“დავინახე თითების მონაკვეთი და დანის პირი” – მოწმე ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 7 თვის წინ მომხდარი მკვლელობის თვითმხილველის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოისმინეს, სადაც ის დეტალურად ყვება ლევან დადუნაშვილის დაჭრის შესახებ. ​როგორც დიანა ბოლოთაშვილი აცხადებს, მან დაინახა დანა, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, N51 -ე სკოლის მოსწავლე, ლევან დადუნაშვილს. დაინახა ასევე, დანის დარტყმის შემდგომი ეპიზოდი და, როგორ მოისინჯა ჭრილობა თავად ლევანმა, როცა მიხვდა, რომ რაღაც დაემართა. “დავინახე თითების მონაკვეთი და დანის პირი. როგორ გამოაძრო დანა ლევან დადუნაშვილს, ვერცხლისფერი აპრიალდა. ჩემი მზერა გაშტერდა ამ დანაზე და ზემოთ არ ამიხედავს. მახსოვს, რომ ვუყურებდი ლევანს რა დაემართა. ლევანმა თავი დახარა, აიწია მაისური და…

მეტი...

„არანაირი ბრელოკი, დანით დამჭრა“ – მომღერალმა „პიკასომ“ ჩვენება მისცა 

​დაჭრილი მომღერალი ირაკლი ნოზაძე, მისი „ბრელოკით“ დაჭრას გამორიცხავს და ამბობს, რომ თამთა ჯანჯღავამ მას ჭრილობა დანით მიაყენა. კამათის მიზეზი კი, თანხა გახდა, რომელიც მან ბრალდებულს ვერ დაუბრუნა. „პირადი პრობლემის მოსაგვარებლად თანხა დამჭირდა და მან მასესხა. სახლში მომაკითხა. ძალიან აგრესიული იყო და მე არ ჩავედი, ჩემი მეგობარი ჩავიდა მასთან დასალაპარაკებლად, მაგრა, არაფერი გამოუვიდა. ცუდ სიტყვებს იძახდა ჩემზე და მერე მეც ჩავედი მასთან სალაპარაკოდ. ჩემს მანქანას ფეხებს ურტყამდა და შუშის ჩამსხვრევას ცდილობდა. მანქანის კარი გავაღე და კარი მივარტყი, როცა გადმოვედი, ვნახე, რომ დანა ეჭირა. მოგერიების მიზნით, ხელი მოვუქნიე. თვითონაც მომიქნია და არტერიაში…

მეტი...

საპარლამენტო კომისიის წევრებმა, ხორავას ქუჩის საქმეზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს

თბილისში, 7 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის მუშაობის მიმდინარეობასა და მის მიერ ინიცირებული ორი რეკომენდაციის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შევხვდებიან არასრულწლოვნებს და  სხვა მოწმეებსაც დაკითხავენ, სხვა მიმართულებითაც ექნებათ კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული დასკვნები. კომისიის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე. „დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რეგლამენტის მიხედვით, ამ ეტაპზე რამდენად აქვს კომისიას…

მეტი...

საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პირველად დასკვნას შაბათს გააკეთებს

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად მოკლული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით, ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენა დაასრულა. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით, დეპუტატების კითხვებს თბილისის პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა, კახაბერ სირაძემ  უპასუხეს. სხდომის დასაწყისში, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შევიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა მის საპროკურორო საქმიანობას და კავშირში იყო მის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების შინაარსთან.…

მეტი...

„ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სამართლიანობის იმედი მაქვს“ – ზაზა სარალიძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები დროებით შეწყვეტილია. როგორც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა, ის დროებით საპროტესტო მუხტს წყვეტს და საგამოძიებო პროცესებში ერთვება. „მაქსიმალურად ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ. კომისიასთან გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრეთ. კომისიამაც დაიწყო საქმის მასალების გაცნობა. დეტალებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თვითონაც საუბრობენ. იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ“, – განაცხადა სარალიძემ. მან დროებით საპარლამენტო კომისიაში  დასაბარებელ პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვინაობაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს: „სიაზე მუშაობა  მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათზე ვერ ვისაუბრეთ. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვითანამშრომლებთ“. ზაზა სარალიძის…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა, გამოძიება წამების მუხლით მიმდინარეობს

ცხილვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედრო პირის, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება წამების მუხლით მიმდინარეობს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას გაეცნო არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და აცხადებს, რომ მან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. ​გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ დაზიანებები, რომელზეც ოჯახს კითხვები ჰქონდა, სიცოცხლის დროინდელი არ არის.  “მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. როგორც მითხრეს გადაკვალიფიცირდა საქმე წამების მუხლით. შსს თავიდან როგორც დამპირდა რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში, რაც…

მეტი...

“გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, ძველი დრო დამთავრდა” – თეა წულუკიანი 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, 5 თვის წინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მიმართავს და მხარდაჭერას ჰპირდება, თუმცა, ამავე დროს მოუწოდებს გამოძიებას ენდოს. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მოსამართლე არის დამოუკიდებელი, გამოძიება კი ვერ გამოიგონებს არგუმენტებს და მხოლოდ იმ არგუმენტების გამოიყენება შეუძლია, რასაც მას მოწმეები მოუტანენ. ​​მისივე თქმით, მსგავს საქმეებს ქუჩის აქციებით არ იძიებენ. „პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება,…

მეტი...