ავჭალის რკინიგზის სადგურს ეროვნული გმირის, ვალოდია გოგუაძის სახელი მიენიჭება

თბილისის გარეუბანში, კერძოდ, ავჭალაში მდებარე რკინიგზის სადგურს შესაძლოა სახელი შეუცვალონ და  საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელ ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლეს ქართველებმა, საუკუნის წინ, რუსეთის საბჭოთა არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება.   აღნიშნული ინიციატივა, დედაქალაქის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოთქვეს და ამ საკითხზე საქართველოს რკინიგზასთან კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. როგორც თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, მისი კომისია მუდმივად ცდილობს იმ გმირების სახელები უკვდავყოს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანეს. მისივე ინფორმაციით, იანვარში, ტაბახმელაში იუნკერ არჯევან…

მეტი...

ხიდი “საკვირველი” და “ჯუარი პატიოსანი” – რით გააოცა თბილისმა ყაზანელი სოვდაგარი

თბილისის უძველესი ხიდი მდინარე მტკვარზე – მეტეხის ხიდი, აგებული იყო მეტეხის კლდის ვიწროებში, იქ სადაც მდინარის კალაპოტი ყველაზე მეტად შევიწროებული იყო და სადაც თბილისის აკვანი დაირწა. ხიდი, ორივე მხრიდან ჩამოსული საციხო ნაგებობების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. ფორტიფიკაციული ნაგებობების სისტემა მდინარის კალაპოტზე და მის გასწვრივ გამავალი გზის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ხიდი არსებობდა იმ ადგილზე ციხესიმაგრეების დაარსებიდანვე. ასეთ დასკვნამდე მივყავართ საციხო ნაგებობების კომპოზიციას. ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ამ ადგილას ძველად ერთმანეთის მახლოვლად 2 ხიდი უნდა ყოფილიყო. ამის საბაბი მისცა იოანე საბანისძის “აბო თბილელის მარტვილობაში” ნახსენებმა “ხიდთა ქალაქისთა” (უნდა აღინიშნოს, რომ ორი…

მეტი...

ოქროს ორდენი პროთეზისთვის, ლენინის თავი – ქალს: ერთი თბილისური ეზოს ამბავი

ინტერნეტმომხმარებელი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისის პეკინის ქუჩაზე მდებარე, ქალაქური ტიპის ეზოსთან დაკავშირებულ, თავის, ბავშვობის დროინდელ მოგონებაზე წერს. “ერთი ამბავი ჩემი ბავშვობიდან: ისევ ჩემი ეზო. პეკინის ქუჩა N 33. ვარ 10 წლის. 1982 წელი. ზაფხული. რამდენიმე დღეში დაბადების დღე მაქვს. შეთანხმებული ვარ ბებიასთან და დაბადების დღეზე ველოსიპედი “დესნა – 2″ უნდა მიყიდოს. 72 მანეთი ღირს. ეს არ არის ისეთი მცირე საფასურის, კბილის ამოღებისას ექიმისთვის პირის გაღების სანაცვლოდ დასათრევი. ამაში, მაქსიმუმ, კორეული მარკების სერია მომივა. ველოსიპედს კი 8 კბილის ამოღება სჭირდება. ამდენი ამოსაღები კბილი (მორყეულ, უფესვო კბილებზეა საუბარი) სულ არ მაქვს. ეს ყიდვა…

მეტი...