თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე – რატომ…
მეტი...კატეგორია: პოლიტიკა
რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა
რუსეთმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა. ამ ეტაპზე ხარკოვიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინებუგოვის განცხადებით, რუსებმა რეგიონს S-300 ტიპის რაკეტები 5-ჯერ მაინც დაარტყეს. ხერსონსში სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სატრანსპორტო კომპანიასა და საპატრულო მანქანას, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 პოლიციელია. დაშავებულებს შორის არიან 59 წლის ქალი და 12 და 13 წლის ბავშვები. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ქალაქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, საწარმოს სახელოსნო, საბავშვო ბაღი, გიმნაზია, გაზსადენი, ბიზნეს ცენტრი, ჰუმანიტარული შტაბი,…
მეტი...შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს USAID აფინანსებს – კახა კალაძე რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ
„ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე გამოეხმაურა სუს-ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც საქართველოში რევოლუციური სცენარის მომზადებას ეხება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას. „რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის…
მეტი...მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი – შალვა პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსხვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით. „სააკაშვილს რაც შეეხება, ბოლო გამოძიებებიდან გამომდინარეც, ჩვენ ვხედავთ, რომ სუს-მა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, როგორც საქართველოში არეულობების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ის ასევე ბრალდებულია, რომ ორგანიზატორი იყო სააკაშვილის შემოპარვისა. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ. ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით…
მეტი...,,იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა”- ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რაშიც ვერ ჩაერევა. მისი თქმით, სახალხო დამცველს აქვს საშუალება სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართოს. ,,ზოგადად, იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა. თუმცა, სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, ამაზე თუ იქნება მომართვა პრეზიდენტისგან, ალბათ, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა კონსტიტუციის შესაბამისი უფლებით გათვალისწინებული შემთხვევა, გვაქვს თუ არა უფლების დარღვევასთან საქმე თუ ეს არის…
მეტი...როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა – შალვა პაპუაშვილი
USAID-მა გააკეთოს განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგსა და გამოქვეყნებულ მასალებს. მისივე თქმით, USAID-ის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული,…
მეტი...დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება – კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებს ეხმიანება. მისი თქმით, ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაემალათ ვიზიტის რეალური მიზანი. თუმცა, კობახიძის განცხადებით, გაირკვა, რომ მათი მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების შემზადება იყო. „მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საბურობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა, რაც, ბუნებრივია, არის შემაშფოთებელი. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ როგორც გაირკვა,…
მეტი...არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტმა ისეთი ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება – კობახიძე
სალომე ზურაბიშვილი იმდენად აქტიურად არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ისეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სხვათა შორის, ზურაბიშვილის შეწყალებული გვარამია საუბრობდა, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ტრენინგებზე აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, პირდაპირ იყო საუბარი, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და…
მეტი...,,ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური”- ირაკლი კობახიძე
”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ. ,,მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც არაერთხელ მითქვამს, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია, არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი, ამ კაზუსის ამოხსნას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური”, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, “ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით”. ,,მან პირდაპირ აღიარა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, იმიტომ,…
მეტი...,,აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას”- სუს-ი ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლებზე
25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებებს სხვადასხვა წლებში კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი,…
მეტი...,,ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა”- მიხეილ სააკაშვილი
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად მის გამარჯვების დღედ. მისი თქმით, ”ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა.” ,,2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ! სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ…
მეტი...უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-ში და მის გარეთ – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა იარაღის შიდა და ერთობლივ წარმოებას ზრდის პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ. ,,რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და ერთობლივ წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ”,- წერს კულება.
მეტი...უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე – ბორელი
უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები იბრძვიან გაბედულად და იმ შესაძლებლობებით, რაც მათ აქვთ. „უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გაგრძელდება ომი უახლოეს დღეებში ან კვირებში“, – განაცხადა ბორელმა.
მეტი...რუსეთმა ომში დაახლოებით 279 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 279 080 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 279 080; ტანკი – 4 717; ჯავშანტექნიკა – 9 000; საარტილერიო სისტემა – 6 525; სარაკეტო სისტემა – 801; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 061; საკრუიზო რაკეტები – 1 529; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 909; გემი/ნავი/კატარღა – 20 წყალქვეშა ნავი – 1; სპეციალური აღჭურვილობა – 938.
