“საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა” – ადვოკატი

“საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა” , – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს. ადვოკატის თქმით, ის სიამოვნებით გაასაჯაროვებდა მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. „მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცვლმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ…

მეტი...

“მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია”, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა.  ნეკა დოროყაშვილის თქმით, მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა სისტემატურად ხდებოდა. „გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია. ჩემი ბავშვის თანდასწრებით მოხდა ეს, ძლივს გადავარჩინე მისი სიცოცხლე. ​აღმენიშნება დაზიანებები, ექსპერტიზა ჩატარდა და კიდევ არის დაგეგმილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ფოტომასალაა ასევე. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. ვუფრთხილდებოდი ოჯახს, საქართველოა და ვუფრთხილდებოდი ოჯახის სტატუსს. დაშორების შემდეგ ამ ყველაფერმა ასეთი ხასიათი მიიღო და ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი ჩემთვის…

მეტი...

“ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით, ძალიან სასაცილოა” – ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშილის მამა ყოფილი რძლის ბრალდებებს უარყოფს. “ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა… ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე,” – განაცხადა ნოდარ ბასილაშვილმა. ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, ჩოგბურთელმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ურთიერთშელაპარაკებაში ყოფილი მამამთილიც მონაწილეობდა და გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი…

მეტი...

“ბასილაშვილი ყოფილ ცოლს ყოველ თვე 100 000-სს უხდიდა, ცოლმა კი 300 000 მოსთხოვა” – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სკანდალურ პოსტს აქვეყნებს: “მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ განგიმარტოთ, ზოგიერთი ჩლუნგი რომ არ გამოხტეს მერე – კულუარული ინფორმაცია ბევრი წელია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ცოლზე ძალადობდა და ბევრი წელია დაშორებულები არიან. შერიგდნენ, დაშორდნენ. ნელი, იგივე ნეკა დოროყაშვილს ჰქონდა ოფიციალური კონტრაქტი გაფორმებული მეუღლესთან, რომლის მიხედვით ბასილაშვილი მას ყოველ თვე ასი ათას ლარს ურიცხავდა. ბავშვს ბასილაშვილი ნახულობდა სოც მუშაკის ნებართვით და იშვიათად! ვაედითებ და ვამატებ იმას, რომ რაზეც შეთანხმება დაიდო, გაუთქმელობაზე კონკრეტული ამბის, ზუსტად ამ ამბის…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლეს არ ახსოვს, მეუღლე ნაჯახით გამოეკიდა, თუ გიტარით

“გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი”, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, კონფლიქტში ყოფილი მამამთლიც ჩაერია. “ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებენ. როგორც ცნობილია, ჩოგბურთელი 100 ათას-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ადვოკატის ინფორმაციით, თანხის გადახდა ამ წუთებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

მეტი...

“ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამის მტკიცებულებებიც არ არსებობდა” – ადვოკატი

ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. ადვოტატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. „მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარია, რომ მას შეეფარდა გირაო და უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანაშაულს არ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მტკიცებულებებიც არ არსებობდა. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ბავშვისა და ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ. გირაოსთან დაკავშირებით პოზიციას არ გავაჟღერებთ. ​ბასილაშვილებისგან არ მაქვს უფლება, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრო. არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. თუკი ძალადობას ექნებოდა…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პროკურორ ნათია გურულის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის ვადად ბასილაშვილს 30 დღე მიეცა. მას შემდეგ კი, როცა გადაიხდის გირაოს, ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.

მეტი...

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ

ქართველი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსი 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა

 რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსი უკვე ხუთ ფეხბურთელს დაუდასტურდა. ერთი მათგანი ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე, ქართველების (ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია) თანაგუნდელი კონსტანტინ პლიევია. „რუბინის“ მცველის შესახებ ინფორმაცია ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამჟამად, 23 წლის ფეხბურთელი კარგად გრძნობს თავს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვლადიკავკაზშია. განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა მოსკოვის „დინამოშია“ – რუსული პოლიციის გუნდში კორონავირუსი სამ მოთამაშეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა. თუმცა, ინფიცირებული ფეხბურთელების სახელები არ გაამხილა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კოროვირუსის პანდემიის გამო სეზონი მარტში შეწყდა. 15 მაისს, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო…

მეტი...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტების გამოსავლენად. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,…

მეტი...

მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბე, რომელიც ამჟამად ფრანგულ კლუბ „ტულონის“ ღირსებას იცავს, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, სავარაუდოდ, კარიერის ბოლო გამოსამშვიდობებელ მატჩს ვერ ჩაატარებს. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება, საფრანგეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით კი ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე ვერ განახლდება. მამუკა გორგოძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 75 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გატანილი ლელოთი „ბორჯღალოსნების“ ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა. იგი ოთხი მსოფლიოს თასის მონაწილეა და ოთხჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ. ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე…

მეტი...

“ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს” – საქართველოს მთავრობა

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის – პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია. “მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით…

მეტი...

“კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია. “დღეს დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 5 – ბათუმშია, 2- ქუთაისში, დანარჩენი – თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა და მხოლოდ 2-ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით,…

მეტი...

გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა. 82 წლის დოლორს სალა კარიოს კოვიდ-19-ს დიაგნოზი ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ დაუსვეს, დღეს კი მანჩესტერულმა კლუბმა მისი გარდაცვალების ინფორმაცია გაავრცელა. „მანჩესტერ სიტი მწუხარებით იუწყება, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა პეპ გვარდიოლას დედა, დოლორს სალა კარიო. ის 82 წლის იყო“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გამო, ბათუმის სპორტ სკოლამ 10 ღონისძიება გადადო

16 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით,  ბათუმის სასპორტო სკოლამ შიდა სასკოლო პირველობის ყველა დაგეგმილ ღონისძიება გადადო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სპორტ სკოლიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 16 მარტიდან დაგეგმილი იყო 10 სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც 26 აპრილს უნდა დასრულებულიყო. ფარიკაობა, ტაიკვანდო, მაგიდის ჩოგბურთი, გოგონების ფრენბურთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, მთასვლელობა და  მშვილდოსნობა – ეს იმ შიდა სასკოლო პირველობის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო გადაიდო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, ეს აქტივობები მაშინ განახლდება, როცა სასწავლო პროცესი აღდგება. „დაგეგმილ ღონისძიებებს ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებთ და მოვრჩებით საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე“…

მეტი...

ეროვნული ნაკრების სახალისო შემადგენლობა გურამ კაშიასგან (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ინსტაგრამის პირად გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. იზოლაციაში მყოფი გურამ კაშია საქართველოს ნაკრების სახალისო შემადგენლობას გვთავაზობს.

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლა სასწავლო პროცესს აჩერებს

კარანტინის რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით, „ბათუმის სასპორტო სკოლა ყველა აქტივობას აჩერებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აღნიშნული სკოლიდან აცნობეს, პროცესები 21 აპრილამდე ჩერდება. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ქ . ბათუმის სასპორტო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერება 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, ძალაში დარჩა სკოლის სამუშაო პროცესის დისტანციური რეჟიმი. ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია საყოველთაო კარანტინის რეჟიმში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მოუწოდებს გაითვალისწინონ კანონით დადგენილი რეკომენდაციები და საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ სახლიდან გამოსვლას“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

„სანტიაგო ბერნაბეუ“ მედიკამენტებისა და სურსათის საწყობად გადაიქცა

მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კორონავირუსის პანდემიის დროს, დროებით მედიკამენტებს, სურსათსა და სხვა საჭირო ნივთებს შეინახავენ. როგორც „რეალის“ ვებვერდზეა აღნიშნული, სტადიონზე შეინახავენ ნებისმიერ ნივთს ან მასალას, რის შემდეგაც, მათ მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მითითებით გაანაწილებენ. „რეალმა“ თავის განცხადებაში მოუწოდა ყველა სპორტულ ორგანიზაციას, გაიღონ ნებისმიერი სახის შემოწირულობა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიტანონ.

მეტი...

