პრინცმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პოლონელ ხალხს – პრინცი უილიამი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრინცი უილიამი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა. უელსის პრინცის სპიკერის განცხადებით,  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე და მის გავლენაზე პოლონურ საზოგადოებაზე. “უელსის პრინცმა ისარგებლა შემთხვევით და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პოლონელ ხალხს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს აქ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.” – განაცხადა სპიკერმა.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა. ზელენსკი ადგილობრივებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ყველაფრის აღდგენას, რაც რუსმა დამყრობლებმა გაანადგურეს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი იმყოფებოდა სოფელ პოსად-პოკროვსკეში, სადაც უამრავი სახლი, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. ზელენსკის თქმით, ხელისუფლება ეცდება, ძირითადი სამუშაოები ზამთრის დადგომამდე შესრულდეს. „ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა  სახელმწიფო ჯილდოები გადასცა  უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის თავდაცვაში მონაწილეობენ.  

მეტი...

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს. აღნიშნულის შესახებ კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ აღარ გვაქვს რუსეთთან ასეთი დიდი ვაჭრობა, თუმცა ვაჭრობა გვაქვს მესამე ქვეყნებთან. საკითხავია, მიდის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილად მესამე ქვეყნებში, თუ რუსეთი იყენებს ამ ტრანზიტს თავის სასარგებლოდ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის დასჯადობაზე. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია, ასევე განვიხილოთ სანქციების შემდეგ პაკეტი. თუმცა ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ გვერდის ავლის შესაძლებლობები“, – აღნიშნა კაია კალასმა.…

მეტი...

პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის,  დიმიტრი მედვედევის განცხადებით,  პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. ,,წარმოვიდგინოთ… გასაგებია, რომ ეს სიტუაცია არასდროს რეალიზდება, მაგრამ დავუშვათ, რომ რეალიზდა. ატომური სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ჩადის, დავუშვათ, გერმანიაში, სადაც მას აპატიმრებენ. ეს რა არის? ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის!  უკვე ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა საშუალება ბუნდესთაგში, კანცლერის ოფისში მიფრინავს,”- განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა – სროლა დენვერის სკოლაში

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის სკოლაში 17 წლის მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მედიის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორესი კი – სტაბილური. სავარაუდო დამნაშავე 17 წლის ოსტინ ლაილია, რომელიც  მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა. NYT-ის ცნობით,  პოლიციამ ლაილის ავტომანქანა  პარკში იპოვა, მოგვიანებით კი მისი ცხედარიც ნახეს.

მეტი...

,,ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევაა”- ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტამდე  განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხედავენ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა. ,,გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა, რომელსაც მხარს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის…

მეტი...

მოსკოვი ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს – რუსეთის საგარეო

ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ვხედავთ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან “ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის” შესახებ შემდგომი მუშაობის პერსპექტივები განიხილა. ,,დადასტურდა რუსული მხარის ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის გადაჭრაზე – სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი ხედავს საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით. სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ. ასევე, ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების გზით მათი შემდგომი დემარკირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,ბირთვული კონფლიქტის საფრთხე გაიზარდა”- მედვედევის მუქარა

,,მოიხსნა თუ არა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ მოხსნილა, გაიზარდა. ყოველი დღე, როდესაც უცხოური იარაღი მიეწოდება უკრაინას, საბოლოოდ ეს აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა. ,,მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რუსეთის გადაწყვეტილების, ან მისი პრეზიდენტის ან უზენაესი მეთაურის გადაწყვეტილებას, გაეკეთებინათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და არასწორად გათვალეს. შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა, ჩვენთან დოკუმენტისთვის რომ მოეწერათ ხელი,”- აღნიშნა მედვედევმა.  

მეტი...

პარტნიორები უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე მსჯელობენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინას შეიარაღების ნაწილში მაქსიმალური დახმარება სჭირდება. შესაბამისად, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ომში მყოფმა ქვეყანამ  ავიაგამანადგურებლები მიიღოს. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადება ეს აუცილებლობა და საჭიროება დგას იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას არ ჩქარობს. „დასავლეთი კიევისთვის ლეტალური იარაღის ხანგრძლივად მისაწოდებლად უნდა მოემზადოს. პუტინი გამოფიტვამდე ომშია ჩართული და მზად არის, ათასობით სამხედროს დანაკარგი ჰქონდეს“ –  აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.  

