ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

თბილისის მერია მზადაა, ძლიერი წვიმისა და ნალექისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. აღნიშნული დავალება კახა კალაძემ მუნიცილალიტეტების გამგებლებს მისცა და უხვნალექიანობის დროს ოპერატული მოქმედებებისთვის მადლობაც გადაუხადა. „მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი გამოსული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა პრობლემები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად აღმოფხვრილიყო. მინდა, დაგავალოთ გამგებლებს, რომ თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არის ისეთი ოჯახები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემა, დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანებს, რათა ყველაფერი გააკეთოთ და დროულად მოაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ შეგახსენებთ, რომ 11 ივნისის ღამით მოსულმა…

მეტი...

ქედს ვიხრი, თბილისის 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ხსოვნის წინაშე – პრეზიდენტი

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს მეხანძრე-მაშველებს და თბილისის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს, ზურაბ მუზაშვილს იხსენებს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი ადამიანი გადაარჩინა. ​ “დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას. ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა. სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო.…

მეტი...

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკონტროლი განხორციელდება

მცენარეთა კოლექციების დაცვისა და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხალხმრავალ ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა, პარალელურად კი, დრონის მეშვეობით ბაღის ტერიტორიის აერო-ფოტოდაკვირვება განხორციელდება. შესაბამისად, ​ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუმრებს, მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების წესები. როგორც “მთავარს” ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილი აქვს  მცენარეების, საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების დაზიანებას. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე არაეთიკურ და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქცევას, რაც საჯარო სივრცეში დაუშვებელი და მიუღებელია. თითოეულ მსგავს შემთხვევაზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. მათივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი სეირნობს, დასასვენებლად მიდიან ოჯახები, ბავშვები და…

მეტი...

თბილისის ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების ქსელი დამონტაჟდება

  თბილისის N 43 საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინვენტარის დასამონტაჟებლად, ელექტროქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინვენტარი, რომელსაც საჯარო ბაღებში დაამონტაჟებენ, კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი დაცულია, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, N 43 საბავშვო ბაღი სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის სრულად აღიჭურვება. მათივე ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დამატებით 71 ბაგა-ბაღში გრძელდება. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში…

მეტი...

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა სივრცის მოხატვა დასრულდა

თბილისში გამართული ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელი “სტრიტ არტის” სტილში მოიხატა. კედლების მოხატვაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მხატვრები. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აქცია ამით არ დასრულებულა და მომავლში თბილისის სხვადასხვა უბნების, ქუჩებისა და სახლების კედლების მოხატვა იგეგმება. „ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ და ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობდნენ. ეს არის ხელოვნება და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით შესრულებული ნამუშევრებია. ასევე, ჩამოსულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ისინიც მუშაობდნენ და მათაც მინდა ძალიან დიდი…

მეტი...

ვარაზისხევში ვერეს ხეობის მსგავსი სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს – კომპლექსური კვლევის შედეგები

​დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადებით, მდინარე ვარაზისხევის ადიდების შედეგად მის ხეობაში, შესაძლოა სტიქია ისეთივე სცენარით განვითარდეს, რაც 2015 წლის ივნისში, თბილისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაატყდა თავს.  სტიქიის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ნალექიც  და მიწისძვრაც. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ განაცხადა, დაუშვებელია მთის მდინარეების ჯებირებში მოქცევა და მის ხეობაში მშენებლობები. ვარაზისხევის ადიდების შედეგად საფრთხე უპირველესად ექმნება ჟვანიას ქუჩას, სადაც მთაწმინდის ფერდობი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად იჭრება და მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს.  ​​მისივე თქმით, მდინარე ვარაზისხევის დატბორვის არეალში უკვე გაცემულია მშენებლობების ნებართვები, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე კეთდება. “​ერთი ცხადად გავითავისოდ, მოსახლეობა…

მეტი...

