„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში ისნის რაიონში 75 ძირი კვიპაროსი დარგეს

თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კამპანია „გაუფრთხილდი შენს უბნის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა. კერძოდ, “ნავთლუღში”, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში, არტურ ლაისტის ქუჩის N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო. აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც ჩვენს მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია ჩავატარეთ. ამჯერად, არტურ ლაისტის სკვერში ადგილობრივ  მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დავრგეთ. მოვუწოდებთ მათ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. ამ მიმართულებით, სამომავლოდ, არაერთ…

მეტი...

ხეობებში, სადაც ეროვნული პარკი უნდა იყოს, ჰესების მშენებლობა არ შეიძლება – “მწვანეთა მოძრაობა”

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველო” სამეგრელოში ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივით გამოდის და ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგება. როგორც ბუნების დამცველი ნინო ჩხობაძე აცხადებს, ​საქართველოში დღეს 11 ეროვნული პარკი არსებობს, აქედან 8 ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” დაპროექტდა. ეროვნული პარკები იძლევა საშუალებას ქვეყანა განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია ბუნების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნინო ჩხობაძის განმარტებით, კოლხეთის ეროვნული პარკი მსოფლიოს ეროვნული პარკების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გლობალური დათბობის პერიოდში იქ არსებული ჭაობები და ბიომრავალფეროვნება უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. “გლობალური დათბობის პერიოდში, მარტო ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭაობები, გვაძლევს საშუალებას, რომ ზღვამ ინტენსიურად არ შემოგვიტიოს სანაპიროზე და…

მეტი...

გარემოზე ზემოქმედების საკითხებში საზოგადოების არაინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემაა – ექსპერტი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ექსპერტი აკაკი ფანჩულიძე აცხადებს, რომ ​გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში დღეს, საზოგადოების არაინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას 7 დღის განმავლობაში აქვს უფლება საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარუდგინოს სამინისტრის, რეალურად ის მაინც არ არის ჩართული და ინფორმირებული. ​აკაკი ფანჩულიძის თქმით, დასახვეწია საზოგადოების ინფორმირებულობის თუ კომუნიკაციის მექანიზმები. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს უკვე გაუზიარეს. “ვუთხარით, რომ 21 საუკუნეში ვართ და ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა იმართება, სად იმართება განხილვა, ვის შეუძლია მონაწილეობა ელექტრონული გზავნილითაც კი, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს, რაც უფრო…

მეტი...

გარემოზე სავალალო ზემოქმედების მქონე პროექტები არ უნდა ხორციელდებოდეს – ნინო ჩხობაძე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ქვეყნის ოთხ რეგიონში – მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობისა და მათი ინფორმირების მიზნით, სამოქალაქო ქსელის შექმნას იწყებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​საუბარია გარემოზე ზემოქმედების შესახებ კოდექსზე, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა და სხვადასხვა ტიპის საქმიანობას მოიცავს, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გზების მშენებლობას. მისივე თქმით, საჭიროა ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოება, რაც დღეს რეალურად არ ხდება. “ახალი კოდექსი ამოქმედდა. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ 3 ორგანიზასიასთან ერთად, რათა გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საზოგადოება…

მეტი...

ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ფსკერი მოაბეტონეს 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ხოლო მდინარის ფსკერი  მოაბეტონეს. მონოლითური ბეტონით მოეწყობა მთლიანად მდინარის კალაპოტი. ​როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, შედეგად, უხვი ნალექის დროს, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლები აღარ დაიტბორება, ხოლო მდინარის ფსკერზე დალექილი ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება. მათივე ინფორმაციით, მდინარე ოღასკურა XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს უქმნიდა საფრთხეს. წყალი გადმოდიოდა კალაპოტიდან, ტბორავდა სახლებს და მოსახლეობას აზარალებდა. წლების განმავლობაში დაგროვებული სილისა და ქვა-ღორღის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე შემცირდა. სამუშაოების ფარგლებში კალაპოტი 7…

მეტი...