მეტი...

რამდენიმე საათში თბილისში გერმანიის საგარეო მინისტრს ელოდებიან

დღეს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტი იწყება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. როგორც გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, ვიზიტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.  

მეტი...

აშშ-ის განცხადებით, პუტინს ომის დასრულება არ სურს

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე განცხადება გააკეთა და ჩინეთის პრეზიდენტ მოუწოდა, პუტინთან ომის დასრულებასა და უკრაინიდან ჯარის გაყვანაზე ესაუბრა. ამჯერად, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კობრი აცხადებს, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმები მაშინ, როცა რუსეთს სი ძინპინი სტუმრობს, იმას ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ ჩქარობს და არც გზებს ეძებს ამისთვის. „რუსეთის პრეზიდენტს არ შეუცვლია ტაქტიკა მშვიდობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ „ამაღლებული“ რიტორიკის შემდეგ. პუტინი აგრძელებს უკრაინელების დახოცვის ახალ სასტიკ საშუალებებს. ის ცდილობს, გაანადგუროს უკრაინული ქალაქები, წაშალოს უკრაინა რუკიდან, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო,“- აღნიშნა კირბიმ. შეგახსენებთ,…

მეტი...

„ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროებსა და ომში დაჭრილებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა,  თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი საუკეთესო იქნება მათთვის. „ძალიან მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, სადაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოიტანა. თითქმის მუდმივი საჰაერო განგაშის სიგნალი კრამატორსკში, დაბომბვის მუდმივი საფრთხე  დონბასში, ხარკოვში, ყველგან. სადაც რუსული ბოროტება მივიდა, თვალსაჩინოა, რომ ტერორისტი სახელმწიფოს გაჩერება მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით არის შესაძლებელი. რუსეთის აგებს ამ ომს. ეს ყველას ესმის და თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი ყველაზე საუკეთესო იქნება მათთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთი…

მეტი...

საქართველოს ხვალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. ამის  შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. ,,მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა,”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. „დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

მეტი...

საქართველო-რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან – ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა  ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა. ,,ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

მეტი...

,,რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ჟაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა. უცნობია მოჰყვა თუ არა დამობვას მსხვერპლი. ,,ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს “მხოლოდ კიდევ ერთი დღე” უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე”,- წერს ზელენსკი.  

მეტი...

,,ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც საკუთარ აზრს მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს”- მაკრონი

,,ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის წინაშე, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს სუვერენულად მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით”, –„ევრონიუსის“ ინფორმაციით ამის შესახებ საფრანეგთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. დღეს ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს სატელევიზიო ინტერვიუს საშუალებით, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ განმარტავს, თუ როგორ გეგმავს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გადალახვას. ცნობისთვის, საფრანგეთში, სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატარებას პროტესტი მოჰყვა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად”- გოშევსკა

,,შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად,”- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის დეპუტატმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება. ,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ის სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება. შეიძლება ითქვას რომ ის ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად. ეს საბჭოთა სისტემაა. ზუსტად იგივე მეთოდები რომელსაც რუსეთსა და ბელარუსში იყენებენ. ამის კიდევ ერთ მაგალითი ნავალნის სამქეა. ზუსტად იგივე სისტემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ეს აღარ…

მეტი...

რუსეთმა კიევის რეგიონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონი ირანული “შაჰიდით”, ე.წ. კამიკაძე თვითმფრინავებით დაბომბა. კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაცია ცნობით, დაბომბვის შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია 3 დაღუპულისა და 7 დაჭრილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით,  ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

მეტი...

,,ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზეც”- იენს სტოლტენბერგი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე,”- ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ,,საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და მიზანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე. საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს NATO-საქართველოს პაკეტი წარმოადგენს. 2022 წელს მან განაგრძო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თავსებადობის გაუმჯობესება, რათა მხარი…

მეტი...

პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრას 13 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანსა და ავღანეთში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაშვდა 90-ზე მეტი. პაკისტანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის ინფორმაციით,  სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, 44 კი  დაშავდა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, კი  სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ავღანეთში.    

მეტი...

„ყირიმიდან ვირთხების მიგრაცია დაიწყო“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის წარმატებაზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  კიევის ოლქის პატარა სოფლებისთვის ბრძოლა დასრულდა. „გასული წლის 21 მარტს დასრულდა ბრძოლა კიევის ოლქის პატარა სოფლის, მოშჩუნისთვის, რომლის გათავისუფლება იქცა პირველ დიდ ნაბიჯად გამარჯვებისკენ და მას მოჰყვა ბრძოლები გოსტომელის, ირპენის, ჩერნიგოვის, სუმის და კუნძულ ზმეინის გასათავისუფლებლად და თავდაცვის უნიკალური ოპერაცია სამხრეთში, სადაც თავისუფლება დაიბრუნა ხარკოვმა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მალე ყირიმიც დაბრუნდება. „ასეთივე შედეგებს ველოდებით დონბასისთვის გმირულ ბრძოლაშიც, აზოვისპირეთშიც და ყირიმის დასაბრუნებლადაც.  ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების…

მეტი...

აშშ-ის შეფასებით, ჩინეთი უკრაინის ომთან დაკავშირებით მიუკერძოებელი არ არის

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის – სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დათბა. პრეზიდენტების ერთმანეთის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და უფრო მეტიც, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც კი შეთანხმდნენ. პუტინი ჩინეთს ნომერ პირველ პარტნიორად მოიხსენიებს. რაც შეეხება პრეზიდენტ სი ძინპინს, ის აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთი მიუკერძოებელია, რასაც აშშ არ ეთანხმება. „არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელ მხარეს,” – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი  ჯონ კირბი. შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვს სტუმრობს. მანამდე კი ჩინეთმა 12 პუნქტიანი გეგა წარმოადგინა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას და მშვიდობას…

მეტი...

პუტინის განცხადებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საფუძველია

ჩინეთის პრეზიდენტი აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას. მხარეები დიალოგითა და ოფიციალური შეხვედრებით კმაყოფილები არიან. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა საუკეთესო საშუალებაა უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად. „ჩინეთის სამშვიდობო გეგმის არაერთი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი. თუმცა, მნიშვნელოვანია, დასავლეთი და კიევი მზად იყვნენ ამისთვის“ – აცხადებს პუტინ. მისივე შეფასებით, ჩინეთი რუსეთისთვის ნომერ პირველი პარტნიორია. თუმცა, არც რუსეთი რჩება პუტინს ვალში. როგორც პუტინი აღნიშნავს, რუსეთი ეხმარება ჩინეთს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ჩინეთის მიერ…

მეტი...

იაპონიის პრემიერი ბუჩაში ჩავიდა

იაპონიის იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ საკუთარი თვალით ნახა უკრაინაში დატრიალებული რუსული სისასტიკე. იაპონიის პრემიერი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ბუჩას ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ ქალაქი ბუჩა ერთ-ერთია, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკე ჩაიდინეს, ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს. პრემიერმა დახოცილთა პატივსაცემად ეკლესიასთან გვირგვინი მიიტანა და აღნინიშნა, რომ ბუჩას სისასტიკის შესახებ მსოფლიომ გაიგო. „მსოფლიო შეძრწუნდა, როცა ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო სამოქალაქო პირები დახოცეს. აქ ჩადენილი ბოროტმოქმედებების გამო ძლიერ რისხვას ვგრძნობ… მინდა, იაპონიის სახელით თანაგრძნობა გამოვუხატო ყველა მსხვერპლს და დაზარალებულს მიმართ. იაპონია მომავალშიც გააგრძელებს დიდ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად,“ – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

მეტი...

