თბილისში არიზონას კვიპაროსებს, იტალიურ ფიჭვს, იაპონურ სოფორას, ევროპულ მუხებს რგავენ   

  •  

 22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (წითელი ბაღი) გამწვანების აქცია დაიწყო. პარკში დღის ბოლომდე 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე – 80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი და 35 ევროპული მუნა დაირგვება. წლის ბოლომდე პარკში დარგავენ 15 სახეობის 462 ნერგს და 6 სახეობის 2300 ძირ ბუჩქს – ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.…

მეტი...

თბილისში, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით 97 000 კვ/მ-ზე მეტი ფართობი გამწვანდება 

  •  

 საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. შემოდგომის ბოლომდე 97 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება. წინასწარ შერჩეული ადგილებია: სააკაძის მოედნის გზაგამყოფი კუნძულები; მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილთან); ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები; წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები; გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები; ჯავახეთის ქუჩა; მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია; ​ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს…

მეტი...

ერთი პატარა ქუჩა, თავი დიდი რომ ჰგონია – ტერორისტი ქალის ქუჩა თბილისში 

  •  

 სოფიო პეროვსკაია იყო პირველი ქალი, ვინც რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო პოლიტიკური დანაშაულისათვის დასაჯეს; დანაშაული კი იმპერატორ ალექსანდრე II -ზე ტერორისტული აქტის ორგანიზება – მოწყობა გახლდათ, რაც ორივე მხარისთვის სავალალოდ დასრულდა. იმპერატორი 13 მარტს ხელნაკეთმა ბომბმა იმსხვერპლა, ტერორისტი ქალი კი 15 აპრილს სიკვდილით დასაჯეს. ჰოდა, საბჭოთა ტერორის ეპოქაში გაჩნდა სოფიო პეროვსკაიას ქანდაკებები, სხვა და სხვა ქალაქებში მისი სახელობის ქუჩები და თბილისი რატომ იქნებოდა გამონაკლისი?! გაბაანთ უბანში, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებულ ქუჩას, რომელიც ქალაქის გეგმაზე ჯერ ახალი ქუჩის, 1903 წლიდან კი იმპერატორის ქალიშვილის, ანასტასიას სახელით იყო დატანილი, პეროვსკაიას სახელი მიანიჭეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის…

მეტი...

თბილისი არის ურთიერთობა – სახლი ფურცელაძის ქუჩის N15–ში

  •  

 ამ ქუჩაზე  ყოველ დღე კი არა, დღეში რამდენჯერმე  ავდი – ჩავდივარ და  მხოლოდ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილის ფოტომ აღმომაჩენინა ერთი ლამაზი სახლი და კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები. ვინ თქვა, თბილისი იყო ურთიერთობაო?! თბილისი არის ურთიერთობა, გულისხმიერება და გვერდში დგომა. სახლს და ქუჩას დავუბრუნდეთ…  ქუჩა ანტონ ფურცელაძის სახელობისაა 1922 წლიდან და იმ იშვიათი ქუჩების ჩამონათვალს განეკუთვნება, დროსა და ჟამის შესაფერად, თითქმის საუკუნეა სახელი რომ არ შეცვლია, მანამდე კი კალოუბნისად მოიხსენიებდნენ, 1841 წლის თბილისის გეგმაზე ბარონის სახელით არის დატანილი, ბარონ როზენის საპატივცემოდ. ანტონ ფურცელაძე, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გახლდათ, რომელმაც „მამათა და შვილთა „…

მეტი...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილს შესაძლოა დაჩი უჯარმელის სახელი მიენიჭოს​

  •  

 ​თბილისის კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან და ანჩისხატის ტაძრის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მეფე დაჩი უჯარმელის სახელი მიენიჭა. თბილისის საკრებულომ ანჩისხატის ისტორიის მკვლევარის, ზაზა ნანობაშვილის თხოვნა განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მიიღო. ​როგორც ჟურნალისტი და მსახიობი მაია კახიძე, ფეისბუქჯგუფში – “მე თბილისი მჭირს” წერს, სამომავლოდ იგეგმება, ამ დიდი მეფის სახელი დაერქვას – მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილს, მოედანს და სკვერს. ასევე, თბილისის მერიას მიმართეს თხოვნით, იმავე ქუჩაზე დაიდგას მეფე დაჩის განსაკუთრებული ბარელიეფი ისტორიის შემცველი მონუმენტალური დაფა. ღონისძიება ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავს მიეძღვნება. დედაქალაქის ეს პირველი ტაძარი მეფე დაჩის აშენებულია. დაჩი…

მეტი...