თბილისში არიზონას კვიპაროსებს, იტალიურ ფიჭვს, იაპონურ სოფორას, ევროპულ მუხებს რგავენ   

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (წითელი ბაღი) გამწვანების აქცია დაიწყო. პარკში დღის ბოლომდე 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე – 80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი და 35 ევროპული მუნა დაირგვება. წლის ბოლომდე პარკში დარგავენ 15 სახეობის 462 ნერგს და 6 სახეობის 2300 ძირ ბუჩქს – ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.…

მეტი...

საკითხი ისევ ჟვანიას ქუჩასა და მის უსაფრთხოებას ეხება – თეა გოდოლაძე 

ორგანიზაცია „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის ვაკის რაიონში, ჟვანიას ქუჩაზე კვლავ განახლდა ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობა. ​თეა გოდოლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს იმ საშიშროების შესახებ, რაც შესაძლოა მოჰყვეს, არაკვალიფიციურად ჩატარებული გეოტექნიკურ კვლევებს. “ვეცდები მოკლედ დავწერო. საკითხი ისევ ჟვანიას ქუჩასა და მის უსაფრთხოებას ეხება. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს: ბიძინა გეგიძეს, რომ მორატორიუმის მიუხედავად პროკურორების კორპუსი კვლავ განაგრძობდა სამშენებლო სამუშაოებს. მოსახლეობამ შეტანა საჩივარი მერიაში. მერიამ დააკმაყოფილა საჩივარი და საქმის განხილვამდე შეაჩერა მშენებლობა. მერიაში შეხვედრა შედგა ორჯერ. პროკურორების კორპუსის მხარემ ჩვენს კვლევაზე საექსპერტო…

მეტი...

თბილისში, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით 97 000 კვ/მ-ზე მეტი ფართობი გამწვანდება 

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. შემოდგომის ბოლომდე 97 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება. წინასწარ შერჩეული ადგილებია: სააკაძის მოედნის გზაგამყოფი კუნძულები; მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილთან); ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები; წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები; გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები; ჯავახეთის ქუჩა; მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია; ​ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს…

მეტი...

სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს

რამდენიმე დღის წინ, რეინჯერებმა, პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე წითელი ნუსხით დაცული არჩვი  მოკლეს. ბრაკონიერებს არჩვი გატყავებული გადაჰქონდათ.  აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გადამოწმების მიზნით, გააჩერეს მოქალაქეები, რომლებიც ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აღმოჩნდნენ. მათ  ჰქონდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი. “ შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი…

მეტი...

ბაგა-ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობას იკვლევენ

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობაზე მონიტორინგი საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა. სპეციალისტებმა ჰაერის სინჯები თბილისში, 4 ადგილიდან აიღეს: მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და წერეთლის გამზირზე N166-ე საჯარო სკოლასთან. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვები ნორმის ფარგლებს. მათივე ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ყოველკვირეული კვლევა თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ყოველკვირეულად სპეციალისტების მიერ წინასწარ შეირჩევა შესაბამისი…

მეტი...

რატომ ხმება თბილისის ფიჭვები? – 2019 წლიდან ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან, რომლებიც დედაქალაქს ოქტომბრის ბოლოს ეწვევიან. სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩაატარებენ. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მომავალ წელს, ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება 18.86 ჰა ტერიტორიაზე. დარგავენ სხვადასხვა სახეობის 46 200 ნერგს. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დაგეგმილია 5000 ძირი სხვადასხვა სახეობის მაღალტანიანი 3 მეტრზე მაღალი ხის დარგვა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20…

მეტი...

ახალი მშენებლობების უმეტესობა დიდი რისკის ქვეშ მიმდინარეობს – თეა გოდოლაძე  

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების უმეტესობა დიდი რისკის ქვეშ მიმდინარეობს, რადგან ხშირად, ადგილი აქვს გეოტექნიკური დასკვნების გაყალბებას. არის შემთხვევები, როდესაც მენაშენეები რისკზე მიდიან, იმის გამო, რომ კვლევების ჩატარება ზედმეტ ხარჯად მიაჩნიათ. რეალურად, ის რაც სეისმურ უსაფრთხოებაზე უნდა დაიხარჯოს, შენობის სრული ღირებულების 20% -ია. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ განაცხადა, დასახვეწია რეგულაციები, რომლებიც თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე უნდა იყოს მორგებული. როცა კონკრეტული ტერიტორიის შესახებ სეისმოლოგები და გეოტექნიკოსები მშენებელს აძლევენ ინფორმაციას, ის ვალდებულია გაითვალისწინოს, რათა შენობა იყოს აგებული იმის მიხედვით, რა დატვირთვაც ექნება გრუნტს მიწისძვრის დროს, რომ ნაგებობამ სტიქიურ…

მეტი...