მეტი...ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს
ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორი მაგნუს საარი ავრცელებს. ,,ჩვენი შეკვეთა მოიცავს, კერძოდ, უახლესი M-57 საბრძოლო მასალას, მათი ფრენის დიაპაზონი 300 კილომეტრია”, – განაცხადა საარმა. ცნობისთვის, ესტონეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის დეკემბერში გააფორმეს კონტრაქტი HIMARS-ის სარაკეტო გამშვები სისტემისთვის გამშვები საშუალებების, რაკეტების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაზე. სწორედ ამ შეთანხმების ნაწილი იყო ATACMS ტაქტიკური რაკეტები. არსებული ინფორმაციით, შეიარაღების მიწოდება 2025 წელს უნდა მოხდეს.
მეტი...ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოდესაში ვიზიტის შემდეგ, კიევში ჩავიდა. მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ დამცველებს. ,,ვიმყოფები კიევში, რათა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მივაგო და მხარდაჭერა გამოვუცხადო დაღუპული დამცველების ხსოვნას და მათ, ვინც ამჟამად იცავს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისგან და იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის”, – წერს ბორელი Twitter-ზე.
მეტი...,,ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
,,დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენს მისიას საქართველოში 15 წელი შეუსრულდა”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კონფლიქტებმა სერიოზული გავლენა იქონია და ჯერ კიდევ აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე. 15 წელია დღე-ღამის გამავლობაში, წელიწადში 365 დღის განმავლობაში ვატარებთ მონიტორინგს, ჩვენი მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა. ევროკავშირი რჩება საქართველოში და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული. ამას ახლახან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა. ჩვენი ადგილზე ყოფნა…
მეტი...სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა
სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ექსპრემიერ ფიცოს პარტიამ ხმათა 23,3% მიიღო. მეორე ადგილზე 16,8 %-ით ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთია,“ მესამე პოზიციას კი 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს. სოციალ-დემოკრატების ლიდერი რობერტ ფიცო რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. მთავრობის ფორმირებისთვის სოციალ-დემოკრატებს მანდატები არ ეყოფათ, რის გამოც მათ კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ.
მეტი...,,მოგიწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი” – სოფო ჯაფარიძე
“მოგიწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი”. ამის შესახებ ,,ქართლი ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, კლინიკა ,,ვივა მედთან” ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა. ,,ვუყურებთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ მიხეილ სააკაშვილია, რომელიც პატიმრობიდანაც ახერხებს, რომ იყოს წინა ხაზზე ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი აბსურდული ბრალდებით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსისა და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის. ხელისუფლებას ინტენსიურად მოუწოდებენ როგორც დასავლელი ლიდერები, ასევე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, რომ ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაეყვანათ ის…
მეტი...რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი
რუსებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,1-ელ ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი ვოვჩანსკი. დაბომბვის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
მეტი...რუსებმა ჩერკასის ოლქში მდებარე მარცვლეულის საწყობებს დრონებით შეუტიეს
გასულ ღამეს რუსებმა ჩერკასის ოლქს დრონებით შეუტია. დარტყმები იყო ქალაქ უმანში მდებარე საწყობებზე, სადაც მარცვლეული ინახებოდა. როგორც ჩერკასის ოლქის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეტსი ამბობს, თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით კი, ხანძრის ჩაქრობაში 11 ერთეული ტექნიკა და 52 მაშველი მონაწილეობდა. მათ 3 000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს. ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს კრივი-რიჰში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.
მეტი...ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში – ხაბეიშვილი
,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა. ,,პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების. როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია ,,ნაციონალური მოძრაობის” მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი, ან ქუთაისელებმა. 10 000 ქუთაისელია ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები…
მეტი...გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. პარლამენტის წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – გიორგი სოსიაშვილი მმართველ პარტიას წარმოადგენს, მამუკა ტუსტკაძე კი პარტიას ,,სოციალური სამართლიანობისთვის”. რეგიონში საარჩევნო პროცესი წელს პირველად, ელექტრონული წესით მიმდინარეობს. ,,კენჭისყრა 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანში გაიხსნა. შევახსენებ ამომრჩევლებს, რომ დღეს გორსა და კასპში იმართება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ხოლო გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები. ეს არჩევნები განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ფართო მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად ეს არჩევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის. მთელი ქვეყნის…
მეტი...,,მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გავატარეთ” – ღარიბაშვილი ,,ოცნების” 11 წელზე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების” მმართველობის 11 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,1 ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.” ,,2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების…
მეტი...,,თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული” – სააკაშვილი
,,უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში”. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი პატიმრობიდან 2 წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება: ,,ხან “მკვლელს” მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას. რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება. პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად…
მეტი...ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს
ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ,,ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ.” – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დანიელ ბლაზკოვეცმა შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2_ის ტიპის იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს და ასევე ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება.
