,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი” – თამარ ჩუგოშვილი

,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია”. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იურისტი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. ,,მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში. მე მაინტერტესებდა, რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა…

მეტი...

ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა

სოფელ ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა. ლანჩხუთის მერიის ცნობით, მაშინ დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი გადასასვლელი გზა მოეწყო, რათა მოსახლეობას გადადგილება შეძლებოდა. ,,აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია”, – დაწერა მერიამ. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. უწყების ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები,…

მეტი...

,,არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება” – კობახიძე

,,არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება”. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 საათიანი პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს არგუმენტები დაუწუნა: ,,რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის, ამის თქმა უნდა შეეძლოთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. ჩვენ განვუმარტეთ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. ისინი პასუხს არ იძლევიან. პასუხს ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ აწყობთ პასუხის გაცემა, როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსს და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა ე.წ. არგუმენტი”, – განაცხადა კობახიძემ. მისი შეფასებით, პრეზიდენტის…

მეტი...

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, საკონსტიტუციოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. დღევანდელი პროცესი კი, რომელიც 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულებულია. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს. ,,ოცნებას” 4 დეპუტატი – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა.

მეტი...

კობა კობალაძე აფხაზეთის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს შეხვდა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებსა და მეუღლეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც კობა კობალაძის ინიციატივით შედგა, სტუმრებმა, იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელთაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევის მიუხედავად, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრთა სამარხების მოძიებასა და ნეშტების გადმოსვენების დროს აწყდებიან. მათ, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და ბინით უზრუნველყოფას უკავშირდება. საუბარი შეეხო ყოფით პრობლემებსაც, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია. კობა კობალაძემ ყურადღებით მოუსმინა თითოეულ ქალბატონს, გაეცნო საკითხთა ირგვლივ დეტალებს და მათ გადაწყვეტაში, ჩართვა, შესაბამის დეპარტამენტებს…

მეტი...

,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს… ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი” – სალომე ზურაბიშვილი

,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს… ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

მეტი...

,,ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა”- სოფო ჯაფარიძე

ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. „იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობის პრეცედენტის შექმნა, ნუ აღვუდგებით წინ ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ 60 პროცენტამდე ქართველი ხალხის ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ – მუქარის, ზეწოლის ,დაშინების და ა.შ, მათი ნება არის…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გაზარდოს. შოლცი მსოფლიოს მოუწოდებს, აუცილებელი ნაბიჯები გადადგან, რათა უკრაინაში ომი საბოლოოდ დამთავრდეს. ,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო. რუსეთმა უკვე დიდი ზარალი მიაყენა უკრაინას. რუსეთი აგრძელებს ადამიანების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და ტერიტორიის დანაღმვას. მაგრამ პუტინს ასეთი “გარემოებები” არ აინტერესებს. მისთვის მთავარია, ისტორიის სახელმძღვანელოში საკუთარი სახელი ჩაიწეროს”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

სოფელ ორთაბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა. შესაბამისი ვიდეოკადრები ადგილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა”- ირაკლი კობახიძე

„ევროპა და ევროპულობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიცია სუსტი იყო. „ყველაფერს პასუხს გავცემთ პროცესზე. ამიტომ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას. ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება შესვენების შემდეგ. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ ყველაფერს დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ“, –…

მეტი...

„პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატულები არიან. მისი თქმით, ”აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან”. „პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, – განაცხადა ბჟანიამ. 

მეტი...

მარნეულში, არასრულწლოვანმა გოგოებმა სამი საშაურმე კაფე დაარბიეს

მარნეულში მოზარდმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე  – “ოთოს შაურმა”, “ვიპ შაურმა” და “ალგეთის შაურმა”, დაარბიეს. Aktual.ge-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამ ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. არასრულწლოვნებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს და კაფეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს. თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა არასრულწლოვნები უკვე დააკავეს.

მეტი...

შეკვეთილში, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა

შეკვეთილში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ნატანების ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ამ დროისათვის ტერიტორია გადაკეტილია, მოძრაობა კი შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გურიაtv

მეტი...

,,რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი, ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს”- ალექსანდრე სარიშვილი

უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  ჩამოშლილია მიწის მასები და შეინიშნება მეწყრული პროცესები. რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. „მდინარე სუფსამ დატოვა კალაპოტი. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყერი. 8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარესამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე წაღებულია. აქაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გვყავს გარესამყაროს მოწყვეტილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  

მეტი...

,,საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება”- მაია კოპალეიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება – ამის შესახებ პრეზიდენტს წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტი  ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში. ,,ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა…

მეტი...

