კომერციული ბანკები ავტოპარკს ელექტომობილებით ჩაანაცვალებენ

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მხარდასაჭერად, კომერციული ბანკების ხელმძღვანელები გეგმავენ, საკუთარი ავტოპარკი ​ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით სრულად ჩაანაცვლონ, ამ მიმართულებით თანამშრომლებიც წაახალისონ. აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ  ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და თანამშრომლობა შესთავაზა. კახა კალაძემ დადებითად შეაფასა კომერციული ბანკების ინიციატივა და განაცხადა, რომ მერიის მხრიდან იმოქმედებს გარკვეული შეღავათები, კერძოდ, დედაქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილებისთვის პარკინგი უფასო იქნება. ასევე, დამონტაჟდება ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები. დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ კომერციული ბანკების ჩართულობა და ეკოლოგიური პრობლემების…

მეტი...

თბილისში, მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

​ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თბილისში, მეტეხის ხიდზე, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ​როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეცვლილი მიმართულებით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

მეტი...

თბილისში, 90 ერთეულ ელექტრო და 150 ერთეულ გაზზე მომუშავე ავტობუსს შემოიყვანენ 

220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესასყიდად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მალე დასრულდება. 2019 წლიდან თბილისში, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის და 90 ერთეული ელექტროავტობუსის შემოყვანა იგეგმება. მომდევნო წლების განმავლობაში კი, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქისთვის  პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია – „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომობილი ქალაქში“. “​ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა,…

მეტი...

ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა

თბილისის ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო არეალში 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. კალაძის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. “რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს,როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. ეს არის ჩვენი ქალაქის სილამაზე,…

მეტი...

თბილისში ტაქსის პარკირებისთვის 270 ადგილი მოინიშნა  

თბილისში, ტაქსების პარკირების ადგილებისთვის საგზაო მონიშვნები, რამდენიმე მისამართზე უკვე განთავსდა. ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 სადგომზე გათვლილი 86 ადგილია შერჩეული, დაახლოებით 270 ადგილი უკვე დახაზულია. პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით. ​ტაქსის პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილას სხვა ავტომობილის გაჩერება იკრძალება და არასწორი პარკირებისთვის პირი 10 ლარით დაჯარიმდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომობილის გაჩერება რთულია. პრიორიტეტულად განისაზღვრა ადგილები: ტაქსების დგომის წერტილებში; ​საავადმყოფოებთან; ​მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერების სიახლოვეს; სავაჭრო ცენტრებთან და სასტუმროებთან. ​ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების…

მეტი...

მომავალი წლიდან თბილისში, მხოლოდ ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ 

თბილისის მერია, 2020 წლიდან, ახალი სტანდარტის, 18-მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს  შემოიყვანს. ასევე, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, გეგმავს, შემოსაყვანი 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, 2020 წლიდან, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაზარდოს. “2019 წლის შემდეგ,თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება, რაც დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კახა კალაძე.  

მეტი...

ლილო და აეროპორტი თბილისის ცენტრალურ ნაწილს მეტროთი დაუკავშირდება

თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2019 წლიდან, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტს იწყებს. მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს და თბილისის საერთაშორისო  აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებს და აღნიშნულ მარშრუტზე დაახლოებით 8 ახალი მეტროსადგური  აშენდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე დღეს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიწისზედა მეტროს პროექტის განსახორციელებლად 90 მილიონი აშშ. დოლარი დაიხარჯება. აქედან, დაახლოებით 30 მილიონ აშშ. დოლარი, მეტროს მოძრავი შემადგენლობის, ვაგონების ღირებულებაა, ხოლო დანარჩენი – ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი. ​პირველ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ექვსი სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. თავდაპირველად, მოცდის შუალედი ათი წუთი…

მეტი...

