ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

კუალა-ლუმპურში (მალაიზია) IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვეტერანი და მოქმედი უძლიერესი სპორტსმენები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. აღნიშნული ჩემპიონატი, ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომრამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.…

მეტი...

,,მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე”- ხვიჩა კვარაცხელია

”ნაპოლის” ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მას  19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, თუმცა გუშინ  „უდინეზესთან“ დაპირისპირებისას გოლიც გაიტანა, პენალტი მოიპოვა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. „რა თქმა უნდა, მომენატრა ეს გრძნობა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა, მაგრამ მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. „სასუოლოს“ შემდეგ ეს პირველი მოგება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ“, – აცხადებს კვარაცხელია.

მეტი...

უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. ,,უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მკაცრად გმობს უეფას გადაწყვეტილებას რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო ტურნირებში დაბრუნების შესახებ. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია დაჟინებით მოითხოვს უეფასა და ფიფასგან წინა გადაწყვეტილებების დაცვას რუსეთის ყველა გუნდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რუსეთის გუნდების მონაწილეობით არცერთ ტურნირში და მივმართავთ უეფას სხვა წევრ ასოციაციებს, ბოიკოტი გამოუცხადონ შესაძლო მატჩებს რუსული გუნდების მონაწილეობით”, – ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიიღეს…

მეტი...

„აზია უნდა გადაიქცეს გლობალური მშვიდობის საიმედო გარანტიად“ – სი ძინპინი სპორტული დღესასწაულის გახსნაზე

ჩინეთში, კერძოდ კი ჰანჯოუში ზაფხულის აზიური თამაშების მე-19 სეზონი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. გაიმართა გალა მიღება, რომელშიც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი მონაწილეობდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სეზონის გახსნა „შემოდგომის ბუნიობის“ დღესასწაულს დაემთხვა. „ჩინეთის მთვარის კალენდრის მიხედვით დღეს აღინიშნება “კიუფენი (შემოდგომის ბუნიობა). უაღრესად სიმბოლურია, რომ აზიური თამაშების ალი ხელახლა აინთება ჩინეთში მოსავლისა და ოჯახის გაერთიანების სეზონის დროს. თამაშების მასპინძლობის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობს თავისი დაპირების შესასრულებლად და ორგანიზაციული მუშაობის სრულყოფილად წინსვლისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზაფხულის აზიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. სი ძინპინის თქმით, ეს არის…

მეტი...

,,იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ”- შოთა არველაძე

„მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ,”- ამის შესახებ ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. მისი თქმით, განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, ამიტომ წარმოუდგენელია, ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. „მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. „დინამო არენაზე“ მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან.…

მეტი...

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – ემანუელ მაკრონი

„რუსეთის დროშას ადგილი არ არის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის“- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, უმანუელ მაკრონმა განაცხადა. ,,პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სამხედრო დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. კითხვა, რომელსაც ოლიმპიურმა სამყარომ უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდნენ შეჯიბრებებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამ რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ”, – განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია განასხვავონ სპორტსმენები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაშია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა სიაშია. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. ოქროს ბურთის  ნომინანტების სია ასე გამოიყურება: ხულიან ალვარესი, ნიკოლა ბარელა, ჯუდ ბელინგემი, ქარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოშკო გვარდიოლი, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, რობერტ ლევანდოვსკი, რანდოლ კოლო მუანი, ემელიანი მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, როდრი, ბუკაიო საკა, მოჰამდ სალაჰი, ბერნარდო სილვა, ვინისიუს ჟუნიორი.

მეტი...

,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე”- შოთა არველაძე

შოთა არველაძე გიორგი მიქაუტაძის საფეხბურთო კლუბ ,,აიაქსში” ტრანსფერს  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება. ,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება. გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი…

მეტი...

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო: რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო. საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა. შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი, ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება. ცნობისთვის, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

მეტი...

„გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით”- შოთა არველაძე

„გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით,”- ამის შესახებ ფეხბურთელი  შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თამაში ერთმანეთის გამხნევებისა და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. „გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და შეხვედრის ჩატარების თარიღს უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ. რაც მნიშვნელოვანია, თამაში ერთმანეთის გამხნევებისა და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს უფრო გვჭირდება მეტი საერთოს მოძებნა. დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, გიორგი მამარდაშვილი გერმანული საფეხბურთო გუნდის, მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. „ექსკლუზივი – გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების შემდეგ ქართველი მეკარით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა. „ბაიერნს“ ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ მამარდაშვილი 100%-ით სიაშია. პირადი პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება“, – აცხადებს ფაბრიციო რომანო.

მეტი...

,,უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია”- შოთა არველაძე

შოთა არველაძე მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს ლონდონში, უკრაინის მხარდამჭერ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ,,მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას…

მეტი...

,,ხვიჩა კვარაცხელიამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ძალიან არ მომეწონა, არ მინდა გაამპარტავნდეს”- ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არ მოეწონა, რომ ფეხბურთელმა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა, რომ არ მიიღო. ,,ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს,”- წერს ელისაშვილი.  

მეტი...

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დღეს, 24 ივნისს, „დინამო არენაზე“ ბელგიათან გამართავს. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა და ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი გალიდერდა. მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს. 23 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩის წინა ვარჯიში საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარა. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი ფორმაშია.

მეტი...

პირველი მატჩში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს. ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით გაიხსნა. მასპინძელმა ქვეყანამ, პირველივე შეხვედრაში, ფავორიტ გუნდთან – პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 მოიგო.  

მეტი...

,,21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები”- ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა  და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ინფორმაციას თავადვე ავრცელებს. „დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის…

მეტი...

„კვარაცხელიაზე წიგნი რუსულადაც გამოვა, გარეკანზე ეწერება ”საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის,  გიორგი კეკელიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი რუსულ ენაზეც გამოიცემა. მისი თქმით,  წიგნს ეწერება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ,,წიგნის “ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი. თუმცა, წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება – “საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ.” – წერს გიორგი კეკელიძე.

მეტი...

,,მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე”- რუსი მოციგურავე

,, მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსი ფიგურული მოციგურავე გლებ სმოლკინი წერს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უერთდება. სპორტსმენი პარტნიოერთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართავს. ,,მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,” – წერს სმოლკინი. რუსი მოციგურავეები დევისი და სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ – მედია

მეტი...

რუსი მოციგურავეები დევისი და სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ – მედია

რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაამტკიცა მოციგურავე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოთხოვნა სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შესახებ. მოციგურავეები საქართველოს გუნდში იასპარეზებენ. ,,მომავალ კვირას, ISU (საერთაშორისო ციგურების კავშირი) საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა რუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ან გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ოქტომბრამდე გადაიდო”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მედია წერს, რომ წყაროს ცნობით, საცეკვაო დუეტის მონაწილეობა მომავალ ოლიმპიურ თამაშებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სმოლკინს ამ თარიღისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ დრო ჰქონდეს ახალი მოქალაქეობის მისაღებად. 2022/23 სეზონზე დევისმა და სმოლკინმა გამოტოვეს რუსეთის გრანპრი და ეროვნული ჩემპიონატი. დიანა დევისი მწვრთნელ ეთერი თუთბერიძის შვილია.

მეტი...

ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, თბილისში, ‘’ინტერის აკადემიის’’ სტადიონზე, გაიმართა ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის საქართველოს 2023 წლის თასის გათამაშების ფინალურ მატჩი. ჩემპიონის ტიტულისთვის, ერთმანეთს, ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’ და ზუგდიდის ‘’ოდიში’’ დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 4:3 ზესტაფონის “მარგვეთის”გამარჯვებით დასრულდა და 2023 წლის ჩემპიონის ტიტულიც მას ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდს, წლევანდელი ჩემპიონის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა გადასცა. ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის…

მეტი...

რუსები და ბელარუსები ევროპულ თამაშებზე არ დაიშვებიან

ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ  2023 წლის ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ.  ტურნირი 21 ივნისიდან 2 ივლისამდე პოლონეთში იმართება. „რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არანაირი სტატუსით არ მიიღებენ მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. მის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება და ჩვენი პოზიცია აღარ შეიცვლება“, – აღნიშნულია EOC-ის განცხადებაში.  

მეტი...

