ესპანეთში 36 წლის ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდებდა. როგორც ირკვევა, ემიგრანტს ერთი კვირაა ვერ უკავშირდებიან. „ესპანეთში მყოფ მეგობრებს მოგმართავთ – დაიკარგა 36 წლის თამაზ როხვაძე. 1 კვირაა, ვერ ვუკავშირდებით. (ახლა დედის გვარს ატარებს, თამაზ მაჩალაძე) უკვე საელჩოსაც მიაწოდეს ინფორმაცია. იქნებ ვინმემ სადმე ნახოთ, არ ვიცით, რა მდგომარეობაშია. 3 თვეა, რაც ესპანეთშია. დამეხმარეთ განცხადების გაზიარებაშიც… თუ ცოტა ინფორმაციაც გეცოდინებათ, მომწერეთ..“ – წერს მარიამ მაჩალაძე.
მეტი...კატეგორია: საზოგადოება და სამართალი
სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა – დაშავდა სულ მცირე 45 ადამიანი
აშშ-ში, ნიუ-იორკთან ახლოს, სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ერთი დაიღუპა, 45-მდე კი დაშავდა. სკოლის მოსწავლეები ბანაკში, მუსიკალური ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო ვერტმფრენიც. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...,,ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად” – სენატორი რენდ პოლი
ვაშინგტონს არ უნდა გაუწიოს შემდგომი დახმარება კიევს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას და ართულებს ამერიკის მოქალაქეების ცხოვრებას. ამის შესახებ ,,რესპუბლიკელმა” სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა. ,,მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად. ჩვენი დეფიციტი წელს 1.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ჩინეთიდან ფულის სესხება უკრაინაში გასაგზავნად უაზრობაა”, – აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინას 113 მილიარდი დოლარი გამოუყვეს. ,,როდის დასრულდება დახმარების მოთხოვნა? როდის დასრულდება ომი? ვინმეს შეუძლია ამიხსნას როგორ გამოიყურება გამარჯვება უკრაინაში? პრეზიდენტ ბაიდენს რა თქმა უნდა არ შეუძლია. მისმა ადმინისტრაციამ…
მეტი...გამწვანებაც და სუფთა გარემოც კი პოლიტიკის დონეზეა აყვანილი – მწვანე ჩინეთი
გამწვანება, ჟანგბადი, სუფთა გარემო, მაქსიმალური სიმწვანე, ფლორა და ფაუნა, ჩინეთში პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ეს თითქმის ყველგან იგრძნობა – ქალაქში, პარკში, გარეუბანში თუ ქუჩაში. უზარმაზარ სკვერში ერთი ყვავილიც რომ დაჭკნეს ან გახმეს, ოპერატიულად ახლით ანაცვლებენ. თესავენ, რგავენ, რწყავენ, უფრთხილდებიან, დაფუსფუსებენ და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალური. გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)
მეტი...სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური პროტესტის ფონზე აღნიშნავს
სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური პროტესტის ფონზე აღნიშნავს. ერევანში, რესპუბლიკის მოედანი რამდენიმე საათია გადაკეტილია. დაანონსებულია ფართომასშტაბიანი აქცია, პროტესტის მთავარი სამიზნე კი ქვეყნის პრემიერ მინისტრია. ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ღალატსა და ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, გუშინ შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მთელი ღამე გრძელდებოდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. პოლიციამ აქციის 30-ი მონაწილე დააკავა, დაზიანებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობა.
მეტი...ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორზე თავდასხმის საქმეზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე, 65 წლის ოთარ გელაშვილზე ანგარიშსწორების საქმეზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა კი მიმალვა მოახერხა და ქვეყანა დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალეულობას არ აღიარებს და ამბობს, რომ გელაშვილს საერთოდ არ იცნობდა. გამოძიება ჯერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება. შეგახსენებთ, რომ ოთარ გელაშვილი 1 თვის წინ, გარდაბანში ტყეში მწყემსმა იპოვა. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, გელაშვილმა გარდაბანში მიწა იყიდა…
მეტი...ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსული ეკლესიის არქიმანდრიტი ქვეყნიდან გააძევა
ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი ქვეყნიდან გააძევა. როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ამბობს, ,,დღეს რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმსახურები მიგრაციის სამსახურში გამოიძახეს, სადაც უთხრეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაუყონებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა”. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი სახლში პირადი ნივთების შესაგლოვებლად მიაცილეს, შემდეგ ეკლესიაში მიიყვანეს და ბოლოს სერბეთის საზღვართან დაემშვიდობნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოხდა, რამაც რუსი დიპლომატი განსაკუთრებით აღაშფოთა.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა. მანამდე კი, სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა შეხვდა. თურნავასთან შეხვედრამდე სავალუტო ფონდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეშფოთებული არიან სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით.
