ჩვენი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა” 27%-ს არ გასცდეს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ხელისუფლების წევრებმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატებმა არჩევნებში ერთად, ხმების 27 %-ზე მეტი ვერ აიღონ. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული შიდა კვლევის თანახმად, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუმცა, განმარტავს, რომ შიდა კვლევების გასაჯაროება მმართველ პარტიაში სწორად არ მიაჩნიათ, რადგან ცალკეული პოლიტიკური პარტიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ფართო საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის საფუძველი ვერ იქნება. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე, მათ შორის, მთავარი დანაშაული 2008…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ გამოცხადება რუსული სცენარია – გოგა ხაინდრავა

​ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პიარკამპანია მოსკოვში დაიგეგმა, რისთვისაც რუსეთიდან ჩამოსულია ვიტალი შკლაროვი. ის იყო ქსენია სობჩაკის პიარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და სწორედ მათი იდეაა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოცხადება. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ დღეს განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და დღემდე რუსეთის მოქალაქეა. სწორედ ის უწოდებს მოღალატეს საფრანგეთში, ემიგრაციაში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს. ვაშაძის ასეთი პიარკამპანია, ხაინდრავას თქმით, მოსკოვში დაიგეგმა. ხაინდრავა ​ქართულ მედიას მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციისგან დამატებით დაფინანსებას ღებულობს 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ცესკო-ში გაყალბებული სიების წარდგენაში ადანაშაულებს, რაც, მისივე თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია. “მათ გაყალბებული საარჩევნო სიები წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველაფერთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ასევე, 2016 და 2017 წლების საარჩევნო კამპანიებიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძემ ფიქტიური პოლიტიკური ბლოკების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ასეთი ბლოკების წყალობით “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციიდან დამატებით დაფინანსებას ღებულობს და სარგებლობენ უფასო საეთერო დროით. „როგორც…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტიის მიზანია, ქვეყანაში ევროპული ყაიდის საარჩევნო კამპანია ჩატარდეს, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს საკუთარ ხედვას გააცნობენ და ერთმანეთის შეურაცხყოფის გზით არ ეცდებიან ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. ამიტომ, ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და წარმართონ ჯანსაღი, ევროპული ტიპის კამპანია. კობახიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამომრჩეველს საკუთარი ხედვის ​უპირატესობებში არწმუნებდნენ, წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს ღალატში ისევ მოღალატეები ადანაშაულებენ – მამუკა მდინარაძე 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დღეს, ის პოლიტიკოსები ადანაშაულებენ ღალატში, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად აწარმოებდნენ მოღალატეობრივ პოლიტიკას. როგორც მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საშუალებას იყენებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის, ებრძვის სოციალური ქსელის, თუ მედიასაშუალებით, რაც 28 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი მწარე მარცხით დასრულდება. მისივე თქმით, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებაში ყოფნისას თავად აწარმოებდა მოღალატეობრივ პოლიტიკას, ახლა ცდილობენ, თავიანთი პიარკამპანიებით სხვა გამოაცხადონ მოღალატედ და ამით საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ მთავარი თემიდან. “მათ ჰგონიათ, რომ სხვას…

მეტი...

“40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის” – სოლიდარობის ქსელი აქციას გამართავს 

სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრები, ხვალ, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ სახელწოდებით, “40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის”. აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებენ, თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმოადგინონ შრომის მწყობრი პოლიტიკა, რადგან ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს, მისთვის რეალურად საინტერესო საკითხებიდან გამომდინარე გააკეთოს არჩევანი. ასევე, მოითხოვენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი 1,5-ჯერ გაიზარდოს, დაწესდეს მინიმალური ხელფასი, რომელიც, მათი თქმით, დღეს რეალურად არ არსებობს და მისი ოდენობა საარსებო მინიმუმს მიუახლოვდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სოლიდარობის ქსელი – ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა განაცხადეს, ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე განხილული იქნება შრომის პოლიტიკის ხარვეზები. “საქართველოში უხეშად…

მეტი...