რუსთავი თბილისს მეტროთი დაუკავშირდება  

თბილისში ახალი მეტროსადგურები აშენდება. მეტროპოლიტენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ქალაქ რუსთავშიც შეიქმნება და შესაძლოა რუსთავი დედაქალაქს მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდეს. ​როგორც პ​რემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის – „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე განაცხადა, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შესაძლებელია თბილისში, კერძოდ, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურების აშენება, ხოლო პერსპექტივაში, ამ ხაზის მეშვეობით შესაძლებელი იქნება  რუსთავის თბილისთან მეტროთი დაკავშირება. “გამოვიყენებთ შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქ რუსთავიც შესაბამისი ინფრასტურქტურით ჩავაბათ თბილისის მეტროს. ამას…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა – დავით მესხიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის შეფასებით, ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა და ფურცელზე დარჩა ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება და არაერთი დირექტივა, რომელიც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს შესასრულებელი. მისივე თქმით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროექტს შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა. დავით მესხიშვილი, ამ საკითხთან დაკავშირებით სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ მენეჯმენტის არარსებობის, არაკომპეტენტურობისა და სავარაუდო კორუფციის გამო პროექტი ჩავარდნილია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება. “ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა. ეკონომიკის სამინისტრო არის პასუხისმგებელი იმ კორუფციულ ფაქტებზე რაც ინსპექტირების ცენტრებში დაფიქსირდა. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის, მთავარი…

მეტი...

ტექდათვალიერების საბუთის გაყალბებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრის წარმომადგენელი დააკავა, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური გამართულობის დოკუმენტს ისე გასცემდნენ, რომ მას არც კი ამოწმებდნენ. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები თბილისსა და რეგიონებში გამოვლინდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,…

მეტი...

თბილისს “მწვანე პოლიტიკის” შესაბამისი, ბრენდირებული ავტობუსები ეყოლება

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში უახლოეს მომავალში 90 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. თუმცა სულ, 8,10 და 12 მეტრის სიგრძის 500-დან 550-მდე ავტობუსის შეძენა იგეგმება, რომლებიც იქნება ევრო-6 დიზელზე მომუშავე და ელექტროავტობუსები. “ავტობუსის ფერთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ფერი ერთად შევარჩიოთ. ვფიქრობთ, რადგან “მწვანე პოლიტიკა” არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოფილიყო ბრენდირებული და მწვანე ფერში გაწყობილი”, – მიმართავს კახი კალაძე მოსახლეობას ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან ვიდეო ჩართვაში. თბილისის მერმა პოლონეთში, Man-ის ქარხანაში სხვა ქვეყნებისთვის გამზადებული საზოგადოებრივი ავტობუსები დაათვალიერა. კალძის თქმით, Man -ის ლურჯი ავტობუსები, რომლებიც თბილისმა შეიძინა არის ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდი…

მეტი...

MAN-ის მარკის ავტობუსების მგზავრები უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, თბილისისთვის მუნიციპალურ ავტობუსებში, უფასო, უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება და ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ინტერნეტმომსახურებით მხოლოდ, გერმანული კომპანია MAN -ის ავტობუსების მგზავრები ისარგებლებენ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ გულისხმობს. ტრანსპორტის განვითარების ნაწილია მისი დამატებითი სერვისებით აღჭურვა. ” მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

მეტი...

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შუქნიშნებს ქვეითთა სექციები დაემატება

თბილისის საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ზოგ ადგილას შუქნიშნებს ქვეითთა სექციები დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებზე, სადაც აქამდე ნებადართული არ იყო ქვეითების  გადასვლა, ახლა მათ ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას შუქნიშანი დაარეგულირებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, სამუშაობის ფარგლებში  სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩის N7-თან – თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩის N 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაირთვება.…

მეტი...

“შავი წერტილების” პრობლემა მძღოლების დაჯარიმებით ვერ მოგვარდება – მევლუდ მელაძე

​საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ “შავი წერტილების” პრობლემა მძღოლების დაჯარიმებით ვერ მოგვარდება. საჭიროა ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი, რაშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხშირად არ არის კომპეტენტურნი. მხოლოდ სქემის შედგენა, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დამნაშავის გამოვლენა და დაჯარიმება, რასაც დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების აკეთებენ, საკმარისი არ არის. საჭიროა არსებობდეს ცალკე სამსახური, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებს კომპლექსურად შეისწავლის. მისივე თქმით, დღემდე არ არსებობს სტატისტიკა, თუ ავტოსაგზაო შემთხვევების რა რაოდენობა ხდება ავტომობილის გაუმართაობის გამო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა, თუმცა ჯერ კიდევ არ გაქვს სტატისტიკა იმასთან…

მეტი...