მეტი...,,აშშ ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ის შეიძლება ისიც დაასანქცირონ” – ფადი ასლი
,,დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ის შეიძლება ასევე იქნას სანქცირებული იმისთვის, რომ ფარცხალაძეს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება”. ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ განაცხადა. ,,ვინც ფარცხალაძეს ასეთი რჩევა მისცა, აბსოლუტურად ვერ ერკვევა საკითხეში, იმიტომ რომ სანქციებს თავს ვერ აარიდებ საკუთარი ქონების ოჯახის წევრისთვის, ბიზნესპარტნიორისთვის ან რომელიმე ისეთ ადამიანზე გადაფორმებით, ვისაც შენთან რაიმე კავშირი აქვს. ამას მხოლოდ ის მოაქვს, რომ ასეთ ადამიანზე შეიძლება მეორადი სანქციები გავრცელდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას…
მეტი...თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ძმისშვილი დაჭრეს – დაშავდა საქართველოს მოქალაქეც
თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ნამიქ და გული სალიფოვების ძმისშვილი მაგომედ ყურბანოვი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე, ბეილიქდუზუ კავაკლის რაიონში მოხდა. უცნობმა პირებმა თეთრი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილი შუა გზაზე მდებარე საგზაო ნიშნის ბლოკს შეეჯახა და გაჩერდა. ავტომობილს 19 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში საქართველოს მოქალაქე ისრაფილ ორუჯოვიც იმყოფებოდა, რომელიც დაშავებულია. ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან თავიანთი მანქანებით გაიქცნენ და გაუჩინარდნენ.
მეტი...ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. „2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
მეტი...,,შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას?”- შარლ მიშელი გაერო-ს უშიშროების საბჭოში
შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? – ამ კითხვით გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართული დებატების დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დამსწრეებს მიმართა. მან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ ეს სინამდვილეში ბავშვების დეპორტაციაა. ,,გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“,…
მეტი...„ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია”- მამუკა მდინარაძე
სააკაშვილმაც მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი. ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ამ გზით გადაბარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი დღის წინ რის შესახებაც ილაპარაკა, უმალვე დაადასტურა რამდენიმე ადამიანმა ოპოზიციიდან. უნდა აღინიშნოს, რომ კუბილიუსმა თავისი განცხადებით წინასწარი დასტური მოახდინა, შემდეგ ეს განაგრძო მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე და მსჯავრდებულია დანაშაულებში, აანონსებს რაღაც საკითხების თავისებურად დალაგებას. ეს არის 100%-იანი დასტური, როდესაც მისი განცხადება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა იმას, რის შესახებაც სუს-ი ლაპარაკობდა. ამისგან…
მეტი...პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკითხზე მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვისას გამოთქმული წინადადებები. „თავდაცვის კოდექსი“…
მეტი...რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა
რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვე, საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.
მეტი...შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1961 წელს დაბადებული გ.ლ.; 1992 წელს დაბადებული გ.ხ.; 1982 წელს დაბადებული ვ.ჩ. (მეტსახელად „ფამფალა“); 1992 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ტონი“) და 1991 წელს დაბადებული რ.ო (მეტსახელად „როკო“). ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე კი დაკავებულია…
მეტი...ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა. ოთარ გელაშვილი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მეტი...,,კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა”- მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება. „სამინისტროში ორშაბათიდანვე დავიწყეთ აქიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას“, – აღნიშნა…
მეტი...,,გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობას, ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა”- ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, განსაკუთრებით სურს, დალოცოს მოზარდები, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვიან, რადგან სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. „ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა. შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია,…
მეტი...ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის – სომხური მედია
სომხური მედიის ინფორმაციით, ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. მედია ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ადგილობრივი დროით 11:37 საათზე დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქალაქის გარეუბანში საარტილერიო ჭურვები აფეთქდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მეტი...ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ახალი რეგულაციების თანახმად, ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. NCDC-ს ინფორმაციით, 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის…
მეტი...თავდასხმა ხერსონზე – არის მსხვერპლი
21 სექტემბერს დილით, რუსებმა მეორე იერიში მიიტანეს ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმის შედეგად, 81 წლის ქალიდაიღუპა, რომელიც შემთხვევის დროს ბინაში იმყოფებოდა. ამასთან, ღამით, რუსეთის მიერ ჰოსტელზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკაში გადაიყვანეს.
მეტი...ყარაბაღში რუსი სამხედროები დაიღუპნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში “რუსი სამშვიდობოების” მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. უწყების ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა. შემთხვვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მოხდა. როგორც ირკვევა სამხედროები სოფელ ჯანიატაგის მახლობლად სადამკვირვებლო პუნქტიდან ბრუნდებოდნენ. მომხდარის გარემოებების გარკვევის მიზნით, ადგილზე აზერბაიჯანის და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში და რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი.
