ფოთში მოსული უხვი ნალექი საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენად შეფასდა

  •  

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, 2 აგვისტოს 00:45-დან 06:30სთ-მდე ფოთში ძლიერი წვიმა, ქარი და ელ-ჭექი დაფიქსირდა. ნალექსი რაოდენობა 72მმ -ი იყო, რაც დაშვებულ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. ​როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ძალიან ძლიერი წვიმა და თქეში, რომლის დროსაც ნალექის რაოდენობა 30 მმ-ს აჭარბებს, საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენად ითვლება. ელექტრო ენერგიის გადამცემ სადგურზე შექმნილი ავარიული ვითარების გამო, ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც სატუმბი სადგურების მუშაობა შეაფერხა. დაიტბორა ქუჩები, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შეაღწია. დაზარალდა მოსახლეობა. ქალაქის მერი გოჩა კურდღელია სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. იგი პირადად ესაუბრა…

მეტი...

სტიქიის ზონაში წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  •  

 ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა, ისინი რუსთავის სასტუმროში განათავსეს. სტიქიის ზონაში, მძიმე ტექნიკის გამოყენებით,  მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოები, გაიწმინდა მთავარი არხი, რის შედეგედაც წყლის დონემ დაიკლო. უახლოეს დღეებში დაითვლიან ზარალს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რუსთავის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დატბორილი სახლებიდან მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ნავებით ახორციელებდნენ. ადგილზე 60-მდე მაშველი მუშაობდა, 10-ზე მეტი დატბორილი სახლიდან მათ 15 ადამიანი გამოიყვანეს. ვითარებას ადგილზე გაეცნო ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მუნიციპალიტეტის მერ რამაზ ბუდაღაშვილთან და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად. მერის განცხადებით, სამაშველო ეკიპაჟების დახმარებით მოხერხდა…

მეტი...

მდინარე ნენსკრაძე პანელური ხიდი მოეწყო – მდინარის კალაპოტის შეცვლის სამუშაოები დაიგეგმა 

  •  

 მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ ადიდებულ მდინარე ნენსკრაზე პანელური ხიდის კონსტრუქცია მოეწყო. ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე მხარეს გადავიდა, შესაბამისად, მდინარის მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუმარტეს, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ადგილი, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ​ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა,  რის გამოც, ვერ ხერხდებოდა მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდებოდა ტექნიკის მიყვანა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე…

მეტი...

ხე-ტყის ჩეხვა სტიქიის მაპროვოცირებელი ვერ იქნებოდა – გეომორფოლოგი სვანეთის მოვლენებზე

  •  

 ​გეომორფოლოგი ხათუნა ქვლივიძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ხე-ტყის უკონტროლო ჩეხვა გამხდარიყო მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის მიზეზი და აცხადებს, რომ მდინარეების ნენსკრასა და ჰოკრილას ხეობებში იმდენად ძლიერია დახრილობა, რომ ძნელი წარმოსადგენია, იქ ტყის ინტენსიური გაჩეხვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდეს, მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ ჭრას კი ამ მასშტაბის სტიქია არ უნდა გამოეწვია. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” ხათუნა ქვლივიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონი არ ხასიათდება მეწყრული კლასიფიცირებით, იქ არის მდგრადი ფერდობები, თუმცა როცა მდინარე ძალიან მტკიცედ და ინტენსიურად ამუშავებს რელიეფს, ვითარდება გვერდითი ეროზია, ქანების დანგრევა და მოშლა. “საქართველოში ხე-ტყის უსისტემო ჩეხვა ზოგადად სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ამ…

მეტი...

სვანეთის კატასტროფა ბუნებრივმა და ადამიანურმა ფაქტორებმა გამოიწვია – მერაბ ალავერდაშვილი​

  •  

 თსუ-ს სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი  მერაბ ალავერდაშვილი, სვანეთში სტიქიის გართულების საფრთხეს ხედავს თუ გახშირდა წვიმები. იგი კატასტროფის ორ მიზეზს ასახელებს – ბუნებრივი ფაქტორები და ანთროპოგენური ზეგავლენა. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” მერაბ ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​წვიმებს თან დაერთო ყინულის დნობა. ნენსკრა არის მყინვარული მდინარე. ზაფხულში მთის მდინარეებს ახასიათებს ჭარბწყლიანობა, ძირითადად ივლის-აგვისტოში. ​ მდინარე ნენსკრა გამოიყენება ასევე ხე-ტყის დასაცურებლად, ამიტომ ძალიან ბევრი ჩახერგვებია მდინარეში, ამას ემატება გეოლოგიური პროცესი. 2-3 დღეს წყლიანობა არ იკლებს. “უნდა დაველოდოთ მდინარე რას გვიკარნახებს. ახლა აგრილდა და ყინულის დნობა ნაკლებია, მაგრამ დიდია ნალექის წილი. როცა იქ ვიყავი,…

მეტი...

