იპოთეკა რთულდება – მესამე პირი ვერ დაგეხმარებათ

იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით ფინანასთა სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ფიზიკური პირი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად საკუთარ ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთს ვერ გამოიყენებს. . არსებობს გამონაკლისი და აღნიშნული ცვლილება რამდენიმე ბანკზე არ გავრცელდება.  ის არ შეეხება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე. გარდა აღნისნულისა, კანონპროექტით თუ ერთი და იგივე ფიზიკური ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას შეზღუდვები…

მეტი...