თბილისში კიდევ ერთი სკვერი განახლდა, რისთვისაც 180 000 ლარი დაიხარჯა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.  მოეწყო განათების სისტემა, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანების ზოლებში კი, რულონური ბალახის საფარი დაიგო. სკვერი  სხვადასხვა სახის მცენარეებით გამწვანდა.  განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტუქტურა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ. „ჩვენი მიზანია, საბურთალოზე რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი არსებობდეს. წლების განმავლობაში, ეს ადგილი მოუწესრიგებელი იყო. ახლა კი, მოსახლეობა განახლებულ, კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მათი დაკვეთით პროექტი კომპანია შპს„გრინსერვის+“-მა განახორციელა. სკვერის რეაბილიტაციაზე 180…

მეტი...

თბილისში ოთხი სკვერი ეწყობა

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერის ეწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის N181-ის მიმდებარედ, სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება. გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე განათების მოძები მონტაჟდება. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დღეს დაათვალიერა.    

მეტი...

თბილისის ზღვის დასასვენებელი ზონა დასუფთავდა

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფისა” და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ერთობლივი ინიციატივით, თბილისის ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. სამუშაოები  „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით განახორციელეს. ტერიტორიის დასუფთავებაში მოხალისე ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქში არსებული მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, მოსახლეობას, რომელიც აქტიურად სტუმრობს თბილისის ზღვის დასასვენებელ ზონას, დისკომფორტს უქმნიდა ტერიტორიაზე არსებული ბალახით დაფარული ნაწილი, ტერიტორია გაითიბა და დასუფთავდა.

მეტი...

თბილისში მოძრავი კერძო ტაქსების რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი კერძო ტაქსების რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან  იწყება.  ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვა გაიცემა ერთი წლით,  M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ტაქსის მომსახურებაზე. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან; მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი; ტაქსის სალონში ან საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში.…

მეტი...

თბილისში მტვრის მასები ვრცელდება

თბლისში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში დღეს მტვრის მასები ვრცელდება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია. აღსანიშნავია, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა, მტვრის რა­ო­დე­ნო­ბა და­საშ­ვებ ნორ­მას 4-ჯერ აჭარ­ბებს მოსაზღვრე ქვეყანში, აზერბაიჯანში.  BAKU.WS-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით,  მტვრის ღრუ­ბე­ლი  თურ­ქმე­ნე­თი­დან შე­ვი­და.

მეტი...

არზაყან ემუხვარის ქუჩა თბილისში და შემთხვევით მიკვლეული წერილი

“სამშობლო დაკარგული” არზაყან ემუხვარის სახელი ვაშლიჯვრის დასახლების ერთ-ერთ ქუჩას 2015 წელს მიენიჭა. ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი, დაბადებიდან 135 წლის შემდეგ, ასეთი ფორმით დაიბრუნა სამშობლომ. დიახ, სამშობლომ „გავვერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან“- იყო მისი მოწოდებაც და მიზანიც. ის ჯერ კიდევ 1905-1906 წლების რევოლუციის შემდეგ შექმნილი „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი გახდა,(რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო) 1917 წელს სოხუმის ოლქში კავკასიის საგანგებო კომიტეტის ერთ-ერთი რწმუნებული, დემოკრატიული აფხაზეთის ეროვნული საბჭოს და შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე. საარქივო მასალის სიმწირის მიუხედავად, არზაყან ემუხვარის შთამომავალმა და ჭირისუფალმა, ნატო მარშანიამ მაინც შეძლო გაუღებელი კარის გახსნა და მის ნაკვალევზე მისხალ-მისხალ ამოკრიბა ამბები.  თუმცაღა, არზაყან…

მეტი...

