საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ უნდა გაქრეს ევროპული ქვეყნების დღის წესრიგიდან – თამარ ჩუგოშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას -“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს. ​თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა ადასტურებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთხმად უჭერენ მხარს. მისივე თქმით, ათი წლისთავი სრულდება 2008 წლის ომიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს მუდმივად ჰქონდეთ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ეს საკითხი არ ჩაიკარგოს სხვა პრობლემებს შორის, არ გაქრეს დღის წესრიგიდან. „ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული…

მეტი...