ევროკავშირი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას

ევროკავშირის ოფისი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს შეფასება დღეს, 18 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. „ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში.

მეტი...

ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური – IDF

ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური ლიკვიდირებულია, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მეთაური ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ემსხვერპლა. ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.  

მეტი...

დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს – ილია დარჩიაშვილი

„დღეს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას როგორც ინდივიდუალურ, ისე ორმხრივ ფორმატებში, მათ შორის, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ნორმა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და ქვაკუთხედია და შესაბამისად ეს დინამიკა გრძელდება“ – ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა…

მეტი...

,,მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს” – სალომე ზურაბიშვილი

,,მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ამ უკანონო ქმედებებზე”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას განაცხადა. ,,ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა. ,,თქვენი ხელახალი არჩევა არის რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის სრული დემონსტრირება” – თქვა სი ძინპინმა Xinhua News-ის ცნობით. ჩინეთმა გააძლიერა კავშირები რუსეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კრიტიკა უკრაინაში ომის მიმართ გაძლიერდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი ამზადებენ “რამდენიმე შეხვედრას” სი ძინპინსა და პუტინს შორის წელს.  

მეტი...

ნატოს გენერალური მდივანი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. იენს სტოლტენბერგი თბილისში დღეს ბაქოდან ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა მან პრემიერ კობახიძესთან გამართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.

მეტი...

„ვინც ტაივანის დამოუკიდებლობას აღიარებს, ცეცხლთან თამაშისთვის დაიწვება“ – ოფიციალური ჩინეთი

„რაც უფრო ძლიერი იქნება ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი ერთგულება, მით მეტი იქნება სრუტის მიღმა მშვიდობის გარანტია“- აცხადებს ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი. როგორც ვანგ ი-მ საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, ტაივანის სამშობლოდან გამოყოფას არასდროს დაუშვებენ. „ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ ნათელია – ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობიანი გაერთიანებისთვის უდიდესი გულწრფელობით. ჩვენი საბოლოო აზრი ასევე საკმაოდ ნათელია – ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ტაივანის სამშობლოს გამოყოფას. ვინც მსოფლიოში დაუჭერს და მხარს უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“, დაიწვება ცეცხლთან თამაშის გამო და დააგემოვნებს საკუთარი საქმის მწარე ნაყოფს. ჩინეთი ყველას მოუწოდებს, ჩინეთის ერის ინტერესები დაიცვას „ჩინური წარმოშობის ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას ჩინეთის ერის…

მეტი...

ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს – ბერბოკი

რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, – ასე შეაფასა პუტინის ,,არჩევნები”, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკმა დაგმო ის ფაქტიც, რომ ,,საარჩევნო უბნები” ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიხსნა. ,,საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად”, – აღნიშნა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. ცნობისთვის, 15-17 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა…

მეტი...

„ისრაელის კონფლიქტი ტრაგედიაა კაცობრიობისთვის“ – ჩინეთს პოზიცია

„ისრაელის კონფლიქტი დღეს 21-ე საუკუნეში არის ტრაგედია კაცობრიობისთვის და სირცხვილი ცივილიზაციისთვის. არაფერი ამართლებს კონფლიქტის გაჭიანურებას, ან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“ – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ი-მ პეკინში, საერთაშორიო მედიასთან გააკეთა, რომელსაც  „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო. როგორც მინისტრი განმარტავს, პალესტინის ტერიტორიის ოკუპაცია ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. „პალესტინის ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაცია უყურადღებოდ აღარ უნდა დაგვრჩეს. პალესტინელების დიდი ხნის ნანატრი სწრაფვა დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ აღარ უნდა იქნეს არიდებული. რაც მთავარია, პალესტინელების მიმართ ისტორიული უსამართლობა არ უნდა გაგრძელდეს თაობიდან თაობაში“ – განაცხადა ვანგ ი-მ. ოფიციალური ჩინეთი მხარდაჭერას უცხადებს პალესტინის წევრობას გაეროში. „პალესტინელი ხალხისთვის…

მეტი...

საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია არჩევნების ჩათვლით – სტოლტენბერგი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა. ,,საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში,…

მეტი...

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი – ირაკლი კობახიძე

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. „ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება…

მეტი...

იურიდიულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ პრეზიდენტის ვეტო არ გაითვალისწინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტით მნიშვნელოვნად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები. სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება უფლებამოსილება შექმნას კომისია, რომელიც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს წარუდგენს. პრეროგატივა კანონის ამოქმედების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაძლევს.

მეტი...

ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ კობახიძეს ხვდება

ნატოს გენერალური მდივანი მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრს ხვდება. იენს სტოლტენბერგში თბილისში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა. საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოში საქართველოს ელჩი დახვდნენ. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამის შემდეგ კი ნატოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდება. ცნობისთვის, სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.

მეტი...

იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. აეროპორტში ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. ასევე საქართველოს ელჩი ნატოში. სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედბა პრემიერ კობახიძესა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია განცხადება მედიისთვის. სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.

მეტი...

მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს და ჩემი პროცესი ავტომატურად შეწყდება – მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. პროცესს დისტანციურად ერთვება მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა მოეხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს. ,,ქალბატონო სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და…

მეტი...

ევროპამ, შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს

ევროპამ, შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განიხილეს გზები, როგორ უნდა დაუჭირონ მათ მხარი ევროკავშირის ფერმერებს. მრავალმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ზომები მარცვლეულის ბაზარზე სიტუაციის მოსაგვარებლად, რაც რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის საკითხსაც მოიცავს.

მეტი...

,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია” – კალასი

,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია”. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ,,ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ის ძალიან კარგად თესავს შიშს ჩვენს საზოგადოებებში. ის უსმენს იმას, რისიც გვეშინია, და თუ ჩვენ გვეშინია ბირთვული ომის, ის ამყარებს ამ შიშებს. ამის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას სურს შეაჩეროს თავისი ქმედებები… თუ გვეშინია, ვიწყებთ თავის შეკავებას. და ეს არის ის, რაც პუტინს სურს… ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს. და მას რეალურად ეშინია NATO-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა…

მეტი...

,,ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას” – მედვედევი

,,ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას”. წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მეტი...

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი” – კირბი

,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი იმის გათვალისწინებით, რო პუტინმა პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა და მის წინააღმდეგ კენჭისყრაში სხვებს ხელი შეუშალა”. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მეტი...

პუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა. ,,რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.

მეტი...

პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის

პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან ასევე თქვა, რომ “რუსეთის შემდგომი წინსვლისთვის პირობები არსებობს, რის შედეგადაც ქვეყანა უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”. მისივე თქმით, “გეგმები გრანდიოზულია და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება”. ამ დროისთვის კი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 50%-ზე მეტი. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებში პუტინი იმარჯვებს და მან ხმების დაახლოებით 87% აიღო. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ.…

მეტი...

დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა. 14:50 საათზე ის შეხვდება პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. სროლტენბერგი, ასევე შეხვდება პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს. 17-19 მარტს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს ვიზიტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

მეტი...

„ობიექტურობა მეასეხარისხოვანია, მთავარია სასამართლოს ხელისუფლების დაშინების“ – მოსამართლე

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეთა ერთი ნაწილის მოწოდებას სასამართლო სისტემაში „ვოტინგის“ სისტემაზე სოციალური ქსელით ეხმიანება და აცხადებს რომ ეს ინიციატივის ინიციატორებისთვის ობიექტურობა მეასეხარისხოვანია. “მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე მოსამართლის აბსოლუტურად არაკოლეგიალურ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის აშკარა საფრთხის შემცველ მოწოდებებს სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის ჩატარებასთან დაკავშირებით. სრული სურათის შესაქმნელად, აუცილებლად უნდა მივუთითო გარკვეულ, ქრონოლოგიურად განვითარებულ მოვლენეზე. ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგმა“(დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი), მისივე განცხადებით ,,ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“, 2024 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა იმ 57 მოსამართლის სია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოების 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე),…

მეტი...

ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის – ხვიჩია

ბარიერის გადალახვის 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა., მისი თქმით,  ერთი გირჩი თუ დარჩა ბიულეტენში, ის გადალახავს ბარიერს. გასაგებია, რომ ყველა რისკავს. ვისაც გადალახვის შანსი აქვს, და ჩვენ 100%-იანი შანსი გვაქვს, თუ ზურა ჯაფარიძე ხელს არ შეგვიშლის და რომელიმე პარტიაში შევა. ამას დამატებული, ნაცური პარტიები თუ ერთად შეგროვდება. ზურა ჯაფარიძის პარტია მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ შეგვიშალოს ხელი. არანაირი სხვა დანიშნულება, კეზერამაც კი იცის, დამფინანსებელმა, რომ არ გააჩნიათ. ნაცებს რატომ ართმევენ ხმებს? ფიზიკურად, დონორი ერთი და იგივე…

მეტი...

ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან – დიმიტრი მედვედევი

რუმინელები, მოგეხსენებათ, ერი კი არა, ცხოვრების წესია, როგორც ჩანს, ვერაფერი გაგვაკვირვებდა. ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან. მაგრამ არა, ისევ მიზეზი მომცეს. – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “მათ სურთ, რომ ოქრო რუმინეთში დააბრუნონ.  ის, რომლის ნაციონალიზაცია საბჭოთა მთავრობამ 1918 წელს  ცუდი საქციელის გამო მოახდინა. ისე, მან უარი თქვა დანგრეული იმპერიის ვალების გადახდაზე. რუმინეთმა მიიღო ეს და შემდეგ მიიღო ჩვენგან უარი რეპარაციაზე (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პერიოდის შედეგად. აბა,…

მეტი...

„მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“ – პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან სასიამოვნო, ნაყოფიერი საუბარი. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იყო გლობალურ-პოლიტიკურ პროცესებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. „ყველა ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. რა…

მეტი...

საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი – ალიევი

საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს ყველა მიღწევას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ილჰამ ალიევის თქმით, ამის დასტურია სავაჭრო ბრუნვის 15 პროცენტით გაზრდა. „საქართველო და აზერბაიჯანი ახალ პროექტებზე მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია მწვანე ენერგეტიკის პროექტი და საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია და ენერგეტიკულო პროექტები მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება.…

მეტი...

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამარხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“, ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები. რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს. არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია

მაქვს იმედი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მალე შეძლებს, საქართველოში გვეწვიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოწვევა ილჰამ ალიევს ოფიციალურად გაუზიარა. „ვიმედოვნებთ, მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის, ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს – ალიევი კობახიძის ვიზიტზე

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. „უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. ამასობაში, კიდევ ერთხელ, ჯერ გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ…

მეტი...

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა. ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას, ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

მეტი...

„ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება, მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას“ – ირაკლი ზარქუა მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას და ახალი პოლიტიკური მოძრაობის, „ახალის“ შექმნას ეხმიანება. როგორც ზარქუა აცხადებს, ის აღნიშნულ გაერთიანებას მიესალმება, რადგან „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება“. „ორი ნიკა, ორი ანზორის ძე – რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა? მე „ჩამიგდეს“ სახალისოდ, როგორი „შეხმატკბილებულები“ არიან, არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო ის აქვთ, რომ ორივე „ნაცია“, იქიდან მოდიან, ფესვები „ნაცობიდან“ არის და ახლა ცდილობენ, ხაბეიშვილის და კეზერაშვილის პარტიას გაემიჯნონ. არ გამოვრიცხავ, მათ ისევ კეზერაშვილი აფინანსებდეს. „ახალი“ დაირქვეს. დავამატოთ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება,…

მეტი...

დასავლელი მოკავშირეების ახალი კოალიცია კიევს „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგებს – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან ახალ კოალიციას „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ კიევის მომარაგებისთვის, იუწყება AFP. შოლცმა ამის შესახებ ბერლინში განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ. როგორც BBC შენიშნავს, ეს შეხვედრა მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების საკითხში სამ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა: მაკრონმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაში შეზღუდვები დაუშვებელია. მან არ გამორიცხა არც დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა კატეგორიულად გამორიცხულია. დასავლეთის, ძირითადად ევროპის, ქვეყნები არაერთხელ გაერთიანებულად მცირე ჯგუფებად, რომლებიც…

მეტი...

ის ბანდიტია – ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანოს ამაში თავისი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, ის ბანდიტია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას როგორც უკრაინისთვის, ასევე, ღაზის სექტორისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.  

მეტი...

“ჯერ იქ მოსკოვში შენი რუსი დედა ვატირე, ხიდაშელო…” – მაჩალიკაშვილი

“ჯერ იქ მოსკოვში შენი რუსი დედა ვატირე ხიდაშელო, იმ რუკას რაც შენ ამაყად აყვედრი ქართველს, იმ რუკას ისე არანაირი ხმაურის გარეშე ჩამოვიტანდი და გადავცემდი საქართველოს მხარეს არანაირი სირთულების გარეშე, ეს რუკები აქაც საქართველოშიც ყრია უპატრონოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ეს თქვენი ატეხილი ხმაური წინასარჩევნო ბინძური თამაში იყო, მაგას სულელიც კი ხვდება, და ბოლოს ისეც გამოვიდა რომ არჩევნებიც, ის რუკებიც კი გაიკეთეთ ერთ ადგილას ისე ლამაზად რომ თქვენი მომხრე ბრბო ძაან კმაყოფილიც დარჩა, ეხლა ეს რუსი ბიზნესმენი კარინოი რუსი, ფესბეს თანამშრომელი, საქართველოშია, თანამშრომელი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, სრული ბედნიერებაა რა ერთ…

მეტი...