პარლამენტის ეზოს შესასვლელთან ელექტროავტობუსი გაიჭედა

საქართველოს პარლამენტის ეზოს შესასვლელში ელექტროავტობუსი, მსუბუქ ავტომობილებს შორის ჩაიხერგა. გიმნაზიისა და პარლამენტს შორის ასასვლელი გზა ამ წუთებში პარალიზებულია. ავტობუსი დელეგაციას ემსახურება, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება. პარლამენტში საქართველოში 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენცია იმართება, რომელშიც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, მარტინ ჩუნგონგი და დელეგაცია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ელექტროავტობუსია, რომელიც კომპანია “ფრეგობასმა” თბილისში შემოიყვანა და რომელიც ამ დრომდე საცდელ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, ძირითადად თბილისის ტურების ფარგლებში.  ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თვითმხილველმა განუცხადა,  ელექტროავტობუსი და  ქუჩაზე იმ მომენტისთვის არსებული მსუბუქი ავტომობილები არ დაზიანებულა.  

მეტი...