ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში – ხაბეიშვილი

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა. ,,პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების. როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია ,,ნაციონალური მოძრაობის” მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი, ან ქუთაისელებმა. 10 000 ქუთაისელია ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები…

მეტი...

თურქეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა

თურქეთში, ანკარას ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში დაფიქსირდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და მედიკოსები. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

მეტი...

პეკინური იხვების წარმოება

პეკინური იხვები მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია და ის დელიკატესად ითვლება. ეს არის ქარხანა პეკინში, სადაც პეკინურ იხვს აწარმოებენ და მსოფლიო ბაზარზე გზავნიან. ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)

მეტი...

ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს

ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ,,ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ.” – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დანიელ ბლაზკოვეცმა შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2_ის ტიპის იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს და ასევე ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 570 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 1 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 440 სამხედრო, 7 ჯავშანტექნიკა და 11 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 278 570; ტანკი – 4 702; ჯავშანტექნიკა – 8 991; საარტილერიო სისტემა – 6 477; სარაკეტო სისტემა – 798; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 043; საკრუიზო რაკეტები – 1 529;…

მეტი...

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირას იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირას იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს. ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად.

მეტი...

აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს

აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, გასულ კვირას კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკებების შემდეგ სერბეთმა საზღვარზე თანამდროვე ტანკები და არტილერია განათავსა. გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, რომელიც კოსოვოში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციად იქცა, კოსოვოელი პოლიციელი და სამი შეიარაღებული სერბი ემსხვერპლა. „ვაკვირდებით მსხვილ სერბულ სამხედრო კონტინგენტს კოსოვოს საზღვრის გასწვრივ. ის მოიცავს არტილერიას, ტანკებს, მოტოქვეით ქვედანაყოფებს. მოვუწოდებთ სერბეთს, გაიყვანოს ეს ძალების საზღვრიდან“, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბრძოლა ძირითადად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს პარტიასა და პროდასავლურ ლიბერალურ პარტიას, „პროგრესულ სლოვაკეთს“ შორის მიმდინარეობს. ხმის მიცემა რამდენიმე საათში შეწყდება. ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ კი საბოლოო მონაცემები გასაჯაროვდება. მედიის ცნობით, რობერტ ფიკოს სურს, უნგრეთის მსგავსად, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდეს. „პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი მთავრობა შეინარჩუნებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინასადმი.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ტოკმაკთან, რუსებმა თავისივე გამანადგურებელი Su-35 ჩამოაგდეს

ზაპოროჟიეს რაიონში ოკუპანტებმა საკუთარი გამანადგურებელი სუ-35 ჩამოაგდეს. ტელეგრამ არხ ,,მონიტორის” მონაცემებით, რუსებმა თავისივე თვითმფრინავი ოკუპირებული ტოკმაკის ცაზე გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

მეტი...

ჯოზეფ ბორელმა ოდესაში რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან უკრაინის ისტორიულ და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქს მუდმივი რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ,,ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალ ამბებში მისი ცოცხალი კულტურის და სულისკვეთების, მრავალეთნიკური საზოგადოების, მისი სილამაზისა და ისტორიის გამო, მაგრამ ის პუტინის ომის ხშირი სამიზნეა, რომელიც ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და უძველეს ეკლესიებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, ტაძარი 23 ივლისის რუსული დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მეტი...

თურქული კომპანია დრონების წარმოებისთვის, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი ჰალუკ ბაირაქტარი ავრცელებს. ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწადნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება. ცნობისთვის, უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაფორმდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თურქეთის ხელისუფლებამ კი Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.

მეტი...

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ბორანს ცეცხლი გაუჩნდა

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. იტალიის სანაპირო დაცვამ 177 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის, ეკიპაჟის 27 წევრი. უცხოური მედიის ცნობით, ისინი იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ. მაშველებმა მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მეტი...

,,უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა” – შმიგალი

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა.​ ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. ,,უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის,” – განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრემიერმა კიევში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპაში სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის ახალი ცენტრი გახდება.

მეტი...

,,უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო” – ზელენსკი

უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. ,,ჩვენ დაინტერესებული ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა”, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.

მეტი...