„კორონავირუსით“ მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობით კლინიკაში 17 მარტს გადაიყვანეს. მას „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლორენსო სანსის გარდაცვალების მიზეზი სწორედ „კორონავირუსი“ გახდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცით, ესპანეთში „კორონავირუსის“ 25 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 2 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

#დარჩისახლში – გურამ კაშია აქციას უერთდება (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია აქციას #დარჩისახლში უერთდება და instagram-ის პირად გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ საზოგადოება ერ­თმა­ნეთს უკვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­უ­წო­დებს. და­ი­წყო კამ­პა­ნია #დარ­ჩი­სახ­ლში, რო­მე­ლსაც ათა­სო­ბით ადა­მი­ანი შეუერთდა.

მეტი...

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო. კონტინენტის პირველობა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიმართება. შეთანხმება უეფას წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული კონფერენციის ფარგლებში მოხდა. ჩემპიონატი 12 მარტს იტალიაში უნდა დაწყებულიყო, მატჩები ევროპის მასშტაბით 12 სხვადასხვა ქალაქში იყო დაგეგმილი. უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გადადებულია ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიც, შესაბამისად, 26 მარტს თბილისში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებს შორის არ ჩატარდება. ნახევარფინალური ეტაპის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი...

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება

ლოზანის გრანპრის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა. ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას აღნიშნავს. „როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას.…

მეტი...

კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა

კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა.   ესპანეთის ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობისა და პნევმონიის ფონზე კორონავირუსი დაუდგინდა. 21 წლის ფეხბურთელი ლეიკემიით იყო ავად, რამაც ახალი კორონავირუსის ფონზე, მისი მდგომარეობა დაამძიმა და ფატალური შედეგი გამოიწვია.   ახალგაზრდა ფეხბურთელისა და მწვრთნელის გარდაცვალების შესახებ საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო პორტადა ალტა” წერს.

მეტი...

ბათუმის სარაგბო სტადიონს დეზინფექცია ჩაუტარდა

ბათუმის სარაგბო სტადიონზე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის საგარბო კლუბიდან აცნობეს, სადეზინფექციო სამუშაოები შენობის სამივე ფლიგელში ჩატარდა. დამუშავდა როგორც  სამუშაო ოთახები, ისე სავარჯიშო-სპორტული დარბაზი, ხელოვნური და ბუნებრივი საფარის მქონე სტადიონების ტრიბუნები. სტადიონზე ყველა ჩამოთვლილი  ოთახი თუ ინვენტარი სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავდა.  

მეტი...

“თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა, პილოტს ლიცენზია არ ჰქონდა” – ემილიანო სალას დაღუპვის დეტალები

BBC-ს ინფორმაციით, საავიაციო შემთხვევების გამოძიების ბრიტანულმა კომისიამ გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავის დაღუპვის საბოლოო დასკვნა, რომელშიც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა იჯდა.  დასკვნის მიხედვით, ავარია მოხდა თვითმფრინავ PA 46 Malibu-ზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. საფრენმა აპარატმა, პრაქტიკულად, ჰაერში დაშლა დაიწყო მას შემდეგ, რაც პილოტმა დევიდ იბოტსონმა მაღალ სიჩქარეზე მანევრირება სცადა და მართვა დაკარგა. ამასთან, პილოტისა და ფეხბურთელის დაღუპვა გამოიწვია მომწამვლელმა აირმა. ამასთან, თვითმფრინავს არ ჰქონდა ხელსაწყო, რომელიც ამ აირის კონცენტრაციას გაზომავდა. გარდა ამისა, იბოტსონს არ გააჩნდა ევროპასა და ბრიტანეთს შორის ფრენისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზია. ემილიანო სალა გასული წლის იანვარში „ნანტიდან” „კარდიფში” სათამაშოდ უნდა გადასულიყო,…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლა დისტანციურ მუშაობაზე გადადის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმის სასპორტო სკოლაც უერთდება და დისტანციურ მუშაობას იწყებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სასპორტო სკოლიდან აცნობეს, სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია. „საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ახალი რეკომენდაციები შემუშავდა , რომლის თანახმადაც 2020 წლის 13 მარტიდან „ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა“ დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდა, სასწავლო პროცესი კი პირველ აპრილამდე გადაიდო“ – ვკითხულობთ განცხადებში.   

