K2 -ის უკონტროლო ზრდამ თბილისში ურბანული კრიზისი გამოიწვია – ზაზა გაბუნია ​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, მიესალმება K2 კოეფიციენტის ზრდის შეწყვეტას და აცხადებს, რომ შენობების სართულიანობის უკონტროლო ზრდამ, რაც დედაქალაქში უკვე წლებია მიმდინარეობს, თბილისი დააშორა განვითარების სივრცით-არქიტექტურულ, გეგმარებით, ვიზუალურ და ზოგადად სისტემურობის თვალსაზრისით განსაზღვრულ პოლიტიკას. 

მისივე შეფასებით, ასეთმა ზედაპირულმა მიდგომებმა გამოიწვია ქალაქის ურბანული განვითარების ერთგვარი კრიზისი.

“K2-მა თბილისს თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა დაუკარგა. მივესალმები ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას. ცხადია, მხოლოდ გაუქმებით ამოცანა ვერ მიიღწევა. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მუნციპალიტეტი განაგრძობს სამუშაოს ახალი გენგეგმის პირობებში, რომ მივიღოთ პროგნოზირებადი ურბანული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქალაქის ფორმებთან და მისი ჰარმონიული განვითარების ამოცანებთან. ამასთან, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული საკანონმდებლო სამუშაოც, რისთვისაც პარლამენტი მზად არის”, – აცხადებს დეპუტატი ზაზა გაბუნია.

მსგავსი თემები