დაუმთავრებელი ესტაკადა კახეთის გზატკეცილზე – ფოტოკოლაჟი თბილისის ფორუმიდან

თბილისში, კახეთის გზატკეცილისა და ცოტნე დადიანის გამზირის დამაკავშირებელი მაგისტრალის დაუმთავრებელი ესტაკადის შმეენებლობა 1989 წელს დაიწყო.

მეტი...

“ბავშვთა დღეს” დატრიალებული ტრაგედიის დეტალები – მთაწმინდის საბაგიროს ავბედითი კონსტრუქციის შესახებ

28 წლის წინ, ზაფხულის პირველი დღეს თბილისში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 1990 წლის პირველ ივნისს, მთაწმინდის საბაგიროზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 42 –  დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 საშუალო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ „ბავშვთა დღის“ აღნიშნავად. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი ირაკლი ჟოჟუაშვილი განუმარტავს,​ ​უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ. წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ…

მეტი...

თბილისის “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პირველი პროექტი მზადაა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ​ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პირველი პროექტი მზად არის. ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე. თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და კერძო სექტორს იწვევს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. “ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე…

მეტი...

სამშენებლო წესების დარღვევისთვის თბილისში, 1 250 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა 

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 47 მისამართზე დაიწყო საქმის წარმოება და სხვადასხვა სახის სამშენებლო დარღვევებზე 21 მარტიდან დღემდე, 1 მილიონ 250 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა. მათ შორის, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე, ჯარიმის ოდენობამ კი 390 000 ლარი შეადგინა.   გარდა ამისა, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი – სულ 160000 ლარი; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა – ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობაა 450 000 ლარი.​ ​დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა და…

მეტი...

პარლამენტის ეზოს შესასვლელთან ელექტროავტობუსი გაიჭედა

საქართველოს პარლამენტის ეზოს შესასვლელში ელექტროავტობუსი, მსუბუქ ავტომობილებს შორის ჩაიხერგა. გიმნაზიისა და პარლამენტს შორის ასასვლელი გზა ამ წუთებში პარალიზებულია. ავტობუსი დელეგაციას ემსახურება, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება. პარლამენტში საქართველოში 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენცია იმართება, რომელშიც საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი, მარტინ ჩუნგონგი და დელეგაცია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ელექტროავტობუსია, რომელიც კომპანია “ფრეგობასმა” თბილისში შემოიყვანა და რომელიც ამ დრომდე საცდელ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, ძირითადად თბილისის ტურების ფარგლებში.  ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თვითმხილველმა განუცხადა,  ელექტროავტობუსი და  ქუჩაზე იმ მომენტისთვის არსებული მსუბუქი ავტომობილები არ დაზიანებულა.  

მეტი...

ქართული დიასპორული ფორუმი – 2018 გაიხსნა

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში დღეს, ქართული დიასპორის ფორუმი გაიხსნა, რომელშიც ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ. ფორუმის გახსნას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები. ორდღიანი ფორუმისთვის დელეგაციები ჩამოვიდნენ გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ფორუმის ფარგლებში თემატური შეხვედრები 4 მიმართულებით იმართება: მედია და სახალხო დიპლომატია; ბიზნესი და ეკონომიკა; კულტურა და განათლება. ​ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყურადღება გაამახვილა დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებასა და მათი ხელშემწყობი პროგრამების გააქტიურებაზე. ასევე, ქართული ენის შენარჩუნებაზე.…

მეტი...

გალა კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე – 5 ეპოქა ერთ სცენაზე

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დღეს, 26 მაისს, საღამოს 10 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. გალა კონცერტის სცენა, თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით – ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებითა და სხვა დეტალებით იყო აღჭურვილი. სპეციალურად კონცერტისთვის ხუთმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევარი წარმოადგინა. თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად, კონცერტს აკომპანირება გაუწია, თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთმა წარმატებულმა წარმომადგენელმა, მირიან ხუხუნაიშვილმა. ​ როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წელი ხუთ პირობით ეპოქად დაიყო. თითოეულ ეტაპს განსხვავებული ნამუშევარი…

მეტი...

