დიდგორობის უქმედ გამოცხადებას ამჯერად „პარტიოტები“ ითხოვენ

დიდგორობის თარიღის უქმე დღედ გამოცხადების ხმაურიან თემას ამჯერად, პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსი“ უბრუნდება და პარლამენტს მიმართავს, საკითხი განიხილოს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბერს „ცხელ თვედ“ გამოაცხადებენ. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას, პარლამენტში ხმაური და უთანხმოება ერთხელ უკვე მოჰყვა, როცა აღნიშნული სკითხი თავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ დააყენა. საკითხი დღემდე ვერ გადაწყდა. უთანხმოების მიზეზი კი თურქეთის საელჩოა. „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით ინიციატივა ამჯერად, დეპუტატ ემზარ კვიციანს ეკუთვნის. როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ კვიციანმა განუცხადა, ამჯერად საკითხი ვერ დაიბლოკება. „ჩვენს გმირებს პატივი უნდა მივაგოთ და დიდგორობა სათანადოდ აღვნიშნოთ. ეს ის საკითხია, რომელიც თურქეთმა არ უნდა დაბლოკოს.…

მეტი...