აგვისტოს ომს 400 ადამიანი შეეწირა, ავარიებში კი 500-600 ადამიანი გვეღუპება – შალვა ოგბაიძე 

თბილისის საკრებულოს წევრის, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძის განცხადებით, შემაშფოთებელია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა, რისი მიზეზიც ხშირად არის მძღოლის დაუდევრობა, საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფა და უფრო ნაკლებად ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა. “2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომმა დაახლოებით 400-მდე ადამიანი – 200 მშვიდობიანი მოსახლე და 170 სამხედრომოსამსახურე შეიწირა, ყოველწიურად კი 500-600 ადამიანი იღუპება საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. გნებავთ ამას “შავი ჭირი” დავარქვათ, გნებავთ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ განგაშის ზარები რომ არის შემოსაკრავი, ეს ფაქტია. სამწუხაროდ გახშირდა ფაქტები, როდესაც ბავშვი უკან სავარძელზე ღვედის გარეშე ზის, ან წინა სავარძელზე, საქარე მინასთან უფროსის კალთაში. ასევე, ხშირად…

მეტი...

რა მარშრუტით უნდა გადაადგილდეთ მცხეთაში 14 ოქტომბერს

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხვალ, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთის შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან. ​მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით. დღესასწაულის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება.

მეტი...

 წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ხვალიდან ავტობუსი იმოძრავებს

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი – N81 მარშრუტი, ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან, კერძოდ, მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში – 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა, მაგრამ მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში, ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.

მეტი...

ტაქსის ფერზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის უსაფრთხოების განცდაა – ეკა ლალიაშვილი  

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ კერძო ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმის პირველ და მეორე ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა ავტომობილის ფერზე, არამედ მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებაზე. როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, თბილისის მერიამ რეფორმის განხორციელებისას უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ კერძო ტაქსების მძღოლებს ისე არ გაურთულოს პირობები, რომ ისინი ვერ დააკმაყოფილონ და იძულებულნი გახდნენ ბაზარი დატოვონ. “ფერი არის ვიზუალის ნაწილი და ძალიან სასიხარულოა, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მძღოლები მიიღებენ ვაუჩერს და უფასოდ გადაღებავენ თავიანთ ავტომობილს. კარგია, რომ მერია მიდის იმ დათმობებზე. გადაღებვა კარგი შეღავათია და…

მეტი...

მძღოლი არ უნდა იყოს საშიში საზოგადოებისთვის – ეკა ლალიაშვილი ტაქსების რეფორმაზე

​არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, თბილისის მერიას ურჩევს მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის მესამე ეტაპზე  მძღოლებისთვის გარკვეული მოთხოვნების წაყენება გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ ნასამართლეობის თვალსაზრისით. ასევე, უნდა არსებობდეს “ცხელი ხაზი”, სადაც მგზავრი დარეკავს და მძღოლის მიერ გარკვეული წესების დარღვევის შესახებ ხმას მიაწვდის მარეგულირებელს. როგორც ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ეს რეფორმის აუცილებელი ნაწილია, რადგან მძღოლი არ იყოს საშიში საზოგადოებისთვის და მგზავრმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. “ცხელი ხაზის” არსებობა კი საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც ემსახურება გზებზე უსაფრთხოების ამაღლებას. მისივე თქმით, ეს რეფორმა დღეს, ჰაერივით სჭირდება ქალაქს, იმიტომ, რომ სატრანსპორტო…

მეტი...

ქუთაისის აეროპორტისკენ მგზავრებს 78-ადგილიანი, გერმანული ავტობუსი მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს დღეიდან, საშუალება აქვთ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან, GEORGIAN BUS-სთან ერთად, მეორე სატრანსპორტო კომპანია OMNIBUS EXPRESS-ის საშუალებითაც ისარგებლონ. OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი დღეს დილით, 9:00 საათზე შეასრულა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები ახალი, 78 ადგილიანი, კომფორტული, გერმანული SETRA-ს ფირმის ორსართულიანი ავტობუსით შესრულდება. ავტობუსები აღჭურვილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებული, კომფორტული და რბილი სავარძლებით, უფასო WIFI გადამცემით და მინიმაცივრით. ბორტზე შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელებისა და წასახემსი პროდუქტების შეძენა. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის მიმართულებით ავტობუსი…

მეტი...