მეტი...„ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია“ – თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. „კვირის პალიტრა“ მომხდარზე და ტრაგედიის ვერსიებზე გარდაცვლილი გოგოს ახლობელს ესაუბრა. ,,ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, ბავშვებმა გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, მზრუნველი მამა…
მეტი...ფოთში, ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. წყარო: ambebi.ge
მეტი...რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა – დაშავებულია შვიდი ადამიანი
რუსეთმა ღამით კიევზე იერიში მიიტანა – დაშავებულია შვიდი ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ზოგ რაიონს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. „საჰაერო იერიშის დროს აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში, სადაც გაზის მილი დაზიანდა. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას“, – წერს კლიჩკო.
მეტი...როგორი ამინდი იქნება 20-22 სექტემბერს – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 20-22 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დედაქალაქში – თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა…
მეტი...ნიდერლანდებში, საქართველოს მოქალაქემ ქართველი მოკლა
ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც ქალაქ უტრეხტში, საქართველოს ერთ მოქალაქეს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი სამშაბათს საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, უტრეხტის ჰელინგის სასტუმროში მოხდა. 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სად იმყოფება ამჟამად თორნიკე მანველიძე უცნობია. ამიტომ, პოლიცია მის ფოტოს აქვეყნებს. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.
მეტი...ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავიანთი სიცოცხლის ფასად აკეთებენ იმას, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს კენჭისყრით. ,,ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს. ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს”, – დასძინა ზელენსკიმ.
მეტი...,,მე არ ვგეგმავ გადადგომას” – რობერტ სინგლეტერი
,,მე არ ვგეგმავ გადადგომას”. BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტერმა და აღნიშნა, რომ ესაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულ სამივე ვიცე-პრეზიდენტს და აცხადებს, რომ მათი წასვლა ამ ახალ პოლიტიკასთან მიმართებით მათი განსხვავებული მოსაზრებებით იყო განპირობებული. ,,მე არ ვგეგმავ გადადგომას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ. არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ…
მეტი...,,ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას” – ფიშერი
,,ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას”. გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ,,ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს”, – წერს ფიშერი.
მეტი...,,ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს” – გახარია
,,ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს”. ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს: ,,მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი: ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს უბრძანა, დაემორჩილებინა აშშ-ის სანქციები ყოფილი მთავარი პროოკურორის წინააღმდეგ, რომელიც გახდა FSB-ს აგენტი. პარლამენტი მმართველი პარტიისა და ,,ნაციონალური მოძრაობის” კრივის რინგად იქცა. პროდასავლური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის მოლოდინშია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის არჩევნების წინ მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშაა. ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს”, – წერს გახარია.
მეტი...ყარაბაღში რამდენიმე საათია ცეცხლი შეწყვეტილია
ყარაბაღში რამდენიმე საათია ცეცხლი შეწყვეტილია. არსებული ინფორმაციით, რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბაქოს პირობები მიიღო და იარაღს დაყრის. საპასუხოდ კი ტერიტორიიდან გავლენ აზერბაიჯანული შენაერთებიც. ხვალიდან მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ისე გააგრძელებენ ურთიერთობას.
მეტი...,,ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აპირებს” – კრამონი
,,ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აპირებს”. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის თემაზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა. ,,ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აპირებს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. ახლა არ არის გზა უკან, რუსული ჭაობისკენ. შეზღუდულ თავისუფლებებსა და ავტოკრატიაში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. საქართველოს ევროპული მომავლისკენ მხოლოდ ერთი გზაა. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი ხელისუფლებისგან. თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვისთვის ხმის მისაწვდენად ყველა ქუჩაში გამოვიდა. ევროპული იდენტობა წყლის ჭავლით ვერ ჩამოირეცხება, ევროკავშირის დროშის დაწვა ევროპას ქართველთა…
მეტი...სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან. ,,საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – ნთქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურების დაწყების შესახებ განცხადება რატი ბრეგაძის უწყებამ 2 საათის წინ გამოაქვეყნა.
მეტი...,,თქვენ ვერაფრით მოახერხეთ, რომ ოდნავ მაინც აგეთვისებინათ სხვისი გათვალისწინების კულტურა” – არმაზ ახვლედიანი თეა წულუკიანს
,,თქვენ ვერაფრით მოახერხეთ, რომ ოდნავ მაინც აგეთვისებინათ სხვისი გათვალისწინების კულტურა. თქვენთვის არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც თქვენ მოგიწონებენ თქვენს ნაბიჯებს, თქვენს პოლიტიკას, ყველა სხვა თქვენთვის მტერია“. ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში კულტურა ვერ იქნება ფეხზე დამდგარი, კულტურა ვერ იქნება ადამიანისთვის და ადამიანის სამსახურში, თუ მმართველობა არ არის სამართლიანი. „სხვა შემთხვევაში, კულტურა არის პარტიული დიქტატის ქვეშ. სამწუხაროდ, საქართველო ამ დღეშია უკვე მერამდენე ათწლეულია. კულტურა იყო და რჩება პოლიტიკური, პარტიული წნეხის ქვეშ. უნდა გითხრათ გულწრფელად,…
მეტი...