თბილისში ჯოვანი სკუდიერის  სახელობის ქუჩა გაიხსნა

  •  

 მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში, ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა. ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე  არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა. იტალიელი არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის წინაშე  ჯოვანი სკუდიერის…

მეტი...

“თბილისობა 2018” – ნამდვილი გლეხური ნობათი, თუ სარესტორნო ბიზნესი

  •  

 თითქმის 40 წლის წინათ დაარსებული დღესასწაული „თბილისობა“ წელს 6-7 ოქტომბერს აღინიშნება. შემოდგომის მეორე თვის დასაწყისში, დედაქალაქის ისტორიულ ადგილებში, ორი დღის განმავლობაში, ტრადიციულად ეწყობა ფესტივალი, რომელიც უამრავ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს. იმართება გამოფენა-გაყიდვები, ხალხური კონცერტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, რაც საოცარ ელფერს სძენს თბილისობის დღესასწაულს. თბილისობას, ისევე, როგორც სხვა მთავარ დღესასწაულებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძველი აქვს. ეს არაჩვეულებრივი დღე თავისთავად ლამაზია და მიმზიდველი ტურისტებისთვის. ამ დღეს, თბილისელებთან ერთად სუფრაზე უამრავ უცხოელს ნახავთ. იმართება კონცერტები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე. ტურისტები ეცნობიან ქართულ ტრადიციებს, მათ შორის ერთ-ერთია ჭიდაობა.…

მეტი...

თბილისურ ეზოში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყეს

  •  

 თბილისის ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩის N10-ში მდებარე ერთ-ერთ თბილისურ ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ხანძარი 29 ივლისს გაჩნდა და ეზოში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაზარალდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში, რეაბილიტაცია 950 კვადრატული მეტრი ფართობს ჩაუტარდება.  პირველ ეტაპზე, დამწვარი კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის კი, ხანძრისგან დაზიანებული კედლების აღდგენა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, იატაკების, სართულშუა გადახურვის, სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „პასაჟი-საქართველო“ ასრულებს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138,796 ლარი…

მეტი...

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში, “კონკასთან” მდებარე სკვერში გაიხსნება

  •  

 ​ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისზე დაუვიწყარი სიმღერა “თბილისოს” შემქმნელის, რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, “კონკასთან” მდებარე სკვერში 7 ოქტომბერს გაიხსნება. ეს პირველი ძეგლია, რომელსაც თბილისის ჰიმნად ქცეული სიმღერის ავტორს დედაქალაქში დაუდგამენ. ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით “ქართული ხლების” კონცერტი გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს განაცხადა, “თბილისობა – 2018” -ის ფარგლებში, თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოება და გალა-კონცერტი 7 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. კონცერტი რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. “სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომლებიც სიმღერებს ლაღიძის…

მეტი...

“ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა” – რა იგეგმება ვაკის პარკში

  •  

 თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. ამდენად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული კონკურსი რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული და სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. კალაძის თქმით, მერიას დასტური უკვე 9 კომპანიამ მიაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, მაია ბითაძეს შეხვდა და სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტება გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი…

მეტი...

“შეჩერებული მშენებლობები დროულად უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა 

  •  

 თბილისში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს დედაქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა. კახა კალაძე დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალურ თანადგომას დაჰპირდა, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით დროულად მოგვარდეს. კალაძის თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზეც. თბილისის მერმა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.​ “დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები…

მეტი...

