თბილისში, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში 25 მაისს, 12:00 საათზე, შშმ პირების მიერ გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ნახატებს, თექაზე, ბისერით, თიხაზე თუ ხეზე შექმნილ ნამუშევრებს, საერთო სახელწოდება – “გაზაფხულის ფერები” გააერთიანებს. მოეწყობა ახალგაზრდა პოეტის, ია ნანეიშვილის ლექსების კრებულის – „ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ პრეზენტაცია. მის ლექსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წაიკითხავენ და საკუთარ ნამუშევრებსაც თავად წარადგენენ. ღონისძიებას 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step byStep“, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა…
მეტი...