20 000 ავტომობილი უკვე დახარვეზდა – ტექინსპექტირების მეორე ეტაპი დღეს იწყება

პირველი ოქტომბრიდან, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარებიან, რომლის ძრავის მოცულობა  3000 კუბურ?სანტიმეტრს ან მეტს შეადგენს, კერძოდ, თუ ამ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარ,იღია  2013 წლის 30  სექტემბერი, მან ინსპექტირება  2018 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაიაროს. ტექნიკურ ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში კი ის ჯარიმას დაექვემდებარება. თუ  ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის და დახარვეზდება, მას პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა აქვს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისთვის საჭიროა:  სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რეგისტრაციის მოწმობა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავად არჩევს,  სად, რომელ ცენტრში გაივლის ინსპექტირებს. რაც შეეხება ტექდათვალიერება გავლილ ავტოვანქატების სტატისტიკას, როგორც საქართველოს…

მეტი...

თბილისში ტაქსის მომსახურებაზე უკვე 9500-ზე მეტი ნებართვა გასცეს

თბილისის მერია, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის მუშაობის შეფერხებას უკავშირდება განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა, წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვის თითქმის იდენტურია და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა. როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც. რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, პროცესი პირველი აგვისტოდან დაიწყო.…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბართან”, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ორი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო არეალში ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და გზის სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე გაგრძელდება, რაც აღარ შეაფერხებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე…

მეტი...

ტექინსპექტირების გავლამდე მძღოლები გარკვეულ მანიპულაციას მიმართავენ

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორის, ვაჟა იორდანიშვილის აზრით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ტექდათვალიერების დისკრედიტაცია საჭიროა გამკაცრდეს, როგორც ბენზინის და დიზელისძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დასაშვები პარამეტრები და დღეს არსებული დასაშვები კოეფიციენტი – 3 მოლი, შემცირდეს 2,5 -მოლზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ინსპექტირება არის ერთჯერადი პროცედურა და ავტოსატრანსპორტო საშუალება მას წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში წელიწადში 2-ჯერ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილს გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ მაინც ბოლავს. ასეთებია ძირითადად დიზელზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ტექნიკური ინსპექტირების გავლამდე მძღოლებს საკუთარი ავტომობილები მწყობრში მოჰყავთ, ასხამენ…

მეტი...

ყოველი მეოთხე ავტომობილი ვერ გადის ტექნიკურ ინსპექტირებას

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორი ვაჟა იორდანაშვილი  აცხადებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტებს. ძირითადი ხარვეზი ვლინდება სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობისა და გამონაბოლქვის თვალსაზრისით. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა იორდანიშვილმა დღეს განაცხადა, პირველი იანვრიდან დღემდე დატესტილია 80 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ინსპექტირება გაიარა 60 000-მა ერთეულმა ხოლო 20 000, ანუ 26% დახარვეზდა. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მოქმედებს 40 ინსპექტირების ცენტრი, რომლებსაც გააჩნიათ 89 ინსპექტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს 900 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთი ცვლის განმავლობაში. “თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების ტექდათვალიერების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ  

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში“ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ეკონომიკის სამინისტროს ამ სფეროში მონოპოლიური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. ასოციაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ზომები დროულად მიიღოს.​ ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ინსპექტირების ბიზნესში მონოპოლია მოიპოვა ისეთმა კომპანიამ, რომელსაც არა მხოლოდ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება, შესაბამისი ბაზა, აღჭურვილობა და პერსონალიც კი არ გააჩნია. კერძოდ, საუბარია სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ შვილობილ კომპანია „პრემიუმ რეზიდენსზე“, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოპერირებს სახელით “გრინვეი საქართველო“. მისივე თქმით, ამ კომპანიის ბაზარზე შემოყვანის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა მრავალი კითხვა გააჩინა.…

მეტი...

თბილისში „ღამის ავტობუსები“ იმოძრავებენ

„ღამის ეკონომიკის“ პარალელურად, თბილისში „ღამის ავტობუსები“ გამოჩნდება. ავტობუსები 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებენ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ღამის ეკონომიკის“ განსავითარებლად საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ადგილებში  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობდეს. “ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარულია ხალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპილოტე მარშრუტზე კომპანია Man – ის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ.…

მეტი...