თბილისის ქუჩებში არსებული ნაგვის კონტეინერები ღამის საათებში დაიცლება 

  •  

 თბილისის გზებზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში დედაქალაქის სხვა უბნებიდანაც გაიტანენ. საპილოტე პროექტი ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შპს “თბილსერვის ჯგუფში” განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს, რადგან ამით საავტომობილო საცობებისთვის თავის არიდებასთან ერთად დაიზოგება კომპანიის ხარჯები. “თბილსერვისი” ასევე გეგმავს ნაგვის დამატებითი კონტეინერების შეძენას, რადგან, მიაჩნიათ, რომ არსებული რაოდენობა საკმარისი არ არის. კომპანია ახორციელებს პლასტმასის 1100 ლიტრიანი 19 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას. ახალი კონტეინერები უკვე დადგეს ისნის, სამგორის, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის ცენტრალურ…

მეტი...

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა – მოქანდაკე პროექტის ხარვეზებზე   

  •  

 მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული კონკურსის პირობებში  აღმოჩენილ ხარვეზებზე თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. ​მისი შეფასებით. თბილისის მერიამ ისეთი მოთხოვნები ჩადო კონკურსში, რომ არა თუ მოხალისეებს, პროფესიონალებსაც კი კონკურსში მონაწილეობის შანსი არ დაუტოვა. კონკურსი უნდა იყოს გახსნილი და დემოკრატიული, რომ მასში მონაწილეობა შეძლოს ყველამ, ვისაც პარკის გაუმჯობესება სურს. ირაკლი ჟვანიას ინფორმაციით, საკონკურსო კომისია მთლიანად სახელმწიფო მოხელეებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ 5 პროფესიონალია მოწვეული კომისიაში, ერთი მოქანდაკე, ორი არქიტექტორი, ერთი ურბანისტი და ერთიც ლანდშაფტის დიზაინერი. ხელოვანისთვის მიუღებელია ვაკის პარკის დასაპროექტებლად განსაზღვრული ვადა – 90 დღე, რადგან  მიაჩნია, რომ…

მეტი...

ზურაბ წერეთლის “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციაზე იზრუნებენ

  •  

 თბილისის ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, თემქაზე არსებული, ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ნამუშევრის, “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციის მიზნით, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ ზღვის უბანში მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი შეფასებით, ქანდაკების პოპულარიზაცია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ის, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდება.  „ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ გიორგი ჩოგოვაძესთან შევთანხმდით, რომ თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიცაზიისთვის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ“, –…

მეტი...

თბილისში „ღამის ავტობუსები“ იმოძრავებენ

  •  

 „ღამის ეკონომიკის“ პარალელურად, თბილისში „ღამის ავტობუსები“ გამოჩნდება. ავტობუსები 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებენ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ღამის ეკონომიკის“ განსავითარებლად საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ადგილებში  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობდეს. “ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარულია ხალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპილოტე მარშრუტზე კომპანია Man – ის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ.…

მეტი...

ცხოველების წამებისთვის საპატიმრო სანქციები ამოქმედდება 

  •  

 ​შინაური ცხოველის წამების გამო პირს შესაძლოა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის მშობელი 100-დან 300 ლარამდე თანხით დაჯარიმდეს. კანონპროექტი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა, დედაქალაქის მერიისა და შსს-ს მხარდაჭერით მოამზადა. პროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოძიება უმეტესად ვერ ხერხდება, რადგან საზოგადოება ხელს აფარებს ასეთ დამნაშავეებს, იმ ლოგიკით, რომ – “ცხოველია და რა მოხდა”. “ადამიანი, რომელიც სისასტიკეს ჩადის ცხოველი მიმართ, ის ფაქტობრივად პოტენციური მოძალადეა, ეს…

მეტი...

თბილისში 7 ძაღლი აწამეს, 4 ვერ გადარჩა

  •  

 ​საფანტი, პისტოლეტი, კისტის თოფი და ცხელი წყალი – ეს ის ძირითადი იარაღებია, რომლებსაც ადამიანები ოთხფეხა მეგობრების საწამებლად იყენებენ. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხოველების დაღუპვის ფაქტებიც. კატების წამების შემთხვევა, მიმდინარე წელს თბილისში არ დაფიქსირებულა. რამდენიმე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა, გამოძიების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ​​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ​თბილისში, წლის განმავლობაში შინაური ცხოველების წამების 7 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, ერთი ფაქტი მოხდა გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც  კისტის თოფიდან გასროლილი ტყვიით, თავის არეში დაჭრეს ცხოველი. მისი გადარჩენა შეძლეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა. ასევე, ქვემო ფონიჭალაში…

მეტი...

