ქალაქის მერი, რომელმაც ადგილობრივს სახეზე შარდი წაასმევინა, დაკავებულია

მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი დააკავებულია. მას ბრალად ედება ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობა, დამცირება და არაადამიანური ქმედება. აღნიშნული ძალადობის მიზეზი კი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც,  როგორც ირკვევა, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა. პროკურატურაში აბაზოვის დაკავებას ადასტურებენ.  მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, „2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე,…

მეტი...