დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა – ეს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია. სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას ხელმძღვანელობით რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. ბრალდებულია ორი პირი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.  

მეტი...

„იქმნება საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც“ – სახალხო დამცველი სააკაშვილზე

„უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყველს მოუწოდებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას სიფრთხილით მოეკიდოს, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა.    მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.    „სახალხო დამცველის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან…

მეტი...

იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ექიმების ჯგუფი გამოყოს

იუსტიციის მინისტრი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი შეისწავლის. „ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი; მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას; მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური…

მეტი...

„იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“ – არასამთავრობოები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. „ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, რომელთაგან ორზე იგი მსჯავრდებულია, ხოლო ორზე – ბრალდებული. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით კი, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა.…

მეტი...

სვეტიცხოვლობაზე საშვები საჭირო არ იქნება

წელს, პირველად, სვეტიცხვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშვები საჭირო არ იქნება და მცხეთის მიმათულებით გაადაადგილება ყველას შეეძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია“ – აცხადებენ საპატრიარქოში.

მეტი...

“ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემები მართლაც საგანგაშოა” – მარინა ენდელაძე

რა რეალობა დადგება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ  ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა და უფრო მეტი ადამიანი არ აიცრა – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამის ფონზე სპეციალისტები ინფიცირებულთა მაჩვენებლის მკვეთრ მატებას ელოდებიან.   “რა თქმა უნდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემები მართლაც რომ საგანგაშოა და ამდენი ინფიცირებულის კონტაქტებიც რა თქმა უნდა, მოიმატებს და იქნება ზრდა კიდევ უფრო. ახლა თითქოს ვამთავრებთ ამ ტალღას თუ იწყება ახალი, არ ვიცი და ამ პერიოდში ასეთი სერიოზული მატება ძალიან საგანგაშოა და ძალიან საყურადღებოა. ეს უკვე დაეტყო ჰოსპიტალურ სექტორს,…

მეტი...

„ყოველ ჯერზე ხელახლა ვიკრებდი ძალას ბრძოლის გასაგრძელებლად, – #freeMisha “ – თორნიკე მამალაძე

„ბოლო 4 წელი და 8 თვე ჩემი ცხოვრება უსამართლოდ დატყვევებული ჩემი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის თავისუფლების ძიებას მივუძღვენი. ძალიან რთულია ეს გზა. ამ ყველაფერს თან ახლავს, პერიოდულად, იმედგაცრუება, დემოტივაცია, ფიქრი იმისა, რომ არაფერი გამოვა…. მაგრამ ყოველ ჯერზე ხელახლა ვიკრებდი ძალას ბრძოლის გასაგრძელებლად,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე წერს. მამალაძე მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს: „გადაუჭარბებლად გეტყვით, რამდენიმე დღეა, გამიორმაგდა ბრძოლის ჟინი. ჩემს ძმასთან ერთად კიდევ ერთი კაცის თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლო. ვერ წარმოიდგენთ რამდენ საერთო თვისებას ვხედავ ამ ორ ადამიანს შორის. ისინი ორივე შეუპოვრად ებრძოდნენ…

მეტი...

“ყველა ორსულს მოვუწოდებ, აუცილებლად გაიკეთონ Pfizer-ის ვაქცინაცია” – დავით გაგუა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გაგუა ორსულებს “ფაზიერის” ვაქცინაციის რეკომენდაციას აძლევს. მისი განმარტებით, ვაქცინა ორსულებს რეანიმაციისგან და სიკვდილისგან იცავს. “არამარტო ჩემი, ეს არის ყველა მეან-გინეკოლოგის მოწოდება, როცა “ფაიზერმა” გაიარა ავტორიზაცია, უსაფრთხოება არის დაცული ყველა დონეზე, არის ცალსახა მოწოდება, ყველა ორსული უნდა აიცრას. ვაქცინამ შესაძლოა სრულად ვერ დაგვიცვას დაავადებისგან, მაგრამ მძიმე მიმდინარეობისგან, რეანიმაციისგან და სიკვდილისგან დაგვიცავს. ამიტომ მე ყველა ორსულს მოვუწოდებ, აუცილებლად გაიკეთონ “ფაიზერის” ვაქცინაცინა,”- განაცხადა დავით გაგუამ.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო საკუთარი სურვილით მოთავსდა” – პენიტენციური სამსახური

მიხეილ სააკაშვილი მარტო საკანში მხოლოდ საკუთარი სურვილის საფუძველზე იმყოფება – პენიტენციური სამსახური მე-3 პრეზიდენტის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ კიდევ ერთ განმარტებას ავრცელებს.   “განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც დღის განმავლობაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც შუქდება. მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს რაც შეეხება იგი გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. ამიტომ…

მეტი...

“დღეს ყველა, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს” – შალვა პაპუაშვილი

დღეს ყველა, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, სწორედ ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპარლამენტარებს, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ. „ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს „თავისუფლება მიშას“, დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ ერთი – ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

“მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს” – კახა კუჭავა

მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, სწორი იქნება ამ საკითხებზე მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მაია ბითაძის განმარტებით, ე.წ. დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას ეხება. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობას გამოეხმაურა კახა კუჭავა. „ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო. აუცილებელია, იქ, სადაც არა მხოლოდ კითხვის ნიშანი ჩნდება, არამედ თითქმის ყველა მსგავს მიშენებებთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნას, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად…

მეტი...

“მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, მის შესაძლო გაერთიანებას ევროკავშირში” – ავსტრიის პრეზიდენტი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, მის შესაძლო გაერთიანებას ევროკავშირში, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ალექსანდერ ვან დენ ბელენმა აღნიშნა, არსებობს ოპტიმიზმისთვის საფუძველი, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ევროკავშირთან დაახლოება, არ არის საკამათო საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. „როგორც მოგეხსენებათ, ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატო-ს წევრი, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირში, მაგრამ ნატო ჩვენი გავლენის სფეროს გარეთ არის მოქცეული. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, მის შესაძლო გაერთიანებას ევროკავშირში. ისევე როგორც დანარჩენი ევროკავშირის წევრი ქვეყნები,…

მეტი...

“კიდურები შეუშუპდა, გართულებული აქვს გადაადგილება” – ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უფლებადამცველების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ადვოკატი გიორგი გელხაურის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიხეილს სააკაშვილი საჭიროებს პირადი ექიმის მეთვალყურეობას.  “კიდურები შეუშუპდა, გართულებული აქვს გადაადგილება, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური.  

მეტი...

სპეცოპერაცია დუშეთში – დაკავებულია პირი, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის ვიზებს უკანონოდ ამზადებდა

სპეცოპერაცია დუშეთში – სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის ვიზებს უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ უმზადებდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მეტი...

“ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, რეპროდუქციის ინდექსი კი,1.43-მდეა ასული.  მისივე თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა – მაინც მაღალი. “ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი. დღეს 37 გარდაცვლილია. ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლით, დაახლოებით, არის 9 გარდაცვლილი მილიონ მოსახლეზე, ანუ, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 29 გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, არავითარი დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. დაახლოებით, 18 სექტემბრიდან, თანდათანობით, და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. თუ აცრის მაჩვენებლის გაზრდას ვერ მოვახერხებთ, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გორის რაიონულმა სასამართლომ. როგორც დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები ყვებიან – ერთ ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ტომ კენედი მან მარტომ გაძარცვის მიზნით “გათიშა”, თუმცა მსხვერპლმა წამოდგომა შესძლო და გაქცევა სცადა. რა დროსაც წაიქცა თავი ბეტონს დაარტყა და მტკვარში გადავარდა. მანვე ჩააბარა ტურისტის კუთვნილი ტელეფონი ლომბარდში და მოხსნა ფული საბანკო ბარათიდან.

მეტი...

“12-დან 15 წლამდე ასაკში, აცრა რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, “12-დან 15 წლამდე ბავშვებში, აცრა რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. “12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, აცრა რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. რაც შეეხება მათ, ვინც პირველი დოზა უცხოეთში ჩაიტარეს, მათ ჩვენ მეორე დოზას შევთავაზებთ,” – აცხადებს თამარ გაბუნია.

მეტი...

საქართველოში “ბუსტერ” დოზით ვაქცინაცია იწყება

საქართველოში “ბუსტერ” დოზით ვაქცინაცია იწყება – ვის შეეძლება დამატებითი აცრის გაკეთება – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ჩაიტარონ “ბუსტერ” დოზა. “ცვლილებები ვაქცინაციაზე არის ის, რომ ბუსტერ დოზა დაიშვება 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ. პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ჩაიტარონ ბუსტერ დოზა. ეს ტარდება, როგორც “ფაიზერის”, ასევე “სონავიკა” და “სინოფარმის” ვაქცინით. თუმცა, ბუსტერ დოზა არ ტარდება “ასტრაზენეკას” ვაქცინით,”- აცხადებს თამარ გაბუნია. 

მეტი...

რა გადასახადებს აღარ გადაიხდის პანდემიით დაზარალებული ბიზნესი და სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით მოსარგებლე პირი

მთავრობა საგადასახადო შეღავათებს აწესებს – ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიით დაზარალებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით ეპატიებათ გადასახადი. შეღავათი ეხებათ მათ, ვისაც საგადასახადო დავალიანების დაგვიანების გამო, ჯარიმა ჰქონდათ გადასახდელი.  “ჩვენი გადაწყვეტილებით, ბიზნესები და ადამიანები, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ასეთ სუბიექტებს – ეპატიებათ, იჯარის და ქირის გადასახადი. მათ ასევე ეპატიებათ დაგვიანებით გადახდით ამ პერიოდში ჯარიმა სანქცია საურავი.  ჯამში საუბარია ქირა-იჯარა-მართვის საზღაური 5 მილიონ ლარზე მეტი და ამას ემატება გადაუხდელობიდან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა დაახლოებით მილიონი ლარი.  ეს გამომდინარეობს იმ…

მეტი...

მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს. ტრაგედიისას დაღუპულ ოთხ მოქალაქეს დღეს დაკრძალავენ.

მეტი...

“ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ, გულზე მჯიღს იცემდნენ, ჩამოსულია და წარადგინონ სასამართლოს წინაშე” – სააკაშვილის ადვოკატი

ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განუცხადა, სასამართლო პროცესის ჩანიშვნის გაჭიანურების მიზეზი არის ის , რომ მათ მეორე ტურის წინ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოსვლის ეშინიათ. „რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა. ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე. თუმცა, მათ ეშინიათ. ეშინიათ, რომ მეორე ტურის წინ,…

მეტი...

„ლელო“ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მათი პარტია 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. ხაზარაძის განმარტებით, სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან. მისივე თქმით, ოპოზიციის ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე და ეს ფოკუსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს. ,,პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან. ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა…

მეტი...

“გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება კი ძალიან რთული იქნება” – დევი ტაბიძე

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება – ვირუსის გავრცელების რისკები, რომ მაღალია ამას ჯანდაცვის უწყებაში ადასტურებენ. COVID-კლინიკები კვლავ მობილიზებულია მძიმე პაციენტების მისაღებად.  სპეციალისტების შეფასებით, თუ აცრების ტემპი არ მოიმატებს, შედეგი მძიმე იქნება. “ჩვენ აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება კი ძალიან რთული იქნება, თუკი მოსახლეობა ვაქცინირებული არ იქნება. დღეს რაღაც სახალხო პროტესტს უცხადებენ ვაქცინას, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ მილიონამდე ადამიანი აიცრას. ჩვენ ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს დამემართა კორონავირუსი და ათიათასჯერ მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ, მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე ცუდი შეიძლება მოხდეს ის, რომ შესაძლოა…

მეტი...

თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა

თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება არსებული კიბერუსაფრთხოების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების ცნობით, ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე NATO-სა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. “ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021” სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,01 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,98 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,01 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,58 პროცენტი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი. გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა. მათივე ცნობით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში სულ ქვეყანაში 1 881 662 აცრაა ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.

მეტი...

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 26 მაისის 13 ნომერთან უკვე მეოთხე დღეა “გლოვის კედელია” აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საქმეზე 3 პირია დაკავებული.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 359, იმერეთში – 1 060, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 493

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 359, იმერეთში – 1 060, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 493, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 252-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 774 პირს დაუდასტურდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. ამასთან, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, გარდაიცვალა 23.

მეტი...

გორში მოკლული ტურისტის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გორში მოკლული ტურისტის საქმეზე დაკავებული პირებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თომას კენედის საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთაგან ოთხს, ბრიტანეთის მოქალაქესთან კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში მოუვიდათ. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

მეტი...

ავიაკატასტროფას აშშ-ში მსხვერპლი მოყვა – არიან დაშავებულები

ავიაკატასტროფას შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა – კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევისას ბორტზე. თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

მეტი...

გარკვეული ჯგუფებისთვის, შესაძლოა, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

იმუნიზაციის საბჭომ, შესაძლოა, აცრის სავალდებულოობაზეც იმსჯელოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, დღეში, აცრილთა რაოდენობა 20 000-სს არ მიაღწევს. აღნიშნულის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. „იმუნიზაციის საბჭოზე ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დასმულა, თუმცა, თუ კითხვას დავსვამთ, შეიძლება თუ არა იყოს აცრის სავალდებულოობის საკითხი განხილული, გეტყვით, რომ აუცილებლად შეიძლება. თუ შედეგი არ გვექნა და ვერ მოვახერხეთ ვაქცინირებული ადამიანების მკვეთრი ზრდა და ის მაჩვენებელი რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია – 20 000 აცრილი ადამიანი ერთ დღეში, ამ შემთხვევაში, მნიშვენელოვანია დადგეს…

მეტი...

“ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას” – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია აღნიშნული. „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია, ჩაშალოს მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს,“- აღნიშნულია რეზოლუციაში. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ განხორციელების აუცილებლობას. „გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ…

მეტი...

“დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს კოვიდვაქცინის დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეთ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში კოვიდვაქცინის დამატებითი დოზის რეკომენდაციას იძლევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის განცხადებით, დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეს ადამიანებს, რომელთაც მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტი აქვთ და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დირექტორის, ქეით ო’ბრაიენის თქმით, მესამე დოზის რეკომენდაცია გაიცემა იმ პირებზე, რომლებშიც იმუნოგენურობა არაპროპორციულად არის წარმოდგენილი ვაქცინაციის შემდეგ. მისი თქმით, ვისაც დასუსტებული იმუნიტეტი აქვთ, უნდა მიეცეს დამატებითი დოზა, რათა მოემატოს იმუნიტეტი იმ მაჩვენებლამდე, რომ თავიდან იყოს აცილებული დაავადების მძიმე ფორმები. ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, 60 და მეტი ასაკის პირებში მესამე დოზა აუცილებელია იმ პაციენტებისთვის,…

მეტი...

„ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის იმ ტემპით, რაც დღეს საქართველოშია, ვირუსს ვერ შევაკავებთ და ახალ-ახალი „ტალღები“ კიდევ იქნება. ცერცვაძე დღეში 7-8 ათასი აცრას ქვეყნისთვის კატასტროფულად აფასებს. „იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მეტი...