​ღია სამშენებლო ბაზრობა და გაზონების სიმცირე – თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო 

  •  

 თბილისში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემატური ადგილია წერეთლის გამზირი, რასაც სპეციალისტები სამშენებლო ბაზრობის არსებობით ხსნიან. მტვრის მსხვილი ნაწილაკები PM 10 ჰაერში ძირითადად სამშენებლო სექტორიდან ხვდება, კერძოდ, ე.წ ელიავას ბაზრობაზე ღია წესით მიმდინარეობს სამშენებლო მასალების გაყიდვა, დაჭრა და დამუშავება. დედაქალაქში, ასევე, პრობლემურია ღია გრუნტი, საიდანაც ქარის დროს მარტივად ვრცელდება მტვრის ნაწილაკები. “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროა ღია გრუნტიც. გაზონები თითქმის არ არის ქალაქში, მიწა არის ღია და ქარის დროს ძალიან მარტივად ხდება ამტვერება. თბილისი მთაგორიანია და ყოველი წვიმის შემდეგ ჩამოედინება მიწის ჩამონარეცხი, რომელიც გროვდება ქუჩებზე და გაშრობის შემდეგ მტვერდება. ამას, ემატება სამშენებლო…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართის, რობაქიძის გამზირის, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა 

  •  

 თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. “რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და აქვე განმარტავს, რომ გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ძირითადი, რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. ​მისივე ინფორმაციით, რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავასა და შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ…

მეტი...

თბილისის მოსკოვის გამზირს ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს – პეტიცია

  •  

 თბილისის მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოსა და მერიის სახელზე პეტიცია გამოქვეყნდა. ავტორის აზრით, მოსკოვის გამზირს ამერიკელი, აწ- გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკეინის სახელი უნდა ეწოდოს. “ჯონ მაკკეინი იყო თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მოღვაწე, საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის ორდენის მფლობელი. ვფიქრობ სამართლიანი იქნება, რომ სწორედ მოსკოვის გამზირს დაერქვას სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი”, – მიაჩნია პეტიციის ავტორს. იდეას ამ დროისთვის მხარს 228 ადამიანი უჭერს, სულ საჭიროა 10 000 ხმა, რომ საკითხზე დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელოს. თბილისელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვის გამზირს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ…

მეტი...

მამა დავითის ეკლესიის გამო, გიგანტური წარწერა “თბილისის” იდეამ კრახი განიცადა

  •  

 თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერა „თბილისის“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ დაიწუნა და მიზანშეუწონილად მიიჩნია. იდეა დედაქალაქის მერიას მოქალაქემ – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მოაწოდა. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, იზიარებს საბჭოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ იდეის დაწუნების ერთ-ერთი ფაქტორი მთაწმინდეს ფერდობზე არსებული მამა დავითის ეკლესიაა. მისივე თქმით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება და მათი რეკომენდაციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან ბევრი წინადადება შემოდის. აქედან ზოგი საინტერესოა, ზოგიერთის განხორციელება კი შეუძლებელია. რაც შეეხება წარწერას, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან…

მეტი...

“ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ”- კახა კალაძე თავის წინამორბედებზე

  •  

 თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, დედაქალაქის გზები მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსასწორებლად, მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. ​როგორც კახა კალაძემ, დღეს, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, წლების წინ, ერთ-ორ პროექტს განახორციელებდნენ და ქალაქის მერია ამით კმაყოფილდებოდა. “სტატისტიკას თუ გადახედავთ, დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს ჩატარებულა. ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში მდგომარეობა რამდენად მძიმეა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს კიდევ ბევრი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. წლების წინ, ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ ოთხი წლით ვართ მოსული, რაც საკმაოდ ცოტა დროა. ამ…

მეტი...

თბილისის ერთ-ერთი პარკის გარშემო 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა​

  •  

 ​თბილისში, გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარკის გარშემო, 700 მეტრის სიგრძის საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, ხოლო პარკის ტერიტორიაზე, რომელის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი დაირგვება, მათ შორის, ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, ასევე, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის…

მეტი...

თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

  •  

 თბილისში, ზაფხულის განმავლობაში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება და სექტემბრისთვის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მათ შორის, დასრულებულია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოების მეორე ეტაპზე მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები, გარე განათება და სხვა. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაშვილის აღმართზე, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარებზე ქვაფენილი მოეწყობა. მოწესრიდგება გარე განათება, ძველი ბოძები შეიცვლება და ახალი სანათები დამონტაჟდება. ადგილზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასევე, მოწესრიგდა კლდიდან ასავლელი კიბე, რომლითაც ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქტიურად სარგებლობენ. “ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ…

მეტი...

მთაწმინდის ფერდობზე განთავსდება საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”

  •  

 თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე შესაძლოა განთავსდეს საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”. პროექტ “შენი იდეა თბილისი მერს” ფარგლებში წარმოდგენილმა იდეამ მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს დაევალა ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის. თავად იდეის ავტორის აზრით, გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით შესაძლოა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, იდეის ხორცშესხმით დ​აინტერესდა ორი დიდი კომპანია – „ფილიპსი“ და „იგუცინი“. მისივე თქმით, ასევე განიხილება მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის – „თბილისი“ განთავსების იდეა, რომელზეც, საბოლოო…

მეტი...

თბილისში, მელიტონ ქანთარიას სახელობის ქუჩა დაარსდა 

  •  

 თბილისის ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას სახელი, ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების უკვდავსაყოფად მიენიჭა. ​დედაქალაქში მელიტონ ქანთარიას სახელობის ქუჩის დაარსების თხოვნით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ 2018 წლის 10 ივლისს მიმართა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში განუცხადეს, სტანდარტული ზომის ქუჩაზე ახალი განაშენიანება მიმდინარეობს, თუმცა, არის რამდენიმე ძველი შენობაც. მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, მელიტონ ქანთარიას სახელი იური გაგარინის II შესახვევს მიენიჭა. თუმცა, საკითხის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული დადგენილება ამ დრომდე არ არის…

მეტი...

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის სასწავლო დაწესებულებებთან ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ 

  •  

 თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში არსებულ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაგა-ბაღებთან ახლომდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება დაიწყო. შანდორ პეტეფის ქუჩის N157-ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლამდე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბე ეწყობა. მოეწყობა კიბემდე მისასვლელი ბილიკიც, რაც მოსწავლეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, N163 საბავშვო ბაგა-ბაღის შესასვლელთან, მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება, რათა საჯარო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, კიბე ეწყობა კიდევ ორ მისამართზე – ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, III კვარტლის N5 კორპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N6 კორპუსთან მდებარე N163 საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც კიბესთან ერთად, ცენტრალური გზის…

მეტი...

თბილისში რეგისტრაცია ჯერ მხოლოდ 500-მდე ტაქსმა გაიარა – ექსპერტის შეფასება   

  •  

 ახალი რეგულაციების თანახმად, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ტაქსის მომსახურების გაწევა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. კანონდარღვევა კი 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.  თბილისის მერი კახა კალაძე, რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იუსტიციის სახლის გარდა, ლიცენზიის მიღება შესაძლებელია თბილისის ათივე გამგეობაში.  ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ.  ​ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რამდენი ტაქსიც მოძრაობს დედაქალაქში, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც…

მეტი...

კახეთის გზატკეცილის საავტომობილო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდება 

  •  

 თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის – კახეთის გზატკეცილის ძირითადი საავტომობილო სავალი ზოლის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება. მოწესრიგდება გზაგამყოფი ზოლი, განათების ბოძები ახალი,  თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების სისტემით შეიცვლება. ​ამ დროისთვის დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია 9კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას. ამ ეტაპზე სათადარიგო ზოლის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დღეს, ადგილზე გაეცნო. როგორც თბილისის მერი აცხადებს, საგზაო სამუშაოები სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,…

მეტი...

ღვინის აღმართზე მოძრაობა 1 კვირით შეიზღუდა

  •  

 თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, მეტოსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ღვინის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდა. დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო და კიდევ ორი თვის განმავლობაში  გაგრძელდება. როგორც „მთავარს“ თბილისის ნერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები,განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

მეტი...

