“გელოდებით ყველას ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო და ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.  სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა ბათუმიდან გაავრცელა.„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ქართული რივიერის უმაღლეს ადგილას. ჩემს უკან არის ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმი და მისი სანაპირო. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, სადაც კულტურა ხვდება სილამაზეს. ჩვენ აქვს გვაქვს არქეოლოგიური ადგილები. გელოდებით ყველას ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში“,- ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში” აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის…

მეტი...

ბათუმის ტურისტულ ზონებში ზოგადი ხედვის კამერები ამოქმედდა

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში 125 ზოგადი ხედვის კამერა 114 ადგილზე უკვე ამოქმედდა. უახლოეს მომავალში კი კიდევ 80 კამერის ამოქმედება იგეგმება. კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე. ზოგ ქუჩასა და გზატკეცილზე 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა მოქმედებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაოები ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და სასერვერო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს…

მეტი...