თბილისის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება

თბილისის ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონებში შესაძლოა ახალი მშენებლობების ნებართვები აღარ გაიცეს, თუმცა, ყველა მიმდინარე მშენებლობა დასრულდება, მათ შორის საუბარია „პანორამა თბილისის” პროექტიც. ამგვარად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხელახლა დამკვიდრდება ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს. როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს,  საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, მსგავსი ზონები დაზუსტდეს და მათი რევიზია განხორციელდეს, ასეთ არეალებში მოყვება მთაწმინდისა და ვერი ფერდები, ზემო ვერა, ორთაჭალის მიდამოები. „ როდესაც 1985 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი…

მეტი...

მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი 9 კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობა იგეგმება 

მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კერძოდ, წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. წლის ბოლომდე, მთაწმინდაზე კიდევ ცხრა კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობა იგეგმება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მთაწმინდის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, რელიეფურად რთულ ტერიტორიაზე, 26 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 571 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, მიმდინარე წელს, გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 11 კედლის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით,…

მეტი...

მორიგი ვანდალიზმი თბილისის ერთ-ერთ სკვერში

თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში არსებულ სკვერში, ინვენტარი დაზიანებულია, მორყეულია საპარკე სკამის ჩაბეტონებული ფეხი. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ვანდალიზმის ფაქტები, სამწუხაროდ ხშირია ქალაქში. სხვადასხვა მისამართებზე, მოქალაქეები ხშირად აზიანებენ საბავშვო ატრაქციონებს, საპარკე სკამებს, სანაგვე ურნებს, სპორტული მოედნების ინფრასტრუქტურას. “რამდენიმე შემთხვევაში ინვენტარი განსაკუთრებულად იყო დაზიანებული და ეს არ იყო შემთხვევითობა. ყოველი მსგავსი ქმედების შემდეგ ჩვენ მივმართავთ საპატრულო პოლიციას და ეს აქტები ფიქსირდება”, – აცხადებენ გამგეობაში.  

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად გადაიკეტება

თბილისის ისნის რაიონში, ბარათაშვილის აღმართის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოძრაობა ცალმხრივად გადაიკეტება და აღმართის დასაწყისიდან ავლაბრის მოედნამდე, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს. კერძოდ, 17 ივლისის, 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 18 ივლისიდან, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. ასევე, შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც. ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაწყებულ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე სისტემის არარსებობა წარმოადგენს, რაც მთლიანად მოწესრიგდება. სანიაღვრე სისტემასთან ერთად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მოწესრიგდება…

მეტი...

თბილისში მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

თბილისში, უახლოეს დღეებში, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაფისქირდება, რისთვისაც დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. “მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან იგეგმება ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია,…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძო, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ  მეტროსადგურ “ავლაბრამდე” სატრანსპორტო გზის, ბარათაშვილი აღმართის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა. მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა.  ძველი ასფალტის საფარი 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე შეიცვლება/ სამუშაოებზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე დღეს განაცხადა, ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტების განხორციელების პროცესში ქალაქის ამ ნაწილში ტრანსპორტის გადაადგილება  გარკვეულქილად შეფერხდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით,…

მეტი...

დიდ დიღომში, რეკრეაციულ ზონაში დაწყებული მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნით შეჩერდა

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ, დიდ დიღომში, სავაჭრო ცენტრ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობის შეჩერებისა და ნაგებობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მშენებარე ობიექტის ფოტოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, დარღვეულია მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ყველანაირი პირობა და ყველანაირად პრობლემას წარმოადგენს ამ ობიექტის პროექტის განხორციელება. ​ ​კალაძის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარი შევიდა მერიაში. კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან, შეხვდნენ მესაკუთრეებს და საჭიროების შემთხვევაში…

მეტი...

სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები – სად მდებარობს ზურაბ ავალიშვილის ქუჩა თბილისში

თბილისში, ​ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს შორის ზურაბ ავალიშვილის ქუჩა მდებარეობს. უბრალოდ დიდებული კი არა ლოგიკურად აწყობილი საზოგადოებაა – ილია ჭავჭავაძე, ზურაბ ავალიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი. „და თუ ჩვენ გვსურს რომ ვაღიაროთ ამ ადამიანების მნიშვნელობა, ეს ყველა დონეს და შრეს უნდა შეეხოს, მათ შორის სიმბოლურსაც. მათი სახელები იოლად დაუმშვენებენ გვერდს სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი ქართველების სახელებს, რომელთა სახელობის ქუჩებიც გვაქვს“ – ეს გულის გულიდან ამოთქმული, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგის კეკელიძეს ეკუთვნის ადრესატები კი „სამშობლოსთვის მებრძოლი, სამშობლოდაკარგულები“ არიან. – ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 მაისს გაიხსნა და რომლის იდეის ავტორიც…

მეტი...

ბაგების საფეხმავლო ხიდი განახლდა – პროექტზე 0,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა 

  თბილისის ივანე ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ბაგებთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური ამოსასვლელი მოეწყო, გამოიცვალა ასფალტის საფარი, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა, შეიღება მოაჯირები, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ განათების სისტემა განაახლა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბე და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა. ხიდზე დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, ხიდის აშენების შემდეგ, მას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. “გახსოვთ, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს საფეხმავლო ხიდი, სერიოზული პრობლემა არსებობდა და ავარიულ მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე გვაქვს განახლებული, სრულად რეაბილიტირებული ხიდი,…

მეტი...

ტაქსით უნებართვო მომსახურება, პირველი ნოემბრიდან დასჯადი იქნება  

ტაქსების რეგულირებისა და სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თბილისის მერია გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა დასჯადი იქნება. როგორც ​დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,  ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ. ​„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით”, – აცხადებს ბითაძე. რაც შეეხება ნებართვის საფასურს, მერის მოადგილის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავომობილების მფლობელებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ,…

მეტი...

თბილისის პარალელურად ცხოველების კასტრაცია ქვეყნის რეგიონებშიც უნდა დაიწყოს

თბილისში მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად, დედაქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ყველაზე ჰუმანური და ეფექტიან მეთოდად, სტერილიზაცია – კასტრაცია მიაჩნიათ. თუმცა თბილისის პარალელურად პროცესი ქვეყნის რეგიონებში უნდა დაიწყოს, რადგან დედაქალაქში ცხოველთა რაოდენობის შემცირებას არ მოჰყვეს რეგიონებიდან მათი შემოდინება. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა,  საქართველოში მიუსაფარი ცხოველები ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდიან და შემდგომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდებიან, უშუალოდ თბილისში კი ქუჩის ცხოველები ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან შემოდიან. მისივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. “კასტრაცია -სტერილიზაციის ოპერაციას ჩვენთან ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტები ატარებენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ერთ-ერთი მთავარი…

მეტი...

თბილისში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, ავტომობილის ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით უკვე მესამე დღეა ამოქმედდა. გარდა ამისა, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა,  რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით,  საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად განისაზღვრა ე.წ. შავი წერტილები, სადაც  ყველაზე ხშირად ფიქსირდება მძოლების მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები.  ასეთ ადგილებზე შსს- ს სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამონტაჟდა. ვიდეოკამერების…

მეტი...

ზაფხულში ავტომობილში შინაური ცხოველის დატოვება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს  

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, ავტომობილების მფლობელებს მოუწოდებს, ავტომობილის დაძვრამდე დარწმუნდნენ, მის ქვეშ სიცხეს თავშეფარებული ცხოველი ხომ არ წევს და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ მოძრაობა. ასევე, ცხელ ამინდებში  გაჩერებული ავტომობილის სალონში უმეთვალყურეოდ არ დატოვონ ოთხფეხა მეგობარი,  რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს. ​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა,  არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც კატები ან მცირე ზომის ძაღლები მძღოლებს გაუფრთხილებლობის გამო მოუკლავთ. “ავტომობილების ქვეშ შეფარებული ცხოველების გაუფრთხილებლად მოკვლის შემთხვევები არის, მაგრამ საბედნიეროდ ხშირად არა. ამიტომ ყოველთვის, ავტომობილის დაძვრამდე სასურველია მცირე დროით ჩართული ძრავით გაჩერდეთ. მცირე პაუზა სავსებით საკმარისია…

მეტი...

