თანამდებობის მიუხედავად თითოეული მონაწილის დასჯა აუცილებელია – ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე,  მარნეულში  მომხდარ  ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და თანამდებობისა, თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს და ამას ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა. როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განაცხადა,  მარნეულის ინციდენტში, ადგილობრივი თანამდებობის პირების გარდა, სავარაუდოდ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. “უდანაშაულობის პრეზუმციას ჩვენ ბუნებრივია ვიცავთ,”, – განაცხადა კობახიძემ და დეპუტატებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შესული წერილი გააცნო: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის…

მეტი...

პარლამენტის დეპუტატ აზერ სულეიმანოვს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

​მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ, ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ. მანამდე, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. როგორც “მთავარს” პროკურატურაში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ – რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. ​მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს,…

მეტი...

ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოში პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება  გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საშუალებას არ მისცემს, მშობლების ტრაგედია და ემოციური ფონი თავიანთი პილიტიკური მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს. „მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი მყისიერად ჩაერთო იმ პროცესებში, რაც გამოიწვია სასამართლოს განაჩენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული ტიპის შესაძლო კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლოს განაჩენის დადგომამდე პარლამენტის, როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო შტოს აქტიურობა, იმ დროს როცა სასამართლო, როგორც ხელისუფლების მესამე შტო, აწარმოებდა საქმის განხილვას, შესაძლებელი იყო აღქმულიყო…

მეტი...