თბილისის ისტორიულ შენობებს ამიერიდან, ხელნაკეთი კერამიკული აბრებით გამოარჩევთ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა. აბრები უკვე განთავსდა ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე უკვე განთავსდა. როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან არიან დაკავშირებულნი. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც…

მეტი...

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 100 ძირი ჭადარი დაირგვება 

თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე 400 ძირი, 3 მეტრზე მაღალი აღმოსავლური ჭადრები, მაისის ბოლომდე დაირგვება. მათ შორის, ას ძირს, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დარგავენ. როგორც “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, აღმოსავლური ჭადრები ასევე დაირგვება ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილი) 197 ძირი, ერისთავის ქუჩაზე – 5 ძირი, გურამიშვილი გამზირზე – 16 ძირი, მოსკოვის გამზირსა და ქეთევან წამებულის გამზირზე – 40 ძირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე – 21 ძირი, კოსტავასა და ვარაზის ხევის ქუჩებზე – 6 ძირი, ხოლო წერეთლის გამზირზე – 15 ძირი. გამწვანების სამუშაოები, რომელსაც შპს “გამწვანება 2016“ ახორციელებს, 31 მაისამდე…

მეტი...

თბილისს სექტემბრიდან 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

​ახალი სასწავლო წლიდან თბილისს, 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. 11-დან ცხრა შენობაში, ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს, რაც უნდა მოწესრიგდეს. რამდენიმე ბაღში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემა თავიდან ყოფილიყო აცილებული. ასეთი შენობების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ​მისივე ინფორმაციით, იგეგმება 12 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ხოლო რამდენიმე შენობას კი დემონტაჟი სჭირდება და პროექტები თავიდან უნდა…

მეტი...

თბილისის სამ მარშრუტზე, საშუალო ტევადობის ავტობუსების ნაცვლად, დიდი ავტობუსები დაინიშნება

​თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, დედაქალაქის გზებზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების პროექტი განიხილეს, რაც, კალაძის შეფასებით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული რაიონებისა და ქუჩებისთვის, სადაც მუდმივად არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ზოგ ქუჩაზე კი საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ცდის ინტერვალი. ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება შვიდი ახალი მარშრუტი, შეიცვლება ხუთი მარშრუტი, 13 მარშრუტს დაემატება ავტობუსები, ხოლო სამ მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება. “როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება. კარგად გვესმის არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით თითოეული ჩვენი ნაბიჯი,…

მეტი...

ელექტროავტობუსების იმპორტი თუ ადგილობრივი წარმოება – თბილისის მერიის ინიციატივა პარლამენტს 

თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს და შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ასეთი ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად. “ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ. ​ ​მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ელექტროავტობუსების საქართველოში წარმოებას გეგმავს კომპანია „ფრეგობასი“, გერმანულ კომპანია EURABUS -თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად, სადაც…

მეტი...

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ – “სოციალ-დემოკრატების” განცხადება  

  2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამუშაო დროს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ. იმავე დროს, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია გაფიცვის უფლებით სარგებლობის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ მემანქანეებს შეუძლიათ გაფიცვის უფლებით ისარგებლონ არასამუშაო საათებში, რაც, “სოციალ-დემოკრატების” აზრით, სრულიად ეწინააღმდეგება გაფიცვის შინაარსს, რადგან წარმოუდგენელია გაფიცვის უფლებით სარგებლობა არასამუშაო საათებში. მათივე განმარტებით, საქარველოს კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. “სამწუხაროა, რომ სასამართლომ მიიღო ძალიან საშიში და სავალალო გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეუზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა…

მეტი...

ვარაზისხევში მეწყრის საშიშროება არსებობს – სპეციალისტები მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ  

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა დასრულებულია. დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე მშენებლობები უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს. როგორც „მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც, არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის, ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან. სპეციალისტების განმარტებით, მეწყერი შესაძლოა მიწისძვრამაც დაძრას. “გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ…

მეტი...