„ამერიკასა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა სურს“ – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით „შეწუხებულია“.  აფხაზური „ხელისუფლება“ ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და წუხს, რომ „ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა“ სურს. ამჯერად დასავლეთს თავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ამხელს.“ კერძოდ, ბჟანია აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. სოხუმში, პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე, სადაც ბჟანია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და გადმოწვდა საქართველოსაც. მისი თქმით, დასავლეთში და შტატები საქართველოს მთავრობას ანგრევს, ე.წ. მეორე ფრონტს ხსნის და გაზაფხულზე მთავრობის დამხობისთვის ემზადება. მან გამოსვლა რუსეთთან „ჩახუტებით დაასრულა და აღნიშნა, რომ რუსეთი…

მეტი...

ნატო-ს გენ. მდივანი „აგენტების კანონპროექტის“ ჩაგდებით კმაყოფილია და საქართველოს მთავრობას მიმართავს     

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ე.წ. „აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით საუბრობს და მისი ჩაგდებით კმაყოფილია. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა ითანამშრომლონ და ერთად იმუშაონ. „მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა, თუ გავლენის შესახებ. ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. მივესალმები, რომ ინიციატივას  მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.  ნატო-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ…

მეტი...

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ – ”სიენენი”

ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს. ამის შესახებ  ინფორმაციას ”სიენენი” უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, მოლაპარაკების გამართვის შემთხვევაში, სი ძინპინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო გეგმის შესახებ პეკინის წინადადებას განიხილავენ. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ,,კონკრეტული არაფერია დაგეგმილი”.    

მეტი...

,,სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ტირანია დამარცხდება და სხვა პოტენციური აგრესორები თავისუფლების სრულ ძალას დაინახავენ. და სამყარო უფრო უსაფრთხო იქნება, ის აუცილებლად უფრო უსაფრთხო იქნება. ერებისთვის, ხალხისთვის და სახელმწიფოებისთვის,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,მდგომარეობა კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა”- გიული ალასანია 

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია. მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში კიდევ დაიკლო. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა მე  რომ მკითხოთ კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით იყო 64, ახლა 62 კილოა. დილიდან დღის პირველი ნახევარი არის  ხოლმე რთული. სისუსტე აქვს საშინელი, გუშინწინ იყო მგონი გული რომ წავიდა, ეს ყველაფერი წონის გამოა,”- განაცხადა ალასანიამ.   

მეტი...

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა. მედიის ცნობით, კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. მედიის ინფორმაციითვე, იაპონიის პრემიერი და უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერას განიხილავენ.  

მეტი...

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ომი უკრაინაში, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მისი თქმით, სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა. ,,ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მაშინაც კი, როდესაც ომი დასრულდება, ყველაფერი მაშინვე ნორმალურად არ იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად”, – აღნიშნა შოლცმა.  

მეტი...

,,სწორედ ქართული რბილი ძალაა დღესაც ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში”- სიმონიანი

,,სწორედ ქართული რბილი ძალაა დღესაც ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში,” – ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს. „სწორედ ქართული რბილი ძალაა დღესაც ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. გაისეირნეთ მოსკოვში – დაინახავთ 30 ქართულ რესტორანს. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორანია – ერთი თევზის და სამი ქართული. ჩვენ გვიყვარს ეს ყველაფერი, გვიყვარს კულტურა, დანელია, კინემატოგრაფია, ეს სიმღერები. არ გვინდა, რომ ისინი ცუდად იყვნენ“,  – აღნიშნავს სიმონიანი.

მეტი...

ლავროვი დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ფერადი რევოლუციების დაფინანსებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსურად ეხმარება “ფერადი რევოლუციების მოსამზადებლად”. მისი თქმით, ვერ ხედავს შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის. „დასავლეთი  ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს – ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის. რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს…

მეტი...

,,უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს”- ჯო ბაიდენი

,,ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი. ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. „მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ. 2021 წელს მე სადაზვერვო სამსახურებს დავავალე, გამოიყენოს ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-ის წარმომავლობის გამოსაძიებლად და ეს სამუშაო გრძელდება. ჩვენ უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს, რაც დაგვეხმარება უკეთესად ავიცილოთ თავიდან მომავალი პანდემიები“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.  

მეტი...

იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღეს კიევში ჩავა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა დღეს კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფუმიო კიშიდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს  არის პირველი შემთხვევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

მეტი...