ხერსონის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკში – 7

რუსული დაბომბვის შედეგად ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკის ოლქში კი 7. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის ოლქის 96 შეტევა განახორციელა. გაისროლა 432 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. მისივე თქმით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, ქარხნები და კვების ობიექტები იყო.

მეტი...

,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას” – ერმაკი

,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას”. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. „არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას საკუთარი იარაღის წარმოებისთვის. უკრაინაში იქნება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

პაკისტანში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში რელიგიურ შეკრებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 55 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სამიზნე წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა იყო, რომელიც პროვინციის დედაქალაქ კვეტადან დაახლოებით 60 კილომეტრში იმართებოდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ხელისუფლებამ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტი...

პუტინმა საშემოდგომო გაწვევას ხელი მოაწერა – ჯარში 130 000 მოქალაქეს წაიყვანენ

რუსეთში პირველი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სამსახურში 130 000 ადამიანს გაიწვევენ. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა. „2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან ფედერალურ კანონს „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, 130 ათასი ადამიანის ოდენობით“, – ნათქვამია განკარგულებაში. ცნობისთვის, რუსეთში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 130 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 30 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 470 სამხედრო, 12 ჯავშანტექნიკა და 4 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 278 130; ტანკი – 4 691; ჯავშანტექნიკა – 8 984; საარტილერიო სისტემა – 6 447; სარაკეტო სისტემა – 796; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 006; საკრუიზო რაკეტები – 1 529;…

მეტი...

,,ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის” – ზელენსკი

ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ამ კვირამ ძალიან გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ხალხი. ხვალაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის: ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა – შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან. რათა სამყარომ გაიგოს და მხარი დაგვიჭიროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისა და მისი ხალხისთვის! დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

უკრაინის რეგიონებში განგაში გამოცხადდა

რუსი ოკუპანტები უკრაინას სამხრეთით შაჰიდის კამიკაძე დრონებით უტევენ. სამ რეგიონში – მიკოლაივში, ოდესასა და ხერსონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება ჩაუდას სასწავლო პოლიგონის ტერიტორიიდან (ყირიმი) განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა დაფიქსირდა იზმაილის რაიონის მიმართულებითაც. მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

ბრიტანეთი ყარაბაღის მოსახლეობას და დევნილებს მილიონი ფუნტით დაეხმარება

გაერთიანებული სამეფო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონი ფუნტ (1,22 მილიონი აშშ დოლარს) გამოყოფს. ძირითადად საუბარია ჰუმანიტარული დახმარებაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს და დევნლებს მოხმარდება. თანხები გამოიყოფა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მეშვეობით. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დევნილი მოსახლეობა საკმაოდ რთულ პირობებში აღმოჩნდა. „აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, სეპარატისტული რეგიონის მთიანი ყარაბაღის კონტროლის დამყარების მიზნით, სომეხი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა  თავი მეზობელ სომხეთის რესპუბლიკას შეაფარა, სადაც მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს აწყდებიან“ – აღნიშნულია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეო დოჩერტის განცხადებით, დახმარება, პირველ რიგში, გამიზნულია ყველაზე…

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედია მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.

მეტი...

ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და შეფერხდა მოძრაობა მეტროში. ,,ეს საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.

მეტი...

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ,,არჩევნებისთვის”, ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო, ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაშია 11 პირი. სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც. სანქციები მოიცავს გადაადგილებისა და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას, სანქციებს დაქვემდებარებული პირებისთვის. ,,რუსეთის ყალბი არჩევნები არის უშედეგო მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

მეტი...

საქართველოს მოქალაქე სალონიკში, საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ნიღბიანი კაცი შუადღისას სალონიკის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და 8 000 ევროს ღირებულების ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამნაშავე მაღაზიის მეპატრონეებმა გამვლელების დახმარებით ქუჩაში დაიჭირეს და პოლიციის მისვლამდე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 42 წლის კაცმა დანაშაული აღიარა.

მეტი...

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ,,ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება”, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა. შეზღუდვა 10, ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება. შეგახსენებთ, რომ რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც. ევროპული ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებებს ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ იღებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8…

მეტი...