„პრეზიდენტი გახდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება“ – მეუფე ზურაბიშვილზე

„არავის ვენდობი, პრემიერი იქნება თუ სხვა,  არ დავუჯერებ, რომ მარიხუანას კულტივაცია მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალოდ უნდათ. ნარკოკარტელებს შექმნიან და ეს იქნება საერთაშორისო სინდიკატის წევრები გახდებიან. მე არ მინდა ვიყო ავღანეთი, არ მინდა ვიყო კოლუმბია“ – აცხადებს მეუფე იაკობი. მეუფე  საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებს საკმაოდ მწვავედ აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის ნაცვლად კანაფის დედოფლობას გამოკრას ხელი: „რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ-ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიცია ნეიტრალური იქნება – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყებისა და პოლიციის ძირითადი მიზანია პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც შსს სრულად ნეიტრალური იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერეს ხელი. ​მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. “ რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და…

მეტი...

სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება იკრძალება – წინასაარჩევნო განმარტებები  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ორი საკითხის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი, აქვს თუ არა უფლება მაუწყებელს ეთერში განათავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არარეგისტრირებული კანდიდატის რეკლამა და უნდა გადაამოწმოს თუ არა მაუწყებელმა დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათივე თქმით, კანონი ცალსახად განსაზღვრავს…

მეტი...

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვა  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თითქმის დაასრულა ქვეყნის რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება და ახლა თბილისის მოსახლეობას ხვდება მეტროსადგურების, “ვარკეთილის”, “ისნის” , “მარჯანიშვილისა” და “სარაჯიშვილის”მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დაახლოებით 55 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვა, რომელსაც 8 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს. რაც შეეხება კამპანიის დაფინანსებას, ზურაბიშვილს ბიზნეს სექტორის იმედი აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის კონკრეტული შემოწირულობების ოდენობა უცნობია. „რეგიონებში პრაქტიკულად დავასრულეთ ხელმოწერების შეგროვება. თბილისი რომ არ გამოგვრჩეს, გადავწყვიტეთ მეტროსადგურებთან ხელმოწერების შეგროვება. თუ არ ვცდები 55 000 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია, რომელსაც 8 სექტემბერს შევიტანთ კომისიაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.…

მეტი...

ცესკო-დან “კურატორის” სახელით სატელეფონო ზარები ხორციელდება და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, იყო შემთხვევები, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რამდენიმე კონკურსანტთან განხორციელდა სატელეფონო ზარი და უცნობი პირი, ვინმე „კურატორის“ სახელით აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგან და რამდენიმე ოლქიდან მიიღო. დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც, მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.…

მეტი...

“ყველაზე კარგი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია” – ზვიად ძიძიგური საპრეზიდენტო არჩევნებზე

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია. “საქართველოში სოციოლოგიისას ​მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერებ, რაც კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევისა და არჩევნების შედეგები დამთხვევია ერთმანეთს, ბოდიშის მოვიხდი. ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, კვლევები ტარდება, შემდეგ არჩევნები და ცდომილება 2-3%-ია, საქართველოში ხდება მხოლოდ ის, რომ 20, 30 და 50 % -იანი ცდომილება არის ხოლმე არჩევნების შედეგებსა და კვლევას შორის. ეს არის ნონსენსი და სოციოლოგიური კვლევების მიმართ მაღალ ნდობას ეს არ…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს, ვისაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს – ზვიად ძიძიგური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს და ეს გამარჯვებისთვის არ არის უმნიშვნელო ფაქტორი. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები შედის აქტიურ ფაზაში და ვნებათაღელვაც მატულობს, შესაბამისად, მაღალი ინტერესი მმართველი გუნდის გადაწყვეტილების მიმართ. პარტია “ქართული ოცნების” პოზიცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. “ჩემი, მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თუ მმართველი პარტიის ოფიციალური მხარდაჭერა ექნება რომელიმე კანდიდატს, ის გახდება საარჩევნო მარათონში ფავორიტი…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – ზვიად ძიძიგური

პარლამენტი წევრი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, მისი თქმით, არის მებრძოლი სულის ადამიანი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა და იქნება ღირსეული პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი, 2007-2008 წლებში ის “გაერთიანებული ოპოზიციის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, 28 ოქტომბრის არჩევნებში მთავარი თემა არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ თუ არ იქნება ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული, ამაში ტრაგედია არ არის, უფრო მეტიც, ეს დემოკრატიის მეტი ხარისხის მაჩვენებელია. მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდში…

მეტი...

მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი არ იქნება – “მაქვს განცდა, რომ სწორი გზით მივდივარ”

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მეორე ვადით პრეზიდენტობას არ გეგმავს და აცხადებს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში კენჭს არ იყრის. ​როგორც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ქართველ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ელიტის ან სხვა რომელიმე ჯგუფის სამსახურში არ ყოფილა და სხვა ფორმით განაგრძობს საქართველოს სამსახურს. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. დოკუმენტი ორპუნქტიანია და რამდენიმე ქვეპუნქტს მოიცავს და საუბარია იმ აკრძალვებზე, რაც საარჩევნო პერიოდზე ვრცელდება. დოკუმენტის მიხედვით: „1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილია რიგი შეზღუდვები, მათ შორის: ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს კომისიის წევრობის შემთხვევაში დროებით უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება; გ) საქართველოს შინაგან…

მეტი...

ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს – ირაკლი კობახიძე

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და პრეზიდენტობის ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვისაც  მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებობს რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. „ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით…

მეტი...

წინასაარჩევნო კამპანია იწყება – რა ეკრძალებათ სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს

​სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ხვალიდან, იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. 29 ოქტომბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის, “საარჩევნო კოდექსით” დადგენილი წესები, სტანდარტები და შეზღუდვები ამოქმედდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცესკო-ში განუმარტეს, არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია პენსიის, სოციალური დახმარების, შემწეობისა და სოციალური გასაცემლების ოდენობის ზრდა და ისეთი პროექტების, თუ პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრებს,  მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციას – პროკურატურის, შინაგან საქმეთა…

მეტი...

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასრულდება კანდიდატურების დასახელება. „საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ „ქართული ოცნების“ პოზიცია, ალბათ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც ცნობილია, მმართველი პარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ გეგმავს, რაც, ქვეყნის პრემიერის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ მეტი…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ ხელთ აქვს  იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე ეს ქვეყნის მართვას სჭირდება“ –  ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ აყენებს. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება გუნდმა ბიძინა ივანიშვილის ავტორობით მიიღო. „გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმ მოსაზრებით, რომ ბატონი ბიძინა, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამ იდეის ავტორი იყო,  მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული ძალაუფლება ხელს უშლის ქართული დემოკრატიის განვითარებას.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მეთაურის პოსტი არ არის პოლიტიკის შემქმნელი პოსტი, ის მაინც მნიშვნელოვანია და როცა „ქართულ ოცნებას“ ხელთ აქვს ძალაუფლება იმაზე მეტი, ვიდრე ეს ქვეყნის მართვას სჭირდება, კიდევ ერთი პოსტის დამატება შესაძლებელია ქართულ საზოგადოებაში აღქმული ყოფილიყო,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დიპლომატიის დიდი გამოცდილება აქვს – დავით ჭიჭინაძე  

​მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოსახლეობაში და საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი გამარჯვებას ადვილად მოიპოვებდა, ამდენად, მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა მმართველმა პარტიამ უარი პოლიტიკურ ბრძოლაზე. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მიმართ ის დადებითად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება დადებითი ფაქტორია ხელისუფლებისთვის. მისივე თქმით, საერთაშორისო დიპლომატიაში გამოცდილების თვალსაზრისით ქართველი ახალგაზრდა დიპლომატები ბევრად ჩამორჩებიან სალომე ზურაბიშვილს. “სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპატია არსებობს, რადგან მას აქვს საერთაშორისო დიპლომატიის დიდი გამოცდილება აქვს, მან ეს 2005…

მეტი...

„ქართული ოცნების“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილია

მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირას ოფიციალურად  გამოაცხადებს. არაოფიციალურად კი „ქართული ოცნება“ არჩევანს სალომე ზურაბიშვილზე აჩერებს. „ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩაერთვება. აღნიშნული ინფორმაცია „მთავარს“ „მმართველ გუნდის“ არაერთმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. უფრო მეტიც, ოგიერთ მაჟორიტარს უკვე სთხოვეს ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს პირობების გარეშე დაუჭერს მხარს. „ჩვენ მხარს დავუჭერთ რომელიმე დამოუკიდებელ და უპარტიო კანდიდატს, ეს იქნება ჩვენი პოზიცია და კონკრეტულ ადამიანზე ჩვენი პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც გადავხედავთ სრულ სპექტრს იმ კანდიდატების, რომლებიც დაასახელებენ თავის თავს საპრეზიდენტო…

მეტი...

არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება – სიმონ ნოზაძე ​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს მისთვის მისაღებია და მხარს დაუჭერს. როგორც დეპუტატმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ თავად ზურაბიშვილს ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, არსებობს ირიბი მტკიცებულებები, რომ შესაძლოა თავისი კანდიდატურა დააყენოს. “იმ შემთვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” არ წარადგენს საკუთარ კანდიდატს, მხარს დავუჭერ ზურაბიშვილის კანდიდატურას. მასთან პირადი ნაცნობობა არ მაქვს, პარლამენტში გავიცანი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდით, ვიცი მისი განათლების, კულტურისა და ერუდიციის შესახებ, ასევე…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც პრეზიდენტს შეეფერება – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წარადგენს. როგორც მირიან წიკლაურმა მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იზრდებოდა, ყოველთვის იყო საქართველოს პატრიოტი და  საერთაშორისო დონეზე იცავდა თავისი ისტორიული სამშობლოს ინტერესებს, არის გამოცდილი პოლიტიკოსი და ყველა ის თვისება აქვს, რაც დღეს არსებული მოთხოვნებით პრეზიდენტს შეეფერება. “​​დიდი სიამოვნებით დავუჭერ მის კანდიდატურას მხარს. ჯერ ერთი, სალომე გაზრდილია ტრადიციულ ქართულ ოჯახში, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მისმა ოჯახმა საფრანგეთში შეინარჩუნა თავისი ეროვნული საწყისები და რამდენადაც ვიცი, სალომეს…

მეტი...

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

„მთავარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია. დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა გიორგი მარგველაშილის უარის  შემდეგ მიიღო. ეს ინფორმაცია მმართველო გუნდისთვისაც ცნობილია. როგორც წყარო „მთავარს“ უყვება, მარგველაშვილი-უსუფაშილისა და ოპოზიციის ნაწილის  მოლაპარაკებით, პრეზიდენტობის კანდიდატი  ან გიორგი მარგველაშილი უნდა ყოფილიყო, ან დავით უსუფაშილი. მიღებული გტადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოქმედი პრეზიდენტი საპრეზიდენტო კანდიდად დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი იქნება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრებას არ აპირებს. „ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას.მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მე მას ვუთხრი რომ არც მომავალში ვაპირებ პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას.…

მეტი...

პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დაასახელა

საქართველოს  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა. 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აღჩევნების თარიღი შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან. „ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. შესაბამისად, დღეს შესაბამისი დადგენილება გაიგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. კანონის მიხედვით, დღეიდან, პოლიტიკურ ბსუბიექტებს უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყონ.

მეტი...

საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაზე “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა უარი თქვას  

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის შესაქმნელად და დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, თუმცა, მეორე მხრივ დასძენს, რომ არა ერთი კანდიდატი ჰყავთ, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული შედეგის ჩვენება შეუძლიათ. როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო გახდეს ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასთან ერთად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც უპირატესობით არის წარმოდგენილი. “რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანაა, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის სუსტი კანდიდატია – ირაკლი კობახიძე  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გრიგოლ ვაშაძის სახით, სუსტი კანდიდატურა მიზანმიმართულად დაასახელა, რომელსაც სავარაუდოდ ბოლო მომენტში მოხსნიან, სხვა კანდიდატის მხარდასაჭერად. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ამის უკან გარკვეული პოლიტიკური გათვლები იყოს. „იყო გარკვეული საუბრები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ და თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები „ნაციონალური მოძრაობისათვის“. ეს ეჭვები გარკვეულწილად გაამყარა წარდგენილმა კანდიდატმა. ეს არის სუსტი კანდიდატი. რაში უნდა აწყობდეს „ნაციონალურ…

მეტი...

როდესაც ქვეყანა გამოწვევებს ვერ პასუხობს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დადგეს – ლევან კობერიძე

პარლამენტის დეპუტატის, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი ლევან კობერიძე დეპუტატი მიიჩნევს, რომ, როდესაც ქვეყანას პრობლემები აქვს მართლმსაჯულების საკითხში და გამოწვევებს ვერ პასუხობს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი უნდა დადგეს. ​როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მთავრობის გადაყენების შესახებ, რადგან მისი შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგი მიმართულებით არის დადებითი ძვრები. “პრემიერმა ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და…

მეტი...