შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2017 წელს ყველაზე ხარჯიანი სახელმწიფო დაწესებულება იყო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მომხსენებელმა დეპუტატებს წინა წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლების, ასევე საგარეო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და უცხოური კაპიტალიდან ბიუჯეტში შესულ თანხებზე ინფორმაციასთან ერთად, ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მონაცემებიც წარმოადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 3.5 მლრდ ლარიანი დაფინანსებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე…

მეტი...