რუსეთი აზერბაიჯანთან „რუსი სამშვიდობოების“ საკითხს განიხილავს

ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსული მხარე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს გეგმავს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, მთავარი განხილვის საგანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „რუსი სამშვიდობოების“ მუშაობა იქნება. „ამჟამად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ამ კითხვაზე პასუხი გასცეს, რადგან ახლა საუბარია მისიაზე, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი განხილვის საგანი აზერბაიჯანულ მხარესთან”, – განაცხადა პესკოვმა მედიასთან. სომხეთიდან მოსახლეობა გარბის – ამ ეტაპისთვის, სომხეთს 93 000-მდე დევნილი ჰყავს

მეტი...

მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობით

მოსკოვი – კიევი; კიევი – მოსკოვი – როგორც რუსული მხარე აცხადებს, ამჯერადაც მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობები გააჩნია. რუსული მხარე ამჯერადაც ხელს უკრაინისკენ იწვდის და ამბობს, რომ მას კომფლიქტის დასრულება არ სურს. როგორც რუსი დიპლომატი, საგარე მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს, მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები იყოს დაცული. „მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკება უნდა შედგეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით.  ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“ – აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ  მოლაპარაკებისთვის აუცილებელია, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან დიალოგის აკრძალვა გააუქმოს. მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გაჭიმავს კიევი მოლაპარაკებების…

მეტი...

უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას – დენის შმიგალი

უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას, – ამის შესახებ  უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ”კიევი მიზნად ისახავს გახდეს „სრულფასოვანი კანდიდატი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის“. „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამას ყველა უკრაინელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა შმიგალმა. უკრაინის პრემიერმა აღნიშნული  განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ დებატები აქტიურდება მომავალ თვეებში დაგეგბილი შეხვედრების წინ. საფრანგეთი და გერმანია უჭერენ მხარს ევროკავშირის სრული სტატუსის ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც დაფუძნებულია წევრობის ოთხ სხვადასხვა კონცენტრირებულ წრეზე. ეს შეიძლება იყოს ეტაპობრივი ინტეგრაციის ჩარჩო. „ჩვენ გვინდა, ვიყოთ სრულუფლებიანი…

მეტი...

ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. „ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 170 ცხედარი, რომლებიც გადასვენებული არიან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში. ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი.

მეტი...

„ვანგერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვანგერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს. როგორც დაზვერვის განცხადებაში ნათქვამი, „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრუნდებიან როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში, რომლებიც იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პრორუსული შენაერთების მხარეს. „გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. ბრიტანეთის დაზვევრვისცნობით, ” ვაგნერელები“ კონცენტრირებულნი არიან დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 277 660 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 277 660 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 277 660; ტანკი – 4 687;  ჯავშანტექნიკა – 8 972;  საარტილერიო სისტემა – 6 409; სარაკეტო სისტემა – 794; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 536; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 991; საკრუიზო რაკეტები – 1 529; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 836;  გემი/ნავი/კატარღა – 20  წყალქვეშა ნავი – 1 ; ​სპეციალური აღჭურვილობა – 930.

მეტი...

პოლონეთში, საქართველოს 34 წლის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, მოდლინის აეროპორტში საქართველოს 34 წლის მოქალაქე დააკავეს. საქართველო მოქალაქე  ცირკულარით რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა. დანაშაუელებს შორისაა: თავდასხმა, გატაცება, ძალადობა და და მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

სროლა საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში – დაიღუპა ორი ადამიანი

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 14 წლის ბავშვი. სროლისას 39 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო მისი 14 წლის ქალიშვილი მძიმედ დაშავდა. ამასთან გარდაცვლილია 46 წლის მასწავლებელი. 32 წლის თავდამსხმელი საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწავლო კურსს გადიოდა. მამაკაცის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი უცნობია. დაკავებისას თავდამსხმელს ჯიბეში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა.  სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 32 წლის დაკავებულმა შენობებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა.

მეტი...

„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება. მისი თქმით, იენს სტოლტენბერგთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები ჰქონდათ. „უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას. დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში იმყოფებოდა, გვქონდა ნაყოფიერი მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ომში უკრაინის გამარჯვების სტრატეგიასა და ჯარისკაცების გაძლიერებაზე.  

მეტი...