თბილისში მალე ერთიანი ვიზუალის ტაქსები იმოძრავებს 

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე მუშაობს, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ახალი სტანდარტი, ასევე, ითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც იდეის თანახმად, მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. “ტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს ეცოდინებათ, თუ როგორი იქნება 2019…

მეტი...

N6, N47, N58 და N87 ავტობუსები კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ

თბილისის საბურთალოს რაიონში მიმდინარე მასშტაბური საგზაო სამუშაოების გამო,  მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. N6, N47, N58 და N87 მარშრუტებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები,  26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ,  კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ მოძრაობას და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ. დედაქალაქის მერია შეფერხებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

მეტი...

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებს მალე ქალი მძღოლები ეყოლება  

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებას ავტოსკოლა დაფარავს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით, სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა განაცხადი 2018 წლის 21 სექტემბერამდე უნდა წარადგინონ. დამატებითი ინფორმაცია ვებგვერდზე: www.ttc.com.ge

მეტი...

სატრანსპორტო საშუალებაში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის დამონტაჟება სავალდებულო გახდება  

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომლის თანახმად საერთაშორისო ტრანსპორტირებაში მონაწილე ყველა სატრანსპორტო საშუალებაში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დამონტაჟება  სავალდებულო გახდება. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზებზე მოძრაობა იყოს უსაფრთხო, გამართული და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მისივე ინფორმაციით, დგინდება სანქციები „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე და ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობაზე. ასევე, საკანონმდებლო პაკეტით, იკრძალება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა და მათი თანმდევი…

მეტი...

თბილისში რეგისტრაცია ჯერ მხოლოდ 500-მდე ტაქსმა გაიარა – ექსპერტის შეფასება   

ახალი რეგულაციების თანახმად, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ტაქსის მომსახურების გაწევა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. კანონდარღვევა კი 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.  თბილისის მერი კახა კალაძე, რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იუსტიციის სახლის გარდა, ლიცენზიის მიღება შესაძლებელია თბილისის ათივე გამგეობაში.  ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ.  ​ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რამდენი ტაქსიც მოძრაობს დედაქალაქში, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც…

მეტი...

ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს, ევროპული ტიპის ასფალტი დავაგოთ – თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მცხოვრებლებს ვარაზისხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზაზე არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლას სთავაზობს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვას იწყებს. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და ამ ადგილას შესაძლებელია როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. მისივე თქმით, ქვაფენილი ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის. “მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, რომ ძალიან ხმაური და მტვერია, რაც პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას. ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი…

მეტი...

კახეთის გზატკეცილის საავტომობილო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდება 

თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის – კახეთის გზატკეცილის ძირითადი საავტომობილო სავალი ზოლის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება. მოწესრიგდება გზაგამყოფი ზოლი, განათების ბოძები ახალი,  თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების სისტემით შეიცვლება. ​ამ დროისთვის დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია 9კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას. ამ ეტაპზე სათადარიგო ზოლის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დღეს, ადგილზე გაეცნო. როგორც თბილისის მერი აცხადებს, საგზაო სამუშაოები სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,…

მეტი...

თბილისის ყვითელი ავტობუსები კვლავ Man -ის ავტობუსებით ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკი 2019 წლის ბოლოსთვის სრულად განახლდება და ძველი, ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება. თბილისის მერიამ დაიწყო 220 ერთეულ 8 მეტრის სიგრძის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. წლის ბოლოს ქალაქს 90 ერთეული MAN -ის ტიპის ახალი ავტობუსი შეემატება. მისივე ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ეცოდინებათ არის თუ არა დედაქალაქის მარშრუტებზე ავტობუსების  დამატების საჭიროება. “როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული. საჭირო იქნება თუ…

მეტი...

ღვინის აღმართზე მოძრაობა 1 კვირით შეიზღუდა

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, მეტოსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ღვინის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდა. დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო და კიდევ ორი თვის განმავლობაში  გაგრძელდება. როგორც „მთავარს“ თბილისის ნერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები,განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

მეტი...