საინტერესო ფენომენია ამომრჩეველთა ის 40%, რომლებმაც ვაშაძეს მისცეს ხმა – გუგული მაღრაძე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის აზრით, ხმების 40%, რომელიც არჩევნების მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ძალიან საყურადღებო და საინტერესო ფენომენია. როგორც გუგული მაღრაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანი დაზარალდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობის შედეგად, მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ​მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა, ვიდრე პოლიტიკური პარტია. “მე არ ვიტყვი, რომ ეს 40 % ერთგვაროვანი მასაა. გარედან რომ შევხედოთ, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა ვიდრე პოლიტიკური პარტია, ყავს თავისი ლიდერი, რომელსაც არაცნობიერის დონეზეც ჰყავს თავისი აღფრთოვანებული მხარდამჭერები, მაგრამ…

მეტი...

“ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი განიხილება  

  •  

 მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრები, საპრეზიდენტო არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით პლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციებს ივლისის ბოლო კვირაში გამართავენ. ამავე პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი პარტიის პოზიცია კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით. ​როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მმართველ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატია, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში შეუძლიათ გამარჯვება. მისივე ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე კანდიდატს, მაგრამ  ყველაფერი პარტიის წევრებს შორის კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება. „ტაქტიკურად არასწორი იქნებოდა რომ აქამდე დაგვესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამიტომ არ შედგა კონსულტაციები დღემდე. როგორც კი იმართება კონსულტაციები, მაშინვე იწყება სპეკულაციები და მჟღავნდება გარკვეული ინფორმაციები. ჩვენთვის უმჯობესია, გვიან დასახელდეს ჩვენი კანდიდატი”, –…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ რიგებიდან გარიცხეს

  •  

 შიდა პარტიული დისციპლინისა და საყოველთაოდ აღიარებული მორალურ – ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ, პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას ხელს აწერს “ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი გიორგი ვოლსკი, საერთაშორისო მდივანი თამარ ჩუგოშვილი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი. როგორც მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, ბოლო ხანებში გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა…

მეტი...

„თავისუფალი დემოკრატები“ რევოლუციურ სცენარს ემიჯნებიან

  •  

 „ჩვენ ზაზა სარალიძის გვერდით ვართ, თუმცა, ყოველგვარ რევოლუციურ სცენარს ვემიჯნებით. ამიტომაც არ ვდგავართ დღეს იქ, რუსთაველის გამზირზე.  სრული შემადგენლობით ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ პროტესტს, მაგრამ არა აქციას. ასეთი საკითხები ქუჩაში არ წყდება“ – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია „მთავართან“ საუბრისას. სამუშიას განცხადებით, დღევანდელ აქციებს პოლიტიკოსები ლიდერობენ და სამართლებრივი გზა არავის აინტერესებს. „თუ სამართლებრივ ბრძოლაზე უარს ამბობენ, რა რჩება, რევოლუციის გზა? მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ იმ პოლიტიკოსებისგან ვინც აქციას ორგანიზატორობენ. როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საკითხების გადაწყვეტა რუსთველის გამზიეზე სურთ, ასე არ გამოვა. ეს სამართლებრივ სვლას გამორიცხავს, რაც ჩვენთვის…

მეტი...