თბილისის ქუჩებში არსებული ნაგვის კონტეინერები ღამის საათებში დაიცლება 

თბილისის გზებზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში დედაქალაქის სხვა უბნებიდანაც გაიტანენ. საპილოტე პროექტი ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შპს “თბილსერვის ჯგუფში” განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს, რადგან ამით საავტომობილო საცობებისთვის თავის არიდებასთან ერთად დაიზოგება კომპანიის ხარჯები. “თბილსერვისი” ასევე გეგმავს ნაგვის დამატებითი კონტეინერების შეძენას, რადგან, მიაჩნიათ, რომ არსებული რაოდენობა საკმარისი არ არის. კომპანია ახორციელებს პლასტმასის 1100 ლიტრიანი 19 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას. ახალი კონტეინერები უკვე დადგეს ისნის, სამგორის, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის ცენტრალურ…

მეტი...

ცხოველების წამებისთვის საპატიმრო სანქციები ამოქმედდება 

​შინაური ცხოველის წამების გამო პირს შესაძლოა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის მშობელი 100-დან 300 ლარამდე თანხით დაჯარიმდეს. კანონპროექტი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა, დედაქალაქის მერიისა და შსს-ს მხარდაჭერით მოამზადა. პროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოძიება უმეტესად ვერ ხერხდება, რადგან საზოგადოება ხელს აფარებს ასეთ დამნაშავეებს, იმ ლოგიკით, რომ – “ცხოველია და რა მოხდა”. “ადამიანი, რომელიც სისასტიკეს ჩადის ცხოველი მიმართ, ის ფაქტობრივად პოტენციური მოძალადეა, ეს…

მეტი...

​ღია სამშენებლო ბაზრობა და გაზონების სიმცირე – თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო 

თბილისში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემატური ადგილია წერეთლის გამზირი, რასაც სპეციალისტები სამშენებლო ბაზრობის არსებობით ხსნიან. მტვრის მსხვილი ნაწილაკები PM 10 ჰაერში ძირითადად სამშენებლო სექტორიდან ხვდება, კერძოდ, ე.წ ელიავას ბაზრობაზე ღია წესით მიმდინარეობს სამშენებლო მასალების გაყიდვა, დაჭრა და დამუშავება. დედაქალაქში, ასევე, პრობლემურია ღია გრუნტი, საიდანაც ქარის დროს მარტივად ვრცელდება მტვრის ნაწილაკები. “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროა ღია გრუნტიც. გაზონები თითქმის არ არის ქალაქში, მიწა არის ღია და ქარის დროს ძალიან მარტივად ხდება ამტვერება. თბილისი მთაგორიანია და ყოველი წვიმის შემდეგ ჩამოედინება მიწის ჩამონარეცხი, რომელიც გროვდება ქუჩებზე და გაშრობის შემდეგ მტვერდება. ამას, ემატება სამშენებლო…

მეტი...

სამშენებლო ნაგვის მეორად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ – ნინო ჩხობაძე

გარემოს დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, ბოლო წლებში, სამშენებლო ნაგავი თბილისისა და მისი შემოგარენისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, რაც ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ქარის დროს ნაგავი ჰაერში იფანტება, ხოლო წვიმის დროს მდინარეებში ხვდება და აბინძურებს მას. ​ნინო ჩხობაძე თბილისის მერიას ურჩევს, სამშენებლო ნაგვის გადამუშავების მიმართულებით იფიქრონ, რაც ევროპის ქალაქებში უკვე აპრობირებული და დანერგილია. სამშენებლო ნარჩენს ამსხვრევენ და ხელახლა იყენებენ, თუნდაც საგზაო სამუშაოებში. “სამშენებლო ნარჩენები სერიოზული პრობლემაა. ამაზე კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ ყველა დასახლებულ პუნქტში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი, სხვადასხვა მეთოდები გამოვიყენოთ,…

მეტი...