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები თბილისის გენგეგმის პროექტს გაეცნენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას 50-მდე ორგანიზაციის, მათ შორის, მენაშენეთა ასოციაციის 35 წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ​​შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინეს. როგორც შეხვედრაზე მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა,  არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ მათთვის მთავარია, რომ ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ასევე, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. ​ მაიას ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან…

მეტი...

კოსტავას ქუჩაზე მისიწქვეშა გადასასვლელი გარემონტდება

თბილისის კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით მოქალაქეები 24 აგვისტომდე ვეღარ ისარგებმებენ. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. როგორც შპს “თბილსერვის ჯგუფში” აცხადებენ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები ხვალიდან,  10 ივლისიდან დაიწყება. შესაბამისად, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. „თბილსერვის ჯგუფი“ თანამოქალაქეებსა და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშის უხდის შეფერხებისთვის.    

მეტი...

გლდანიში, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკი და ამბრის ხეების ხეივანი გაშენდება  

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკში ამბრის ხეებისგან ხეივანი და ველობილიკები მოეწყობა​. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ​პროექტის ფარგლებში იგეგმება კალათბურთის მოედნის, ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო სივრცის, სავარჯიშო და საბავშვო მოედნების, სარწყავი სისტემის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს ადგილზე გაეცნო.

მეტი...

ღია კაფეების უმეტესობა ქუჩაზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის – თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ღია კაფეების დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ქვეითებისთვის შეუძლებელი ხდება ტროტუარებზე გადაადგილება , რომ არაფერს ითქვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე. როგორც თბილისის მერი ამბობს,  ვერ დაუშვებს ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. ​ ​კახა კალაძემ, ​დედაქალაქის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ  დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. დაინტერესებულმა პირებმა ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ. „ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს…

მეტი...

ფიფიას ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო

თბილისის დიდუბის რაიონში, ფიფიას ქუჩაზე, კერძოდ, წერეთლის გამზირის N 49/51/51-ა – სთან, 20-მდე ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს. ნაგებობები ისეა განლაგებული, რომ მრავალსართულიან სახლთან მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს. სახლამდე ვერც სასწრაფო დახმარების თუ სახანძრო მანქანები აღწევს. გარდა ამისა, ავტოფარეხებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი უკავია, რის გამოც, ქვეითად მოსიარულეებს, ხშირად კი ბავშვებს, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ, შესაბამისად მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. ​ფიფიას ქუჩაზე არსებული ავტოფარეხების დანგრევას ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების სასარგებლოდ მიიღო და ავტოფარეხების…

მეტი...

თბილისის ჩუღურეთის რაიონი მსოფლიოს მიმზიდველ რაიონებს შორის დასახელდა

ჟურნალმა “ფორბსმა”, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიული ნაწილი, კერძოდ ჩუღურეთის რაიონი  მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ რაიონებს შორის დაასახელა. გამოცემის რეიტინგში ის ბარსელონის, ამსტერდამის, აფრიკისა და კარტახენას საინტერესო უბნებს შორის დასახელდა. ​​როგორც გამოცემა წერს, ჩუღურეთის რაიონში ტრადიციულად ცხოვრობენ ძირძველი თბილისელები. გარდა ამისა, აქ თავს ხშირად იყრის კრეატიული და შემოქმედებითი საზოგადოება. რაიონი ქუჩა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მას შემდეგ, რაც რესტავრაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის გამზირს და ჩუღურეთის რაიონში მდებარე ძველი ფაბრიკაში გაიხსნა ჰოსტელი, კაფე – ბარი და მაღაზიები. “საქართველო ტურისტებისთვის ყველაზე მოთხოვნად ადგილად იქცა. თბილისი კი მათთვის, ყოველთვის არის პირველი ან ბოლო გაჩერების ადგილი”, – წერს…

მეტი...