მეტი...რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 570 სამხედრო დაკარგა
უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 1 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 440 სამხედრო, 7 ჯავშანტექნიკა და 11 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 278 570; ტანკი – 4 702; ჯავშანტექნიკა – 8 991; საარტილერიო სისტემა – 6 477; სარაკეტო სისტემა – 798; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 043; საკრუიზო რაკეტები – 1 529;…
მეტი...აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს
აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, გასულ კვირას კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკებების შემდეგ სერბეთმა საზღვარზე თანამდროვე ტანკები და არტილერია განათავსა. გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, რომელიც კოსოვოში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციად იქცა, კოსოვოელი პოლიციელი და სამი შეიარაღებული სერბი ემსხვერპლა. „ვაკვირდებით მსხვილ სერბულ სამხედრო კონტინგენტს კოსოვოს საზღვრის გასწვრივ. ის მოიცავს არტილერიას, ტანკებს, მოტოქვეით ქვედანაყოფებს. მოვუწოდებთ სერბეთს, გაიყვანოს ეს ძალების საზღვრიდან“, – განაცხადა კირბიმ.
მეტი...სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბრძოლა ძირითადად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს პარტიასა და პროდასავლურ ლიბერალურ პარტიას, „პროგრესულ სლოვაკეთს“ შორის მიმდინარეობს. ხმის მიცემა რამდენიმე საათში შეწყდება. ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ კი საბოლოო მონაცემები გასაჯაროვდება. მედიის ცნობით, რობერტ ფიკოს სურს, უნგრეთის მსგავსად, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდეს. „პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი მთავრობა შეინარჩუნებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინასადმი.
მეტი...დროებით ოკუპირებულ ტოკმაკთან, რუსებმა თავისივე გამანადგურებელი Su-35 ჩამოაგდეს
ზაპოროჟიეს რაიონში ოკუპანტებმა საკუთარი გამანადგურებელი სუ-35 ჩამოაგდეს. ტელეგრამ არხ ,,მონიტორის” მონაცემებით, რუსებმა თავისივე თვითმფრინავი ოკუპირებული ტოკმაკის ცაზე გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
მეტი...ჯოზეფ ბორელმა ოდესაში რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან უკრაინის ისტორიულ და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქს მუდმივი რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ,,ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალ ამბებში მისი ცოცხალი კულტურის და სულისკვეთების, მრავალეთნიკური საზოგადოების, მისი სილამაზისა და ისტორიის გამო, მაგრამ ის პუტინის ომის ხშირი სამიზნეა, რომელიც ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და უძველეს ეკლესიებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, ტაძარი 23 ივლისის რუსული დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მეტი...თურქული კომპანია დრონების წარმოებისთვის, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი ჰალუკ ბაირაქტარი ავრცელებს. ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწადნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება. ცნობისთვის, უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაფორმდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თურქეთის ხელისუფლებამ კი Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.
მეტი...,,უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა” – შმიგალი
უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. ,,უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის,” – განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრემიერმა კიევში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპაში სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის ახალი ცენტრი გახდება.
მეტი...,,უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო” – ზელენსკი
უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. ,,ჩვენ დაინტერესებული ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა”, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.
მეტი...ხერსონის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკში – 7
რუსული დაბომბვის შედეგად ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკის ოლქში კი 7. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის ოლქის 96 შეტევა განახორციელა. გაისროლა 432 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. მისივე თქმით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, ქარხნები და კვების ობიექტები იყო.
მეტი...,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას” – ერმაკი
,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას”. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. „არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას საკუთარი იარაღის წარმოებისთვის. უკრაინაში იქნება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მეტი...