15 -16 სექტემბერს, მსოფლიოს დასუფთავების აქციებს საქართველოც უერთდება  

15 და 16 სექტემბერს, მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში მასშტაბური დასუფთავების აქციები გაიმართება. აქციაში გაერთიანებულია ორი კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World ) და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ ( Let’s Do It, World). აქციის ორგანიზატორების მოწოდებაა, – “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება და გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის”. მსოფლიოში მიმდინარე აქციების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში გაიმართება კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ორგანიზებული დასუფთავების აქციები. დასუფთავდება კრწანისის ტყე-პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქვემო ფონიჭალაში. აქციები დაიწყება 15 სექტემბერს, 11:00 საათიდან. მოხალისეებს შეუძლიათ შეიკრიბონ დილის 09:00 საათიდან 10:00-მდე “ვარდების…

მეტი...

საქართველოში 333 არალეგალური ნაგავსაყრელი არსებობს 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ მიერ, 5 წლის წინ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საქართველოში 1357 სტიქიური ნაგავსაყრელი აღირიცხა. დღევანელი მონაცემებით კი დარჩენილია 333. მათ შორის, არის, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასევე, სამშენებლო ნაგავი. ნაგავსაყრელები ჩნდება ახალ ტერიტორიებზეც,  ძირითადად მარნეულში, სადაც 120 ახალი ნაგავსაყრელი აღირიცხა, თუმცა მანამდე 200 -მდე არალეგალური ნაგავსაყრელი ფიქსირდებოდა. როგორც ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბევრ მუნიციპალიტეტში გამოსწორდა ვითარება. ძველი ნაგავსაყრელები ქრება, თუმცა, პრობლემაა ისიც, რომ სხვა ადგილებზე ჩნდება ახალი ნაგავსაყრელები. მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა სამშენებლო ნაგავი, რომელიც აწუხებს როგორ დედაქალაქს და მის შემოგარენს, ასევე რეგიონებსაც.…

მეტი...

როგორ გამოხატავენ მაიმუნები სიყვარულს სახის მიმიკებით – თბილისის ზოოპარკის სახალისო ფოტო  

საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს დადებითი განწყობის სახის მიმიკებით გამოხატვა, ან ღიმილი. ამ კითხვაზე პასუხს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე ნახავთ, სადაც ზოოპარკის ბინადარი მაიმუნების ოჯახზე გვიამბობენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორც ეალერსებიან პატარა მაკაკას დედ-მამა. “თუ გეგონათ, რომ ცხოველებს სახის მიმიკებით ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ, ახლავე ჩაგიყრით მაგ კოვზებს ნაცარში. აი, ბერბერული მაკაკების მაგალითი ავიღოთ. ჩვეულებრივ, მშვიდ სიტუაციაში ჩვეულებრივი, მშვიდი სახეები აქვთ. მაგრამ როცა პატარას ეთამაშებიან იბადრებიან, იღიმიან, იცინიან. მართლა იცინიან. გულწრფელად და მთელი გრძნობით. თან პირებს აცმაცუნებენ, თითქოს რაღაცას ესაუბრებიან ბავშვს. რას? ალბათ იმას, რასაც ჩვენ, როცა შვილებს ვეფერებით.…

მეტი...

ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

მწვანე ეკონომიკის პოლიტიკისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მთავრობამ ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ეტაპობრივად შეიზღუდება პლასტიკის ერთჯერადი პარკების მოხმარება, 2019 წლის პირველი აპრილიდან კი, აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიომ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალების მოხმარებას, რადგან გარემო ყველაზე მეტად სწორედ ამ პროდუქციით ბინძურდება.

მეტი...

თბილისის შემოგარენში დაჭრილი შველი იპოვეს

თბილისის შემოგარენში, კერძოდ სოფელ გლდანთან, ტყის პირას, მოქალაქემ შველი იპოვა. მას ფეხზე დაზიანება აღენიშნება, რის გამოც  თბილისის ზოოპარკში დღეს გადაიყვანეს. ცხოველს  დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ცხოველი უმძიმეს მდგომარეობაშია და ვეტექიმები მის გადასარჩელად ყველა ღონეს ხმარობენ. მათი ინფორმაციით, შველს ცეცლსახროლი იარაღის ნატყვიარევი არ აღენიშნება, უკანა ფეხი აქვს მოტეხილი. ვარაუდობენ, რომ სადმე დაიზიანა. ” ნატყვიარი არ აქვს, შესაძლოა სადმე ჩაუვარდა ფეხი, ან ძაღლებმა სდიეს. ვერ დგება და დიდი შანსია, ვერ გადარჩეს”, – აცხადებენ ექიმები. შველის პოვნის შესახებ მოქალაქემ “112”-ს შეატყობინა.  ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი…

მეტი...

