ახალ სამთავრობო პროგრამაში იგრძნობა წლობით დაგროვილი გამოცდილება და სწორი მიმართულებები – დიმიტრი ხუნდაძე 

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციატივებს პერსპექტიულად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები დაჩქარებული ტემპით წარიმართება. ​დეპუტატის აზრით, ახალ სამთავრობო პროგრამაში აშკარად იგრძნობა მმართველი გუნდის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და სწორი მიმართულებები, განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომიკური ბლოკის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები – ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოში სოციალური პოლიტიკის რეფორმებზე. „ჩვენ დავამტკიცეთ ახალი მთავრობა არა მხოლოდ განახლებული სახეებით, არამედ, განახლებული და შეიძლება ითქვას, ზოგ სფეროში განსხვავებული პროგრამით. ეს არის ახალი გუნდის მიერ წარმოდგენილი  ახალი ხედვები ძველი გამოცდილების გათვალისწინებით.  სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქვეყნის…

მეტი...

მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი დღეს განიხილავს

  •  

 საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, 14 ივლისს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს. „გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი, ასევე, მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის საკითხს შეეხო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური…

მეტი...

“მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი” – კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს  

  •  

 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ თანამდებობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილია წარდგენილი. პრემიერის შეფასებით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, ხოლო ახალ თანამდებობაზე ის კოორდინაცია გაუწევს  პრემიერის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად გატარებას. როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა კახიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში. ” ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების…

მეტი...

ეკონომიკის შემოსავლები თანაბრად უნდა განაწილდეს მოსახლეობაში – ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

  •  

 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად დასახელებული გიორგი ქობულია​ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მდგომარეობს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაში, არამედ ეკონომიკის შემოსავლების მოსახლეობაში თანაბარ განაწილებაში. ასეთი მიდგომა ახალ მთავრობას საშუალებას მისცემს ამაღლდეს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, რადგან რაიონებსა და სოფლებში დღეს სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. ​მისივე თქმით, სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე,  საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. დიდი ყურადღება დაეთმობა კერძო ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. ყურადღება დაეთმობა აღსრულების…

მეტი...

3 ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

  •  

 მინისტრთა კაბინეტს 3 ახალი მინისტრი ეყოლება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. განათლების და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრი  – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.  როგორრ პრემიერმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტრად დარჩება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ. მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციას კი სასჯელთაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. „დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გუნდი, რომელიც მოიპოვებს პარლამენტის ნდობას“, –  განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის.

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძემ გაერთიანებული სამინისტროების დასახელების შეცვლა მოითხოვა

  •  

 ​პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სამთავრობო უწყების დასახელებას არ ეთანხმება და მის შეცვლას ითხოვს. აღნიშნული წინადადება მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დააყენა. ​ ​როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ის არ ეთანხმება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის იმ ნაწილს, სადაც გაერთიანებული ორი სამინისტრო შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. „ვფიქრობ, რომ აღნიშნული ფორმულირება არასწორია. თუ…

მეტი...

“მთავრობა არ არის სამუშაო ადგილების შენარჩუნების რგოლი” – დეპუტატი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე 

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა არ არის ადამიანების დასაქმების არეალი, მან უნდა შექმნას სწორი რეგულაციები და სწორი მართვის სათანადო პირობები. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ეფექტიანობის თვალსაზრისით სამინისტროების რაოდენობა განმსაზღვრელი არ არის, ხარჯების თვალსაზრისი – კი​. ​”მთავრობას არ ვუყურებ, როგორც დასაქმების არეალს. მთავრობამ უნდა შექმნას სწორი რეგულაციები და სწორი მართვის სათანადო პირობები. რაც არ უნდა იყოს სოციალური ფონი, მთავრობას არ უნდა ვუყურებდეთ როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნების ფუნქციის მატარებელ რგოლს. რაც შეეხება შედეგებს – ბუნებრივია, ბევრი სამინისტროთიც შეიძლება ქვეყნის მართვა და ცოტა სამინისტროთითაც. ბევრი სამინისტროს შემთხვევაშიც…

მეტი...

