თბილისის ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების ქსელი დამონტაჟდება

  თბილისის N 43 საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინვენტარის დასამონტაჟებლად, ელექტროქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინვენტარი, რომელსაც საჯარო ბაღებში დაამონტაჟებენ, კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი დაცულია, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, N 43 საბავშვო ბაღი სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის სრულად აღიჭურვება. მათივე ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დამატებით 71 ბაგა-ბაღში გრძელდება. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში…

მეტი...