ახალი კარტოფილი ბავშვებში მძიმე დაავადებებს იწვევს 

ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია მოსახლეობას ურჩევს, ახალი კარტოფილის ბავშვების საკვებად გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან ხშირ შემთხვევაში მასში შესაძლოა იყოს ქიმიური ნივთიერება გლიფოსატი, რომელსაც ფერმერები ნიადაგის სარეველებისგან გასაწმენდად იყენებენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ახალაიამ დღეს განაცხადა, გლიფოსატი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბავშვებში გონებრივ განვითარებას აზიანებს. აღნიშნული ნივთიერება კარტოფილზე 60 დღის განმავლობაში რჩება. 60 დღის განმავლობაში ახალი კარტოფილი უკვე მწიფეა და თუ მეორედ ვინმემ გამოიყენა, კიდევ 60 დღე უნდა დაელოდოთ. “​​გლიფოსატი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ახალშობილის თავის ტვინის იმ უბანზე მოქმედებს, რომელიც ზრდა და გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის…

მეტი...

ქვემო ქართლში ადამიანების მოწამვლის მაჩვენებელი მაღალია, ექიმთან მიმართვა კი დაბალი

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, 2014 – 2016 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად , პესტიციდების არასწორად და უსაფრთხოების წესების დაუცველად მოხმარების გამო სხვადასხვა ტიპის დაავადებები გამოვლინდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ განაცხადა, გამოკითხულთა შორის ​მოწამვლის შემთხვევები ძალიან მაღალია, მაგრამ სამედიცინო პუნქტებისთვის მიმართვიანობა ძალიან დაბალია. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ქართული ენის არცოდნა. “ქვემო ქართლის მოსახლეობის 2 %-მა იცის ქართული კითხვა, რაც იმას, ნიშნავს, რომ პროდუქციის ეტიკეტის წაკითხვა არ შეუძლიათ. მოწამლული პაციენტი ეტიკეტით ხელში უნდა მივიდეს ექიმთან, რომელსაც იყენებდა ნიადაგის დამუშავებისას. ექიმმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია ამ ნივთიერების შესახებ,…

მეტი...

კვლევა და მიღებული მძიმე შედეგები ქვემო ქართლში

ავთვისებიანი სიმსივნე და ებრიონული ანომალიები – ეს იმ მძიმე დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქვემო ქართლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის პრობლემაა. მიზეზი კი პესტიციდებია, რომლებიც უკონტროლოდ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე გამოიყენება. ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ პესტიციდებით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშრებული რისკები და მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ მძიმეა და შედეგები შეიძლება ფატალურიც იყოს. კვლევის შედეგებს ეკოტოქსიკოლოგი, გაეროს ექსპერტი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს 11:00 საათზე წარმოადგენს.

მეტი...

ხანძარი ხაშურის მუნიციპალიტეტში – ტყის ფოთლოვანი საფარი იწვის

​ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჰა-მდე ფართობი დაიწვა. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის საფარს გუშინ ღამით გაუჩნდა. ხანძარს 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყეში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრიდან ფოტომასალას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის არ არსებობს  ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელების საფრთხე. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა არ გამორიცხავს, რომ ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენის…

მეტი...

თბილისში, კუს ტბასთან მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო  მშენებლობა შეაჩერა. მშენებლობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა. ვითარებას ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, ამიტომ მისთვის და მისი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავს ადგილებში  მშენებლობა. კახა კალაძემ, თავის მოადგილეებს დაავალა შეხვდნენ მესაკუთრეს და საკითხი ცივილურად მოაგვარონ, რათა მისი, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესები არ დაზარალდეს. “ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი, რომ კუს ტბის ტყის მიმდებარედ, შუაგულ ტყეში, რესტორან “ოტიუმის” პირდაპირ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რაც ძირითადად, საძირკვლის ამოთხრას მოიცავდა.  რეაგირება მაშინვე მოხდა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა…

მეტი...

საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება

ფაროსანასთან ბრძოლის თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება და მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება. მავნებელთან ბრძოლის მიზნით,  საკარმიდამო ნაკვეთებში მოსაზიდი ფერომონების დამონტაჟდევბა, რაც მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წამლობის დაგეგმვას გულისხმობს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, აბაშაში, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა განუმარტა, მოზამთრე ფაზაში მავნებელი ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებში, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში, იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი…

მეტი...

„მეგრელი მტრედის“ საოცარი ისტორია, რომელიც წიწილებთან გაიზარდა

„მეგრელი მტრედი“  სახელად წიპა ჩხოროწყუში, დარსალიების ოჯახში ცხოვრობს. მას საოცარი ისტორია აქვს, რომელსაც ოჯახის წევრები „მთავარს“ უყვებიან. წიპა  ახალგამოჩეკილი ბარტყი იყო, როცა ბავშვებმა ჩხოროწყუს პარკში იპოვეს და თამაშობდნენ. ერთ-ერთ ახალგაზრდა შეეცოდა რომ არ მოეკლათ და სახლში წაიყვანა. ოჯახის დიასახლისმა კი წიწილებთან ერთად გაზარდა და დღემდე მათთან ცხოვრობს. „ჩემმა შვილმა სახლში რომ მოიყვანა ძალიან პატარა იყო.  ყველა წიწილას პირს უღებდა როგორც ბარტყი, რომ მისთვისაც ეჭმიათ. 3 დღე ხელით ვაჭმევდი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნახა წიწილები როგორ ჭამდნენ, თავადაც  აკენკვა დაიწყო და გაიზარდა როგორც წიწილა. წიწილები რომ წამოიზარდნენ, ახლა ქათმებთან ერთად აგრძელებს…

მეტი...

სეპარირებული ურნები თბილისის ქუჩებში წლის ბოლოდან გამოჩნდება

ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემის დასანერგად, სექტემბრიდან თბილისში, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ​სეპარაციის სტენდების განთავსდება, ხოლო სეპარირებული ურნები დედაქალაქში წლის ბოლოდან გამოჩნდება. ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში. “თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ. თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და…

მეტი...

თბილისში 7 საქალაქო პარკის გაშენების რესურსი არსებობს – გენგეგმის ჯგუფი

​თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების ინფორმაციით, დედაქალაქის ძველი საწარმო ტერიტორიების ე.წ ბრაუნფილდების გამოთავისუფლებით, თბილისს 400 ჰექტარზე მეტი მწვანე სივრცე შეემატება. გენგეგმის პროექტის თანახმად დედაქალაქში 7 საქალაქო პარკი უნდა გაშენდეს. გამწვანებული სივრცეები მდინარე მტკვრის შენაკადების არეალებშიც უნდა მოეწყოს, რაც მტკვრის ზოგ ადგილას გახსნას გულისხმობს. თბილისის საკრებულოში დღეს, გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ის ნაწილი განიხილეს, სადაც გამწვანებულ ტერიტორიებსა და სარეკრეაციო სივრცეებია განხილული. გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილე  მაია ბითაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დამცველები და არქიტექტორები ესწრებოდნენ. . გენგეგმის…

მეტი...

საქართველოში, ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელების 12 შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წელს, ერთ-ერთი უმძიმესი დაავადება ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ტკიპის ნაკბენით გადადის. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განცხადა, საქართველოში ტკიპებთან დაკავშირებული ორი საფრთხილო დაავადება არსებობს, ბორელიოზი, რომლის რამდენიმე ათეულობით შემთხვევა საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება და ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელება. პაატა იმნაძის განმარტებით, ყველა ტკიპა არ არის ინფიცირებული და არ გადააქვს ეს დაავადება, თუმცა სასურველია, ბუნებაში გაყვანისას ბავშვებს სხეულზე წავუსვათ რეპერენტები, ანუ ტკიპების დამაფრთხობელი. დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბორელიოზი, უფრო ხშირად საზღვარგარეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მათ შორის…

მეტი...

ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური დაავადების 45 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ნაწლავის ჩხირით, კერძოდ, ენტერო-ჰემორაგიული (ECEH) E. coli ბაქტერიით დაავადების 45 შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთი ლეტალური შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ ჰქონდა გართულებები. მიმდინარე წელს დაავადების მცირე აფეთქების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი თბილისში, ერთი კახეთის ერთ-ერთ რაიონში, რომელიც სარიტუალო სუფრებთან იყო დაკავშირებული და ერთი მაღალმთიან რაიონში, რუსეთიდან ჩამოსული ბავშვების ჯგუფში. დაავადების გავრცელების მიზეზად სახელდება ჰიგიენური წესების დაუცველობა. კერძოდ, ჰოსტელში, სადაც რუსი ტურისტები ისვენებდნენ 2 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ წყალი, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელი იყო, რის გამოც 3 ბავშვს განუვითარდა დაავადების მწვავე ფორმა, თირკმელის უკმარისობა. ჯგუფი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, 2 ბავშვი ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას რუსეთში. როგორც…

მეტი...

ფოთში მოსული უხვი ნალექი საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენად შეფასდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, 2 აგვისტოს 00:45-დან 06:30სთ-მდე ფოთში ძლიერი წვიმა, ქარი და ელ-ჭექი დაფიქსირდა. ნალექსი რაოდენობა 72მმ -ი იყო, რაც დაშვებულ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. ​როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ძალიან ძლიერი წვიმა და თქეში, რომლის დროსაც ნალექის რაოდენობა 30 მმ-ს აჭარბებს, საშიშ მეტეოროლოგიურ მოვლენად ითვლება. ელექტრო ენერგიის გადამცემ სადგურზე შექმნილი ავარიული ვითარების გამო, ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც სატუმბი სადგურების მუშაობა შეაფერხა. დაიტბორა ქუჩები, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შეაღწია. დაზარალდა მოსახლეობა. ქალაქის მერი გოჩა კურდღელია სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. იგი პირადად ესაუბრა…

მეტი...

თბილისის ზღვის დასასვენებელი ზონა დასუფთავდა

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფისა” და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ერთობლივი ინიციატივით, თბილისის ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. სამუშაოები  „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით განახორციელეს. ტერიტორიის დასუფთავებაში მოხალისე ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქში არსებული მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, მოსახლეობას, რომელიც აქტიურად სტუმრობს თბილისის ზღვის დასასვენებელ ზონას, დისკომფორტს უქმნიდა ტერიტორიაზე არსებული ბალახით დაფარული ნაწილი, ტერიტორია გაითიბა და დასუფთავდა.

მეტი...

ივანიშვილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას, ხალხს დარჩება – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი რესურსით, ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით მოწესრიგდეს გზები და  გაშენდეს უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება. ეკა ბესელია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა. “ლეგენდა, რომელსაც თხზავთ თქვენს გადაცემებში, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ახირება აქვს თურმე და ამ ხეების საკუთარ სამფლობელოში გადატანას იმიტომ ცდილობს, რომ ეს მისი განსაკუთრებული სურვილია და ამის გამო გზები ინგრევა და საოცრებები იქმნება, ძალიან მარტივი პასუხი:  ბიძინა ივანიშვილი საკუთარი, პირადი რესურსით, სხვათა…

მეტი...

ქუჩის ცხოველების გამრავლება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების დედაქალაქის ამა თუ უბნიდან მასობრივად გაყვანა, რასაც ხშირად ითხოვენ ცალკეული მოქალაქეები, დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა უარესი შედეგი დადგეს, კერძოდ, აცრილი ცხოველის ადგილი რამდენიმე უცხო, აუცრელმა ცხოველმა დაიკავოს. ​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიანცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ცხოველს აინტერესებს საკვები და შესაბამისად გარკვეულ არეალს აკონტროლებს, რომ მის ტერიტორიაზე უცხო ცხოველი არ შევიდეს. ამ მიმართულებით ყველაზე კარგი გამოსავალია სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად გაკონტროლდეს ცხოველების გამრავლება. აღნიშნული კანონპროექტი უკვე შეტანილია პარლამენტში. ვახტანგ ლომჯარიას აზრით, ცხოველის გამრავლება უნდა ხდებოდეს სპეციალური ნებართვებით. ცხოველის არჩევანი არ არის,…

მეტი...