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ავტომობილის საპარკინგე სივცრეები მოწესრიგდება 

  •  

 თბილისის საბურთალოს რაიონში, საავტომობილო ნაკადებით ინტენსიურად დატვირთული სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში იგეგმება საპარკინგე სივრცეებისა და ტროტუარების მოწესრიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა. აშენდება 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები. ​როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, ჩიქოვანის ქუჩა საკმაოდ ვიწრო ქუჩაა, ის დატვირთულია ინტენსიური მოძრაობით და ქვეითებისთვის ძალიან რთულია გაადგილება. ქუჩის სივიწროვის გამო ვერ ხერხდება მასზე მოძრაობის საერთოდ შეზღუდვა, ამიტომ სამუშაოები რამდენიმე ნაწილად დაიყო. თავდაპირველად ქუჩის ერთი ნაწილი…

მეტი...

მორიგი არქეოლოგიური მასალა​ გუდიაშვილის მოედნიდან

  •  

 ​თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მორიგი არქეოლოგიური მასალა – სამი ქვევრი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ​სამუშაოები დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარეობს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, აღმოჩენილ ქვევრებს და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოიკვლევს, რომელიც აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს. ​ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის ქუჩის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი. ისინი…

მეტი...

ორბელიანის მოედანზე 150 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს 

  •  

 თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, კერძოდ, გრიგოლ ორბელიანის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე, 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდება. მოედნის მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ზონა, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს, 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს,  მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობასა და კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს რეკონსტრუქცია შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდება. დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის…

მეტი...

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა 

  •  

 თბილისის ვაშლიჯვრის დასახლებიდან სატრანსპორტო ნაკადების განსატვირთად, ასევე საბურთალოდან დიღმის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადის გამტარობის გაზრდის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა. დღეს უშუალოდ პანდუსის მშენებლობის სამუშაოები დაიწყება. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის საშუალებით თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი, ასევე,  ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. კალაძის თქმთ, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. პროექტს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. “ვიცით, რომ ამ ადგილას საცობების სერიოზული პრობლემა არის. ვინც მოხვედრილა ამ გზაზე, რამდენიმე საათის და წუთის განმავლობაში უწევთ საცობში…

მეტი...

თბილისში ერთი პატარა გოგოს სახელობის პატარა ქუჩა არსებობს – სამშობლოდაკარგული ირინე სხირტლაძე 

  •  

 თბილისში ყაზბეგის გამზირსა და უნივერსიტეტის ქუჩას შორი ერთი პატარა გოგოს სახელობის პატარა ქუჩა მდებარეობს. ირინე სხირტლაძის ქუჩის არსებობა არც იმ მიდამოებში გავლისას და არც თბილისის ცნობარიდან შემიტყვია. არადა ქუჩა სამშობლოს უნახავად დაღუპული გოგონას სახელს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ატარებს. თავად ირინეს შესახებ კი საქართველომ, 70-იანი წლებიდან ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიდან შეიტყო და მაინც მის ქუჩამდე მამის ნაკვალევმა მიმიყვანა. ირინე სხირტლაძის მამა, არკადი სხირტლაძე ”სამშობლოსათვის მებრძოლ სამშობლოდაკარგულ” იმ იუნკერთაგან ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენამ შეახსენა საზოგადოებას. საბჭოთა ოკუპანტებს განერიდა და საქართველოს დარად რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში…

მეტი...

თბილისში 7 საქალაქო პარკის გაშენების რესურსი არსებობს – გენგეგმის ჯგუფი

  •  

 ​თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების ინფორმაციით, დედაქალაქის ძველი საწარმო ტერიტორიების ე.წ ბრაუნფილდების გამოთავისუფლებით, თბილისს 400 ჰექტარზე მეტი მწვანე სივრცე შეემატება. გენგეგმის პროექტის თანახმად დედაქალაქში 7 საქალაქო პარკი უნდა გაშენდეს. გამწვანებული სივრცეები მდინარე მტკვრის შენაკადების არეალებშიც უნდა მოეწყოს, რაც მტკვრის ზოგ ადგილას გახსნას გულისხმობს. თბილისის საკრებულოში დღეს, გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ის ნაწილი განიხილეს, სადაც გამწვანებულ ტერიტორიებსა და სარეკრეაციო სივრცეებია განხილული. გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილე  მაია ბითაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დამცველები და არქიტექტორები ესწრებოდნენ. . გენგეგმის…

მეტი...