პირველი კანონი, რომელსაც მივიღებთ, იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება. მან ისაუბრა იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც გეგმავენ, თუ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ. ,,მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური მათ შორის მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა, ერთპიროვნულად გამარჯვება. მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რა მოხდება ამ გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს…

მეტი...

მკვლელობა ქობულეთში – დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 მარტს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ…

მეტი...

გამარჯვებული საქართველოს ნაკრები (ვიდეო)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.  საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.  

მეტი...

თელავში 4 ბინის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ…

მეტი...

თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო – სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევრო 2024-ზე მოხვედრას ულოცავს

,,თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო”. მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევრო 2024-ზე მოხვედრას ულოცავს. ,,ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას ევრო 2024-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებსა და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

კადრები დინამოდან (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მეტი...

რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე რუსმა ჯარისკაცებმა სულ მცრიე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს. როგორც გაეროს ოფისი აღნიშნავს, მოკლული უკრაინელი პატიმრების რიცხვი ,,საგრძნობლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში”. მოწმეებზე დაყრდნობით, გაეროს ექსპერტები წერენ, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რაბოტინოსთან ჯერ ესროლა ფეხში დატყვევებულ უკრაინელ სამხედროს, რადგან ის გარკვევით არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი თავში ორი გასროლით მოკლა. ანგარიშში ასევე აღწერილია რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ცემა, ელექტროშოკი, იმიტირებული სიკვდილით დასჯა და სექსუალური ძალადობა. ზოგიერთ…

მეტი...

კანდიდატმა ქვეყნებმა გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში – COSAC-ის დოკუმენტი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების (COSAC) ფორმატში გამართული პლენარული სხდომის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა დოკუმენტი მიიღეს. ,,იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატენს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რათა გაფართოებულმა ევროკავშირმა გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერია დოკუმენტში. COSAC კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც უკრაინის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან.

მეტი...

პაკისტანში ჩინელ ინჟინრებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მანქანა კაშხლის პროექტზე მომუშავე ჩინელი ინჟინრების კოლონას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბოლო კვირის განმავლობაში, უკვე მესამე დიდი თავდასხმაა. რეგიონული პოლიციის უფროსის, მოჰამად ალი განდაპურის განცხადებით, ჩინელი ინჟინრები ისლამაბადიდან თავიანთ ბანაკში, კაშხლის სამშენებლო მოედანზე დასუში, ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, პაკისტანელი თვითმკვლელი მათ მანქანით შეეჯახა, ,,თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჩინეთის ხუთი მოქალაქე და პაკისტანელი მძღოლი”. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არავის აუღია.

მეტი...

აშშ-ში კიბერ საფრთხის გამო, ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბერ საფრთხის გამო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ,,ეს მნიშვნელოვანი მავნე კიბერაქტივობა აგრძელებს არაჩვეულებრივ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის,” – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა 2024 წლის 1 აპრილის შემდეგ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ცნობისთვის, აშშ-ში პირველი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გარე კიბერ საფრთხეებთან, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის 1 აპრილს შემოიღო. მას შემდეგ ის ყოველწლიურად გრძელდება სტანდარტული პროცედურის მიხედვით.

მეტი...

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე სადამკვირვებლო მისიას გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს. ,,გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი დაინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ხელმძღვანელად 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე. ის არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილებით. მას ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციაში და მშვიდობის შენარჩუნებაში მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც MINUSMA-ს პოლიციის კომისარი (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).…

მეტი...

,,გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – აშშ-ის საელჩო

,,გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!”. ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა და მთელ საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ,,ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.

მეტი...

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ფლეი-ოფის ფინალში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია მოიპოვა. სანაკრებო გუნდს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა. ,,მადლობა ბიჭებო! გმადლობთ, გუნდო! მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის. კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ. იმ დროს, რაცა ყოველდღე ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა. მთავრობის მეთაურმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა. „დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული…

მეტი...

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ,,სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტიანი ღონისძიებები”, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადმინისტრაციის ცნობით, ამავე…

მეტი...

ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება – კახა კალაძე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, –…

მეტი...

ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა

ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მეტი...

„არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ“ – რა თქვა იაშვილმა ზივზივაძეზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩში დუბლის ავტორ ბუდუ ზივზივაძეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა. ,,არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ. როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო”, – გაიხსენა იაშვილმა.

მეტი...

ისტორიული მატჩი თბილისში – ვითარება დინამო არენაზე (ვიდეო)

დიდი საფეხბურთო დაპირისპირება დაიწყო. 90 წუთში, ან შესაძლოა დამატებით დროში, ან სულაც პენალტების სერიით, გაირკვევა, ვინ გავა ევროპის 2024 წლის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ზაფხულში, გერმანიაში გაიმართება. დინამო არენა ბოლომდე სავსეა. დღეს შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწეროს. საქართველოსთვის ეს პირველი შანსია და ახლა ქართველ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა დღევანდელი მატჩი ეროვნულ ზეიმად. საქართველოს ნაკრები მინდორზე უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს. გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია. მინდორზე იქნებიან გიორგი ჩაკვეტაძეც და ყაზახეთთან 2 გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელების განწყობა განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანისთვის ეს არის შანსი შევიდეს ისტორიაში და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა…

მეტი...

ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება. ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარედ კი ზელენსკიმ ოლეგ ივაშჩენკო დანიშნა.

მეტი...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს მასპინძლობს. შეხვედრა „დინამო არენზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მთავარმა მწვრთნელებმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.

მეტი...

,,ლიბერთი ბანკის” ფილიალში დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან ერთმა მომხმარებელმა მეორე მოხმარებელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბანკში დაიწყო. აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიბერთი ბანკის დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ,,დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი. მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი”, – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ინფორმაციას გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, – წერს გვარამია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022…

მეტი...

ხონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა

ხონში, სოფელ კუხში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,გურია ნიუსი” ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას – პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას. ,,რა თქმა უნდა, უკრაინა”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, დგას თუ არა ტრაგედიის უკან ,,ისლამური სახელმწიფო”. ცნობისთვის, სწორედ ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა პუტინიც და მისი ხელისუფლებაც მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მეტი...

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლე სცემა

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.

მეტი...

ხელოვნური ინტელექტი და რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ვინ რას ანაცვლებს, რა არის ხელივნური ინტელექტი,  ადამიანი თუ მანქანა?! – ამ ყველაფერზე ჩინელი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი საუბრობს. „ჩადეთ მეტი რესურსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნიჭის გამომუშავებაში და ხელი შეუწყეთ ტექნოლოგიურ ინოვაციას სამომავლო გამოწვევების დასაკმაყოფილებლად“ – ეს არის  ლიუ ვეი, პეკინის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების და შემეცნებითი ინჟინერიის ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე CGTN-თან საუბრობს. „ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიამ აჩვენა პოტენციალი გაარღვიოს ტრადიციული შესაძლებლობების საცობები სამეცნიერო კვლევებში და მოაქვს ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. თუმცა, ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აფეთქებამ ასევე გამოიწვია მთელი რიგი შეშფოთება, როგორიცაა ყალბი…

მეტი...

ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 36,4801 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინს“ და 145,807 გრ. „მდმა“-ს, საიდანაც 0,6245 გრ. „მეტამფეტამინი“ და 1,9208 გრ. „მდმა“ მოქალაქეზე გაასაღა. ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე…

მეტი...

შეიძლება, მართლა დამნაშავეა… – მდინარაძე რუსეთში გასამართლებულ ქართველზე

“პუტინსაც შეიძლება ჰყავს კანონიერად დაპატიმრებული”-  ასე პასუხობს “პირველებს” კითხვას მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის ლიდერს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მამუკა მდინარაძემ ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა და მედია ისევ ოროვოკაციული კითხვის დასმაში დაადანაშაულა. ანუ მართლა არ იყო დამნაშავე? არ ვიცი, ვერ მივხვდი, ზუსტად არ ვიცი… უდანაშაულო იყო და შეუფარდეს სასჯელი თუ რა მოხდა? შეიძლება მართლა დამნაშავეა ამ შემთხვევაში, მე წარმოდგენა არ მაქვს. რავიცი მე, სისხლის სამართლის მასალებს ვიცნობ თუ?… პუტინის გამოძიება რას ჰქვია? პუტინი ვიღაცას…

მეტი...

ფეხბურთის მოყვარულთათვის, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დამატებითი ეკრანები დამონტაჟდა – გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ, საქართველო-საბერძნეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთოი მატჩთან დაკავშირებით, დღეს, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება, სადაც გულშემატკივრები თამაშისთვის თვალყურის დევნებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ. წინა თამაშთან შედარებით, მატჩს ოთხჯერ დიდ ეკრანზე უჩვენებენ, გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟდა დამატებით ეკრანები. ადგილზე ასევე განთავსდა კვების ობიექტები, გათვალისწინებულია თემატური ატრაქციონებიბავშვებისთვისაც. თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრების განწყობაზე ქართველი არტისტები იზრუნებენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ “დინამო არენაზე” დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

მეტი...

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდს, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ, გემი შეეჯახა და ჩაინგრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდს, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ, გემი შეეჯახა და ჩაინგრა. მაშველები მდინარე პატაპსკოში ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე ადამიანსა და ავტომობილს. CNN-ს ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა განუცხადა, დაკარგულია 20-მდე ადამიანი. როგორც ცნობილია, გემი ხიდის ერთ-ერთ სვეტს შეეჯახა.

მეტი...

“ოცნების” მიერ წარმოდგენილი ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია – TI პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტი არ მიიღოს

ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს მმართველი გუნდის საკანონდებლო ინიციატივა არ მიიღოს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  პირდაპირ წერს, რომ “ოცნების” მიერ წარმოდგენილი ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ…

მეტი...

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.            

მეტი...

გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნას, მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა…

მეტი...