„ჩვენ ვენდობით პილოტებს, თუმცა, მათ დამატებით მესამე პირი შეამოწმებს“ – პარაპლანით ფრენის წესები იცვლება

პარაპლანით ფრენის პილოტებს გამოცდების ჩაბარება სხვადასხვა კომისიასთან მოუწევს. პარალელურად, მათ დაუგეგმავადაც შეამოწმებენ. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე „მედიცენტრ მთავართან“ აცხადებს,  ვინ ჩააბარებს გამოცდას და რამდენი პილოტი დარჩება ბაზარზე, ეს გამოცდების შემდეგ გაირკვევა. „დღემდე მაკონტროლებელი არ არსებობდა. ახალი წესის თანახმად, ისეთ ლოკაციებზე, რომელიც მოიაზრება კომერციული ფრენებისთვის, საკმაოდ ნათლად არის გაწერილი ის ინსტრუქციები, რომელსაც უნდა დაემორჩილონ პილოტები. ჩვენ ვენდობით პილოტებს, თუმცა, ამავდროულად, შემოდის დამატებითი მესამე პირი, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და ამოწმებს. ეს მესამე პირი არის ოპერატორი, რომელიც ადგილზე მუშაობს. ფედერაციას და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ორივეს დამატებით აქვთ კონტროლისა…

მეტი...

პარაპლანით ფრენა მას შემდეგ აღდგება. რაც პილოტები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს ჩააბარებენ

დაახლოებით ორ თვეში პარაპლანით ფრენა შესაძლებელი იქნება. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც პილოტები გამოცდებს ჩააბარებენ, მათ საფრენ აპარატებს ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება და საფრენ ადგილებს სერთიფიკაციას მიანიჭებენ. როგორც საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ეს ყვე;აფერი დამოკიდებულია პილოტების მზაობასთან. „დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება მოსამზადებელ პერიოდს, რაც მოიცავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებას; საფრენი აღჭურვილობის შემოწმებას; საფრენი ადგილების შესწავლას. თუ პილოტები გამოიჩენენ შესაბამის მონდომებას და ძალისხმევას, ამ ყველაფრისთვის მაქსიმუმ თვენახევარი საკმარისი იქნება“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ. კითხვაზე, თუ დღემდე აღნიშნული კრიტერიუმები არ მუშაობდა, ფრენა…

მეტი...

„ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ტკივილგამაყჩებლების ზემოქმედების ქვეშ უწევს ტურნირებში მონაწილეობა. „დიდი დრო გავიდა, ამიტომ მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო ღელავენ. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირადში, ასევე კარიერაში. ბოლო სამი წელია, ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო. ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა. მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს…

მეტი...

პარაპლანით ქაოტური ფრენა კონტროლს დაექვემდებარება – რა მოეთხოვებათ „მფრინავებს?!“

პილოტებმა უნდა ჩააბარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა; შემოწმდეს მათი აპარატურა; შეისწავლონ ასაფრენი ადგილების უსაფრთხოება – ეს ის ძირითადი ცვლილებებია, რომელსაც კანონმდებლობა პარაპლანით ფრენაში ჩართულ პირებს ავალდებულებს. თუ ადრე აღნიშნული მიმართულება მოუწესრიგებელი იყო და ვინ რითი, როგორ და სად დაფრინავდა არავინ აკონტროლებდა, ამიერიდან კონტროლი გამკაცრდება. როგორც საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, 250 -მდე პილოტიდან, სავარაუდოდ, ბევრი გაიცხრილება. „სავარაუდოდ, თვე-ნახევარში გაირკვევა, დაახლოებით 250-მდე პილოტიდან რამდენი ჩააბარებს გამოცდას. მაგალითად, თუ ასეთი აღმოჩნდა 30 და მათგან 25-ს ექნა ვარგისი საფრენი აღჭურვილობა, საქმეს სწორედ ეს 25 პილოტი შეუდგება. გამოცდის…

მეტი...

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს”- ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. „რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

მეტი...

,,ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ”- ხვიჩა კვარაცხელია

,,ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“,- ამის შესახებ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა. ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური გვერდის ავრცელებს. „მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს. ამიტომ ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი…

მეტი...

ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ, რადგან ის არავაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. ჯოკოვიჩი აშშ-ში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს თამაშის საშუალება ჰქონდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ვეცადეთ, გვესაუბრა მთავრობასთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, ჯეიმს ბლეიკმა.