მეტი...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ ჩემპიონატს პირველ აპრილამდე აჩერებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების პირველ აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

სლოვაკეთი და ირლანდია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ

ბრატისლავაში 26 მარტს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას სლოვაკეთი და ირლანდია მაყურებლის გარეშე, ცარიელ ტრიბუნებთან ჩაატარებენ. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღეს. შეგეხსენებთ, რომ ამავე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ ბელარუსს უმასპინძლებს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს „დინამო არენაზე“ მისვლის საშუალება.

მეტი...

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს

“სიენენის” ინფორმაციით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს. გავრცელებული ვერსიით, ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, წლის ბოლომდე გადაიდოს. თუმცა იაპონიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოლიმპიური თამაშები როგორც დაგეგმილია, 24 ივლისს გაიხსნას. ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებაზე განცხადება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მინისტრმა, სეიკო ჰაშიმოტომ გააკეთა.

მეტი...

თურქული ბაზების დაბომბვის გამო შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატები შეშფოთებულია სირიის იდლიბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და ნატოელ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ჩვენი ნატოელი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, თურქეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ამაზრზენი თავდასხმა,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის ჰატაის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სირიის ძალების მიერ იდლიბის რეგიონში განხორციელებულ ავიაიერიშს 33 თურქი ჯარსიკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია 29 თურქი სამხედროს დაღუპვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიაში მდებარე მდებარე თურქეთის…

მეტი...

ლაშა ტალახაძე, ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძე საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე პლანეტის უძლიერეს ძალოსნად ზედიზედ მესამედ დასახელდა. „უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“ – წერია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე (iwf.net)

მეტი...

რაგბის ეროვნული ჩემპიონატი „დიდი10“ განახლდა

15 თებერვალს, რაგბის ეროვნული ჩემპიონატი – „დიდი10“ განახლდა.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სარაგბო კლუბ ბათუმიდან აცნობეს, კლუბმა  საშინაო არენაზე, სარაგბო კლუბ „აკადემიას“  უმასპინძლა.შეხვედრა ზღვისპირელების გამარჯვებით –  26 – 10 დასრულდა.  სარაგბო კლუბი ბათუმი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. „მედიაცენტრი მთავარი“ ულოცავს სარაგბო კლუბ ბათუმს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.  

მეტი...

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა

ვანკუვერის ოლიმპიადაზე 2010 წელს ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა. 21 წლის სპორტსმენი 21-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე, რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ეს ტრასა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლება. როდესაც ქართველმა სპორტსმენმა ბოლო მოსახვევში ციგა ვერ დაიმორჩილა, მისი სიჩქარე საათში 145-150 კილომეტრს აღწევდა.

მეტი...

ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა

ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა. ბრაზილიური ტე­ლე­კომ­პა­ნია GLOBO-ს ინფორმაციით, პე­ლეს სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სიაშია. მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა დროს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, გა­სულ წელს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და ექი­მებ­მა მას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 79 წლის პე­ლეს წე­ლის პრობ­ლე­მე­ბიც აწუ­ხებს, ის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მეტი...

ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

“წელს ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა”, – ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრწანისის გამგეობისთვის 2018-2019 წლებში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. „ორი წლის განმავლობაში შევძელით, დაახლოებით, 3 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის შექმნა. მოსახლეობას გასულ წელს ამავე ფორმატში დავპირდით, ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა. დღეს გამოვაცხადეთ სამუშაოებზე ტენდერი და სულ მალე, ფონიჭალაში 12 000 კვადრატული მეტრი ფართობის სკვერის გაგრძელებაზე სარაგბო მოედანი მოეწყობა. ასევე, დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფონიჭალაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაცილი სივრცის მოწყობასაც ითვალისწინებს. წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი…

მეტი...