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 საშუალო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ „ბავშვთა დღის“ აღნიშნავად. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი ირაკლი ჟოჟუაშვილი განუმარტავს,​ ​უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ. წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ…

მეტი...

თბილისის ისტორიულ შენობებს ამიერიდან, ხელნაკეთი კერამიკული აბრებით გამოარჩევთ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა. აბრები უკვე განთავსდა ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე უკვე განთავსდა. როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან არიან დაკავშირებულნი. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც…

მეტი...

პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა. 1921 წელს მიიღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“. 1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. საქართველო წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ას წლისთავს აღნიშნავს. ​მედიაცენტრი “მთავარი” გთავაზობთ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ ცნობებს:  1.…

მეტი...

“სამშობლოსათვის მებრძოლ სამშობლოდაკარგულებს“ გამოფენა მიეძღვნება  

  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში, 22 მაისს, 17:00 საათზე, გამოფენა – „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“ გაიხსნება. ​გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში გაიმართება, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინო რეპერტუარის მიმოხილვა თემით, „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“. როგორც “მთავარს” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, თემის პრეზენტაცია მომზადებულია ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი პერიოდის, 1918–1921 წლების პრესის მასალებზე დაყრდნობით და წარმოადგენს დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის სახელოვნებო რეპერტუარის შეძლებისდაგვარად სრულად აღდგენის მცდელობას. 1918–1921 წლების პერიოდიკაში („საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „დროება“, „თეატრი და ცხოვრება“) გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის,…

მეტი...