სტიქია კახეთში – სახლები დაიტბორა, ინფრასტრუქტურა დაზიანდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  კახეთი სეტყვას გადაარჩინა, თუმცა,  გურჯაანში სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტირა. უხვი ნალექი კახეთში გვიან ღამით მოვიდა. განსაკუთხრებით მძიმე  ვითარება შეიქმნა  გურჯაანში, ფალიაშვილის ქუჩაზე.  სანიღვრე სისტემა წყალს ვერ მოერია და მოსახლებას პირველ;ი სართულები დაუტბორა.   ადგილზე სამაშველო სამსახური მტელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მდინარე ჭანდრისხევის ადიდებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, როს გამოც საგზაო მოძრაობა შეფერხებულია. რაც შეეხება სეტყვას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეტის  შვიდი რაიონი  მასშტაბურ  ზარალს გადაარჩინა. „დელტას“ ინფორმაციით,  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც შვიდ რაიონში სეტყვა თავიდან  აიცილეს.

მეტი...