მარშრუტი 26 მაისიდან – 26 მაისამდე

საბურთალოდან და საბურთალოსკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტის აღნიშვნებში ”26 მაისის” მოედანს იშვიათად ნახავთ, თუმცა ორივე მიმართულების ტრანსპორტის გაჩერებაც და ერთი უფერული “ბანერიც” სწორედ ამ მოედანზეა. მართალია, მოედანი ხმამაღალი ნათქვამია, უფრო ავტოსადგომს წააგავს და მაინც, თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზამკვეთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელწოდებით – “26 მაისის მოედანი”. 26 მაისი არც ერთი დღის დღესასწაულია და არც მხოლოდ საიუბილეო წლებში გასახსენებელი – ეს მრავალი თაობის ნაოცნებარ – ნაღვაწი, ამ დღისთვის მსხვერპლად მიტანილი სიცოცხლე, საპატიმროებში გატარებული წლები და ეკლიანი გზებია; ეს ყოველივე ეროვნული ბიბლიოთეკის ახლად გახსნილ მუზეუმში იყრის თავს. ”იყრის”, რადგან ეს მუდმივი პროცესია…

მეტი...

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება 

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობის პროცესს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას ითვალისწინებს. კვანძის მშენებლობა სამ მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, აღნიშნულ ქუჩებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, 140 ძირი ნერგი დაირგო, მათ შორის, ჰიმალაის კედარი, ტირიფი, აკაცია და დეკორატიული ტყემალი. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. ​კახა კალაძის განცხადებით, დაწყებულია თამარაშვილის ქუჩის კვანძის კვლევა,…

მეტი...

“გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო” – “კადეტთა კორპუსის” მობინადრეები შველას ითხოვენ

თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩაზე მდებარე “კადეტთა კორპუსის” მობინადრეებს ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა პრობლემა შეუქმნა. მწვავე ავარიული შენობის მცხოვრებლები დიდი ხანია გამგეობისა და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. “გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო, ანუ შენობა, რომელსაც ისედაც სული კბილით უჭირავს! ჭერი და კედლები ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ ძლიერი წვიმის დროს შიგნით უფრო მაგრად წვიმს, ვიდრე – გარეთ. ირეცხება სამი სართული და გაჯნარევი ტბების დაშრობას ერთ კვირას მაინც ვანდომებთ. ცოტა ხანში გვალვები დადგება და კედლების ჩამონგრევა მერე ნახეთ! ამ კოშმარში ერთი სასიამოვნო დეტალი მაშველების მოსვლა იყო. მაგარი ხალხია. აძვრნენ…

მეტი...

საბჭოთა ეპოქის დროინდელი დაუსრულებელი შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

​თბილისის შემოგარენის, კერძოდ, წყნეთის მოსახლეობა, ვაკის რაიონის გამგეობას და დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ მიიღონ ზომები, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ, დაუსრულებელ ნაგებობასთან დაკავშირებით, რომლის გამო მოსახლეობას სასიცოცხლო საფრთხე ექმნება. ​როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვაკის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს განცხადებით, მაგრამ უშედეგოდ. ​მათივე ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩის N13 -ში მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო და მას შემდეგ სამშენებლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. ამ ხნის განმავლობაში, შენობის სახურავზე ხის კონსტრუქციები მოირყა და ყოველი ქარიანი ამინდის დროს, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ. “ამ ქუჩაზე გაიარა სტიქიურმა უბედურებამ, მაგრამ დიდი ხანია ეს საშინელი შენობა დგას სტიქიური უბედურების სახით. შენობის…

მეტი...