პრეზიდენტს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მიდიოდა არალეგიტიმურ ვიზიტში, ამიტომ დახარჯა არა ბიუჯეტის ფული, არამედ თავისი ფული – კობახიძე

პრეზიდენტმა თავად აღიარა რეალურად ვიზიტების არაკონსტიტუციურობა, კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში, სადაც წერია, რომ  პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება. „პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის…

მეტი...

,,პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე”- თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, წარმოვადგენთ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება. „ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ სრულად ინფორმირებული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მითითებულია წარდგინებაში და იმ საქმეებში, რა საქმეებიც არის წარდგინებაში. ჩვენ გვაქვს პირადად პრეზიდენტის მხრიდან არა მხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან თავად საჯაროდ განაცხადა, სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე.…

მეტი...

თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება – ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება. მისი თქმით, გაუკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო და არ არის როგორც წარმომადგენელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. „ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე ვფიქრობო. გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია,…

მეტი...

,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო”- მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტს “გადაადგილება არ უჭირს” და შეეძლო, სხდომაზე მისულიყო. ,,ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად. საოქმო ჩანაწერში, რომელიც გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა ტურავამ. მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა პრეზიდენტს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს სამართლებრივი დეტალების მიღმა…

მეტი...

,,იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის არ ჩასვლა, მის მიმართ უპატივცემულობაა. მისი თქმით, პრეზიდენტი იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასასვლელად. ,,პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია.  კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი. შარშან ივნისში, როცა ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, გამოვიდნენ NGO-ები და ითხოვდნენ ვის გადადგომას?…

მეტი...

,,რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება”- სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნება. თავად პრეზიდენტი ისტორიულ პროცესს არ დასწრება. ,,რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება”,- განუცხადა ტვ პირველს პრეზიდენტმა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში – დაიღუპა ორი ადამიანი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა წუხელ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. 22 წლის გოგოს და 35 წლამდე კაცის ავტომობილიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. შედეგად,  მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.  

მეტი...

პენტაგონმა აშშ-ის კონგრესს აფრთხილებს, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ

კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, პენტაგონი აფრთხილებს კონგრესს, რომ  მათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა პალატისა და სენატის ლიდერებს განუცხადა, რომ 25,9 მილიარდი დოლარიდან, რომელიც კონგრესმა გამოყო უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის აღსადგენად, ახლა 1,6 მილიარდი დოლარი დარჩა. მისი თქმთ, მთლიანად ამოწურა კიევის ის გრძელვადიანი დაფინანსება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თანხებს იარაღის სამომავლო მიწოდების ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსების გარეშე, აშშ იძულებული იქნება შეაჩეროს ან შეამციროს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება.

მეტი...

ძლიერი წვიმა ოზურგეთში –  დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები

ძლიერი წვიმა ოზურგეთში –  დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.  მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით”- ნათქვამია მერიის  განცხადებაში.

მეტი...

ჩემი სრული ნდობა ჩემს წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”- წერს სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის უცნობია ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში განხილვაზე დასასწრებად.   ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“). №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ…

მეტი...

კანადის ეროვნულ პარკში დათვმა წყვილი და მათი ძაღლი მოკლა

კანადაში, ბანფის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრიზლის ჯიშის დათვმა ორი ადამიანი, კანადელი წყვილი და მათი ძაღლი მოკლა. Parks Canada-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  რომ მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება პარასკევს გვიან GPS მოწყობილობიდან, რომელიც მიუთითებდა დათვების თავდასხმაზე მდინარე წითელი ირმის ხეობაში, ბანფის ეროვნულ პარკში. სააგენტოს ცნობით, დათვს მოგვიანებით ევთანაზია გაუკეთეს მას შემდეგ, რაც მან აგრესიული ქცევა გამოავლინა.  

მეტი...

მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად – ზელენსკი

ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად შეასრულებს ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას. „ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ზოგან ძლიერი, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. „ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. მისი თქმით, დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი” იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება კიევს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.

მეტი...

დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება

სამოქალაქო თაღლითობის საქმის განხილვისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში იმყოფება. ტრამპის საქმის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია ადამიანი ან რამდენი ფული აქვს, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას. სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო.

მეტი...

საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა. 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაჭრილ ქალის მდომარეობა მძიმეა. ,,ეს იყო განზრახ, მიაკითხა. ჩემი დეიდაშივლი კობა აშოთიააა, მეუღლე ბავშვებს გადაეფარა. ეს მამაკაცი ოჯახის წევრივით ჰყოლიათ, მეგობრებედნენ, ახლობლობდნენ”,  – ამბობს ოჯახის ახლობელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ათენში, 1 ოქტომბერს, 02:30 საათზე მოხდა. თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ე.წ. კარვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ახალი ნორმების დარღვევა გამოიწევს ,,სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან “სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ,,დამრღვევი” ორგანიზატორი იქნება, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და მისი დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამი იყო,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

მეტი...

ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა

ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...