მეტი...

,,თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან”- საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირი პეტიციას – “დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი” ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან”. ,,ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის…

მეტი...

„უღირსად მოიქცა, ყელში მწვდა, ამბობდა რომ ნული ვარ“ – მერაბ დვალიშვილი რუს მეტოქეზე

„ამერიკაში 2012 წის ბოლოს ჩამოვედი.  ნულიდან მომიწია ცხოვრების დაწყება. არაფერი გამაჩნდა, არავის ვიცნობდი, არავინ მიცნობდა. მშენებლობაზე მუშად ვმუშაობდი“ – ასე იხსენებთ რთულ ცხოვრებას შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი და გამარჯვებული მერაბ დვალიშვილი, რომელმაც  დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. ვიდეოც კი გავრცელდა, გამწარებული რუსი სპორტსმენი როგორ იქცევა, როგორი აგრესიულია და როგორ უსწორდება ქართველ სპორტსმენს. როგორც დვალიშვილი ამბობს, მისი მეტოქე უღირსად მოიქცა და ყველას აბულინგებს. „ამ ბრძოლაში ფავორიტი იანი იყო, ძალიან კარგი მებრძოლია. მან ხელი არ ჩამომართვა ბრძოლის წინ, უღირსად მოიქცა. როცა მებრძოლები სახე-სახის წინ…

მეტი...

ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ქართველი ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.  მან უზბეკეთში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო ეტაპზე, 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი  ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ჩემპიონია.

მეტი...

ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ უშვებენ, რადგან ის არავაქცინირებულია. სერბი ჩოგბურთელი  მისთვის გამონაკლისის დაშვებას ითხოვდა, თუმცა უარი ეთქვა. შესაბამისად, ჩოგბურთელი ინდიან უელსის და მაიამის ტურნირებს გამოტოვებს. ცნობისთვის, აშშ-მ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

მეტი...

არგენტინაში მესის ოჯახის სუპერმარკეტი დაცხრილეს

არგენტინაში, ფეხბურთელ ლიონელ მესის ცოლის, ანტონელა როკუცოს ოჯახის სუპერმარკეტი დაცხრილეს. აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მარტის ბოლოს მესი არგენტინაში ჩავა ეროვნული ნაკრების რიგებში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. „ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან როსარიოში ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა ძალიან სერიოზულია. რაღაც უნდა გავაკეთოთ სანტა ფესა და როსარიოს მოსახლეობისთვის, ისინი ხომ არგენტინელები არიან. მე მაშინვე დავუკავშირდი მერ პაბლო ხავკინს, მაშინვე ველაპარაკე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, აგუსტინ როსის და ვუთხარი მას: „მოდით, სასწრაფოდ ვიმოქმედოთ“. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა ალბერტო ფერნანდესმა. შემთხვევა ღამის…

მეტი...

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა წარმატება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაასრულა. დღევანდელ საქართველო-ისლანდიის  დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მართალია მატჩი ისლანდიის გამარჯვებით – 80:77 დასრულდა, თუმცა,  საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართულმა ნაკრებმა, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.  

მეტი...

,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება”- ხვიჩა კვარაცხელია

,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება და არც ვიცოდი, როგორი რეაგირება მომეხდინა,”- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქართველმა ფეხბურთელმა  მეტსახელ „კვარადონაზე“ ისაუბრა. ,,თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ჩემი სახელი ფეხბურთის ლეგენდასთან თუ იქნებოდა დაკავშირებული. აერთოდ არ ველოდი, მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა. არც ვიცოდი ამაზე როგორი რეაგირება მომეხდინა, მადლობა მეთქი ან სხვა რა გამეკეთებინა. ნელ-ნელა ვეჩვევი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ასეთ ფეხბურთელთან შედარება – ეს წარმოუდგენელია,”- განაცხადა კვარაცხელიამ.

მეტი...

ევროპარლამენტი ითხოვს, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობა აუკრძალონ  

ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რომ არ დაუშვან  რუსი და ბელარუსი სპორტსმენები  პარიზის ოლიმპიადაზე. შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირმა რუს და და ბელარუს სპორტსმენებს უფლება დართო,  ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშით გამოსულიყვნენ. საუბარია პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.  

მეტი...