სვანეთის სტიქია ადამიანის საქმიანობას ნაკლებად უკავშირდება – გეოლოგი

  •  

 ​გეოლოგი გიორგი ბოიჩენკო მიიჩნევს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში დაწყებული სტიქიური მოვლენები ნაკლებად უკავშირდება ადამიანის საქმიანობას, ადვილი შესაძლებელია წყალმოვარდნა მყინვარის დნობას უკავშირდებოდეს. თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია ჰესის მშენებლობისას ყურადღება მიექცეს მსგავს ღვარცოფულ მოვლენებს​. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ბოიჩენკომ განუცხადა, ამ რეგიონში არის საკმაოდ მყარი ქანები და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობაც ნაკლებია. თუმცა ადგილზე ვითარების შესწავლის გარეშე ძნელია დასაბუთებით რამის თქმა. ” ყველას აინტერესებს სტიქიის მიზეზი ხომ არ არის ადამიანის საქმიანობა? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება ჩავატაროთ კვლევა-ძიება. ამ ეტაპზე ძალიან რთული იქნება დასაბუთებით რაიმეზე საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მდინარეები მოედინება მყინვარის ყელიდან, ჩნდება სეზონური…

მეტი...

მდინარე ნენსკრამ კიდევ ერთი სახლი წაიღო – სტიქია სვანეთში (ვიდეო)

  •  

 საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში, კერძოდ, მესიის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ კიდევ ერთი სახლი წაიღო. წყლის ძლიერმა ნაკადმა ადგილობრივი  ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაანგრია. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. იგივე ბედი ემუქრება ცინდელიანების მეზობლებს. ჭუბერში ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. ჭუბერიდან იმ ოჯახები ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ზონაში ცხოვრობენ ან უსახლკაროდ დარჩნენ.არსებული ინფორმაციით,…

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

  •  

 თბილისის მერია მზადაა, ძლიერი წვიმისა და ნალექისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. აღნიშნული დავალება კახა კალაძემ მუნიცილალიტეტების გამგებლებს მისცა და უხვნალექიანობის დროს ოპერატული მოქმედებებისთვის მადლობაც გადაუხადა. „მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი გამოსული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა პრობლემები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად აღმოფხვრილიყო. მინდა, დაგავალოთ გამგებლებს, რომ თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არის ისეთი ოჯახები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემა, დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანებს, რათა ყველაფერი გააკეთოთ და დროულად მოაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ შეგახსენებთ, რომ 11 ივნისის ღამით მოსულმა…

მეტი...

თბილისი 13 ივნისს სამწლიანი შუალედით – გივი ტუხაშვილის ფოტოკოლაჟი

  •  

 2015 წლის 13 ივნისს, თბილისს სტიქია დაატყდა თავს. ადიდებულმა მდინარე ვერემ დაანგრია ქალაქის ინფრასტრუქტურა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.   ეს ის მთაა – ახალდაბაში, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად მოწყდა და მეწყრად წამოვიდა თბილისისკენ.  

მეტი...

სტიქია კახეთში – სახლები დაიტბორა, ინფრასტრუქტურა დაზიანდა

  •  

 სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  კახეთი სეტყვას გადაარჩინა, თუმცა,  გურჯაანში სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები და დაზიანდა ინფრასტრუქტირა. უხვი ნალექი კახეთში გვიან ღამით მოვიდა. განსაკუთხრებით მძიმე  ვითარება შეიქმნა  გურჯაანში, ფალიაშვილის ქუჩაზე.  სანიღვრე სისტემა წყალს ვერ მოერია და მოსახლებას პირველ;ი სართულები დაუტბორა.   ადგილზე სამაშველო სამსახური მტელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მდინარე ჭანდრისხევის ადიდებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, როს გამოც საგზაო მოძრაობა შეფერხებულია. რაც შეეხება სეტყვას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეტის  შვიდი რაიონი  მასშტაბურ  ზარალს გადაარჩინა. „დელტას“ ინფორმაციით,  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც შვიდ რაიონში სეტყვა თავიდან  აიცილეს.

მეტი...