“ვიმედოვნებ ერთი მიმართულება მეორეს არ დააკნინებს” – ბექა ნაცვლიშვილი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებაზე 

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავს და იმედოვნებს, რომ ამგვარი შერწყმის საფუძველზე,  ერთი მიმართულება, მეორეს არ დაჩრდილავს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ნაცვლიშვილმა დღეს განაცხადა, განათლების პოლიტიკა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც კულტურის პოლიტიკა. ეს ის სფეროებია, რომელშიც ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მდიდარი ადამიანური რესურსი და კონკურენტული პროდუქციის შექმნა შესაძლებელია. ​​მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის პოლიტიკა, იმიტომ რომ კულტურის პოლიტიკის გარეშე კულტურის პროდუქციის გარეშე და შესაბამისად, თაობიდან თაობაზე მიზანმიმართული გადაცემის გარეშე,  განათლების სისტემა უკვე თავის აზრს დაკარგავს, და ქვეყნის სრულყოფილად განვითარება ვერ მოხდება, ამიტომ…

მეტი...

პარლამენტი დროებით მთავრობას ფორმალურად დაამტკიცებს  

  •  

 დროებით, საქართველოს ფორმალური მთავრობა ეყოლება. რადგანაც სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონში ცვლილებები სჭირდება, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს ფორმალური მთავრობას დაამტკიცებენ. რეალური მინისტრთა კაბინეტი კი 2-3 კვირაში დამტკიცდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით სამთავრობო ცვლილებებს რამდენიმე კვირა დასჭირდება. „ხვალიდან ვიწყებთ  მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურებს.  მთავრობა ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.  ეს იქნება პირველი ეტაპი.  რადგანაც 1 კვირის ვადაში ვერ მოესწრებოდა მთავრობის სტრუქტურული ცვლილება, 2-3 კვირის ვადაში შემუშავებული იქნება ცვლილებები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. იგეგმება მცირე ზომის მთავრობის…

მეტი...

ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან – მამუკა ბახტაძე

  •  

 ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა. განახლებული მინისტრთა კაბინეტის ვინაობას ამ ეტაპზე მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს თუმცა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში დასამტკიცებლად მინისტრობის ფორმალური შემადგენლობა შევა და პარლამენტს სთხოვა, მინისტრთა კაბინეტს დაჩქარებულ ვადებში უყაროს კენჭი.

მეტი...

პირველ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება, მხოლოდ მინისტრები შეიცვლებიან

  •  

 მცირე, ეფექტიანი და მოქნილი მთავარობის შემადგენლობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უმრავლესობასთან ერთად განიხილავს. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ პარლამენტი მთავრობას მიმდინარე კვირას დაამტკიცებს და მთლიანი პროცედრულებისთვის  3 დღე საკმარისი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდება და  მხოლოდ არსებული მინისტრები შეიცვლებიან. „მცირე მთავრობის იდეის წარმოჩინებისას სამართლებრივი ბარიერია დასაძლევი – პრემიერობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს. შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელიმე სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამას მოჰყვეს საკადრო ცვლილება.  დღეს არ იქნება საუბარი სტრუქტურულ ცვლილებაზე. იქნება არსებული…

მეტი...

როდესაც ქვეყანა გამოწვევებს ვერ პასუხობს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დადგეს – ლევან კობერიძე

  •  

 პარლამენტის დეპუტატის, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი ლევან კობერიძე დეპუტატი მიიჩნევს, რომ, როდესაც ქვეყანას პრობლემები აქვს მართლმსაჯულების საკითხში და გამოწვევებს ვერ პასუხობს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი უნდა დადგეს. ​როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მთავრობის გადაყენების შესახებ, რადგან მისი შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგი მიმართულებით არის დადებითი ძვრები. “პრემიერმა ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და…

მეტი...