თბილისის 9 აპრილის ბაღმა გორის ქალთა გუნდის კონცერტს უმასპინძლა

თბილისის მერიის პროექტის – “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში დღეს, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა.​ ხვალ საღამოს კი კულტურულ ღონისძიებას ვაკის პარკი უმასპინძლებს, სადაც „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი გაიმართება. პროექტის ფარგლებში გუშინ, მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ბიჭუნათა კაპელას და დედაქალაქის მერიის N1 ხელოვნების სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. ​მისი შეფასებით, „თბილისის ცის ქვეშ” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც წელს პირველად დაიწყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.   ახალი პლატფორმა დედაქალაქში კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების გამართვას გულისხმობს. ღონისძიებებში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. როგორც…

მეტი...

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა გლდანში გზა დააზიანა

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ გზა დააზიანა. დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც გაუნადგურდა საშენი მასალა. მას მერი დახმარებას დაჰპირდა. შემოვლითი გზით გიორგი წმინდას მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სარგებლობდა. ​კახა კალაძის ინფორმაციით, შემოვლითი გზის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია და დილისთვის დასრულდება. ხიდის სამუშაოებიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. “აქ მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. მცირე ზიანი იყო სხვადასხვა რაიონშიც, მათ შორის ისანში, გარდა ამისა,…

მეტი...

გლდანსა და ვარკეთილში სეტყვა მოვიდა

თბილისის რამდენიმე რაიონში მოსულ ძლიერ წვიმას დღეს სეტყვა მოჰყვა. სეტყვის შესახებ მედიაცენტრ “მთავარს” გლდანისა და ვარკეთილის მცხოვრებლებმა აცნობეს. ძლიერი წვიმის შედეგად კვლავ დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც. ​როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, გლდანის მოსახლეობის მხრიდან გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.

მეტი...

“მენატრება სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ერთმანეთი უყვარდათ ადამიანებს” – თანამედროვე თბილისზე 

​თანამედროვე თბილისური დილის შესახებ, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღწერს ერთ ჩვეულებრივ თბილისურ დილას და გული წყდება, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობიდან სიყვარული დღითი დღეს იკარგება. “ამ დილით, ასე, ათ საათზე კორპუსის ეზოში მანქანა შემოვიდა. იქედან მზისგან გარუჯული კაცი გადმოვიდა, საბარგული გააღო, სასწორი მიწაზე დადგა, ხელები პირზე საყვირივით მოიმრგვალა და კორპუსს შეყვირა: – ახალი ვაშლატამა, კახურიიი, ახალი ხილიიიიი, ერთი ლარიიი!!! ქალებმა თითო-ორი კილო ააწონინეს. მერე მზისგან გარუჯულმა კაცმა დაღრეცილი თითები ისევ პირთან მოიმრგვალა და ისევ კორპუსს შეყვირა: – ახალი ვაშლატამა, კახურიი, იაფააად!!! ფანჯრიდან წელს ზევით შიშველი კაცი…

მეტი...

თბილისში 2 ახალი პარკი გაშენდება და 14-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში, უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი პარკის გაშენება იგეგმება, კერძოდ, საუბარია დიღმის ჭალებზე და ე.წ თემქის ხევზე ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაზე. მერიის შესაბამისი სამსახურები მანამდე ჩაატარებენ კვლევას, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად შეისწავლიან თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის შესაძლებლობას. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, საინტერესო ადგილია მდინარე მტკვართან სიახლოვის თვალსაზრისით. ხოლო, ე.წ. თემქის ხევი საშუალებას იძლევა თბილისის ზღვასთან საკმაოდ დიდი საპარკე-სარეკრეაციო სივრცე შეიქმნას. აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს  დაახლოებით 80 000 მოსახლე ცხოვრობს. კახა კალაძის შეფასებით, თემქის ხევი ერთ-ერთი საუკეთესო…

მეტი...